წმინდა მოციქულნი: პატრობი, ერმი, ლინესი, გაიოზი და ფილოლოგე – სამოცდაათთაგანნი (I) - 05 (18) ნოემბერი
წმინდა მოციქულნი: პატრობი, ერმი, ლინესი, გაიოზი და ფილოლოგე – სამოცდაათთაგანნი (I) - 05 (18) ნოემბერი
ეს მოციქულნი სხვადასხვა ქალაქში ქადაგებდნენ სახარებას. წმინდა პატრობი (რომ. 16,14) ნეაპოლისა და პუტეოლის (იტალია) ეპისკოპოსი იყო, წმინდა ერმი - (რომ. 16, 14) ფილიპოპოლისისა. ლინესმა (2 ტიმ. 4,21) პეტრე მოციქულის შემდეგ დაიკავა რომის საეპისკოპოსო კათედრა, წმინდა გაიოზი კი - ეფესოს ეპისკოპოსი იყო მოციქულ ტიმოთეს შემდგომ.

წმინდა ფილოლოგე (რომ. 16,15) - ანდრია პირველწოდებულმა სინოპის (შავიზღვისპირეთი) ეპისკოპოსად აკურთხა.

უფლის რჩეულნი მრავალ მწუხარებას დაითმენდნენ, ბოლოს კი ყველა მათგანმა (გარდა ერმესი) მშვიდობით შევედრა სული უფალს.

მოციქული ერმი, ქრისტეს 70 მოციქულთაგან ერთ-ერთი, პირველი საუკუნის დასალიერს ცხოვრობდა, ტომით ბერძენი გახლდათ და ფრიგიის ქალაქ ფილიპოპოლის მღვდელმთავარი იყო.

ერმს თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში რომაელთა მიმართ (რომ. 16: 14) მოციქულთა თავი პავლეც ახსენეს.

სულიწმიდის კარნახით, მან შექმნა წიგნი, რომელსაც "მწყემსი" ჰქვია. სწორედ მისი წყალობით ვუწყით, რომ ერმი რომში პაპ კლიმენტის ჟამს ცხოვრობდა, ახალგაზრდობაში მდიდარი იყო, ენამწარე ცოლი და უზნეო შვილები ჰყავდა, რომელთა მიმართაც საკმარისად მკაცრი არ იყო და ამის საზღაურად უფალმა სიმდიდრე წაჰგვარა.

ამ უბედურების მიზეზნი ერმს საღვთო გამოცხადებებში განემარტა, მისი აპოკალიფტური ხასიათის წიგნი-ქმნილება კი საიმდროოდ იმხელა მნიშვნელობის გახლდათ, რომ ერთხანს წმინდა ოთხთავშიც კი შეიტანეს, თუმცა, მის საბოლოო კანონში არ დაუტოვებიათ.

წმინდა ერმი მოწამებრივად პირველ საუკუნეში აღესრულა.

ბეჭდვა
1კ1