წმინდა მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე - სამოცდაათთაგანნი (I) - 31 ოქტომბერი (13 ნოემბერი)
წმინდა მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე - სამოცდაათთაგანნი (I) - 31 ოქტომბერი (13 ნოემბერი)
სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე მაცხოვრის სამოცდაათ მოციქულთაგანნი არიან. იესოს მიერ სამოცდაათი მოციქულის გამორჩევას მოგვითხრობს ლუკა მახარებელი:

ამოირჩია ისინი უფალმა და წარავლინა ორ-ორი ყველა ქალაქებსა და სოფლებში, სადაც აპირებდა მისვლას. მისცა მათ დარიგება იესომ და უთხრა: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. არ წაიღოთ თან არც ქისა, არც გუდა, არც სანდლები, არც არავინ მოიკითხოთ გზაში. სადაც შეხვალთ, თქვით: მშვიდობა ამ სახლს. თუ იქნებიან მიმღებნი მშვიდობისა, მიიღებენ მას, თუ არა და თქვენი მშვიდობა თქვენვე დაგიბრუნდებათ. დარჩით იქ, სადაც მიხვალთ, ნუ ივლით სხვადასხვა სახლში. ჭამეთ და სვით ის, რაც მათ ექნებათ, რასაც შემოგთავაზებენ, ამასთან, იცოდეთ, რომ მუშაკი ღირსია სასყიდლის. განკურნეთ სნეულნი და ახარებდით მათ, რომ სასუფეველი ცათა მოახლოებულია. იმ ქალაქებში, სადაც არ მიგიღებენ, გამოსვლისას, ქალაქის ქუჩებ¬ში დაიბერტყეთ მტვერი, ფეხებზე რომ აგეკრათ. უთხარით, რომ თქვენს მტვერს თქვენთანვე ვტოვებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთის სამეფო გიახლოვდებათ. სოდომისთვის უფრო ასატანი იქნება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქისთვის.

ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს, ხოლო თქვენი უარმყოფელი, მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომვლინებელსაც უარყოფს.

სიხარულით დაბრუნდნენ მოციქულები და ახარეს იესოს: უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებოდნენო.

უთხრა მათ იესომ: ვხედავდი სატანა, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან. აჰა, თქვენ გეძლევათ ხელმწიფება დათრგუნვად გველთა და ღრიანკალთა და ყოველგვარი ბოროტი ძალისა. თქვენ კი არაფერი დაგიშავდებათ. ამასთან, ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან, არმედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.

წმინდა სტაქოსსს, წმინდა ამპლიას და წმინდა ურბანოსს, სამივეს წმინდა ანდრია პირველწოდებულმა დაასხა ხელი მღვდელმთავრებად. სტაქოსი ბიზანტიის ეპისკოპოსი ოყო, ამპლია ქალაქ დიასპოლისა, ურბანოსი კი - მაკედონიისა. წმინდა სტაქოსი ბიზანტიაში მღვდელმთავრად 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმინდა სტაქოსი (რომ. 16,9) ანდრია პირველწოდებულმა ბიზანტიის ეპისკოპოსად დაადგინა. აქ ნეტარი 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმინდა ურბანი მაკედონიის ეპისკოპოსობამდე პავლე მოციქულის თანამგზავრი ყოფილა. სახარების სწავლების გავრცელებისთვის იუდეველებმა და ელინმა წარმართებმა ურბანოსი და ამპლია წამებით მოკლეს. წმინდა ნარკისი ათენის ეპისკოპოსი იყო, აპელოსი - თრაკიის ჰერაკლიისა, არისტობულე კი (რომ. 16,10) ბრიტანეთის მღვდელმთავარი იყო და იქვე მიიცვალა მშვიდობით.

მოციქულთა სტაქოსისა, ამპლიოსისა, ურბანოსისა, ნარკისისა, აპელიოსისა და არისტობულესი, სამოცდაათთაგანთა კონდაკი:

ვითარცა სამღდელოთა საუნჯეთა ყოვლადწმიდისა სულისათა და მზისა მის დიდებისა ბრწყინვალებათა ყოვლადვე უგალობდეთ ბრძენთა მოციქულთა აპელიოსს, და ურბანოსს, არისტობულეს, ამპლიოსს, ნარკისს და სტაქოსს, რომელთა შეიკრიბეს მადლი ღმრთისა ჩუენისა.

ბეჭდვა
1კ1