წმინდა მოციქულნი: ერასტო, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტი და ტერტი - სამოცდაათთაგანნი (I) – 10 (23) ნოემბერი
წმინდა მოციქულნი: ერასტო, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტი და ტერტი - სამოცდაათთაგანნი (I) – 10 (23) ნოემბერი
ეს ნეტარი მამანი - წმინდა პავლე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მოციქული მათ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: "კითხვაჲ არქუთ. ულუმპას და მათ თანათა მათ ყოველთა წმიდათა" (16, 15); "გიკითხვენ თქუენ. იასონ და სოსიპატროს, ნათესავნი ჩემნი" (16, 21); "გიკითხავ თქუენ მე, ტერტიოს, რომელმან დავწერე წიგნი ესე უფლისა მიერ" (16, 22); "გიკითხავს თქუენ ერასტოს, მნე ქალაქისაჲ, და კუარტოს ძმაჲ" (რომ. 16, 23).

სოსიპატრე აქაიიდან იყო. იგი იკონიის ეპისკოპოსი იყო და იქვე აღესრულა (მის შესახებ იხ. 28 აპრილის საკითხავებში). მოციქული ერასტოსი თავდაპირველად იერუსალიმის ეკლესიის დიაკონი და მნე იყო, შემდეგ კი - პანეადის ეპისკოპოსი.

წმინდა კუარტოსმა მრავალი წარმართი გააქრისტიანა, ბოლოს კი - ქალაქ ბირითის ეპისკოპოსმა, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა მოციქული ტერტიოსი, რომელმაც ჩაწერა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, იკონიის მეორე ეპისკოპოსად დაესხა ხელი და იქვე მიიცვალა.

მოციქულ იროდიონს თავი 67 წელს მოჰკვეთეს (იხ. 8 აპრილის საკითხავი).

ტროპარი მოციქულთა:
მოციქულნო წმიდანო, ევედრენით მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაჲ მომანიჭოს, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი მოციქულთა:
გამოჩნდა დღეს მოციქულთა პატიოსანი დღესასწაული, რომელი მოსცემს ყოველთა ცხადად ცოდვათა შენდობასა, სახსენებელისა მათისა აღმასრულებელთა.

ბეჭდვა
1კ1