წმინდა მოციქულნი: ტერტიოსი, მარკოზი, იოსტოსი და არტემონი - სამოცდაათთაგანნი (I) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
წმინდა მოციქულნი: ტერტიოსი, მარკოზი, იოსტოსი და არტემონი - სამოცდაათთაგანნი (I) - 30 ოქტომბერი (12 ნოემბერი)
ტერტიოსი, მარკოზი, იოსტოსი და არტემონი უფალ იესო ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთა რიცხვს ეკუთვნიან. წმინდა ტერტიოსი იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო წმინდა მოციქულ სოსიპატრეს შემდეგ. აქ მან მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე და ბოლოს მოწამებრივად აღესრულა. წმინდა ტერტიოსს პავლე მოციქული ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში: "მოგიკითხავთ მე, ტერტიუსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი უფლის მიერ" (16,22).

წმინდა მარკოზი, იგივე იოანე ("ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ" (საქმე 12,12), ბარნაბას ძმისწული, აპოლონიადის ეპისკოპოსი იყო (კოლ. 4,10). წმინდა იოსტოსი, ბარსაბად წოდებული, იოსებ დამწინდველის ძე (საქმე, 1,23) ელეფთეროპოლის (სამხრეთ პალესტინა) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული და იქვე პოვა მოწამებრივი აღსასრული. წმინდა არტემონი (ტიტ. 3,12) ქალაქ ლუსტრის (ლიკაონია) ეპისკოპოსი იყო. დაუცხრომელი ღვაწლის შემდეგ მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ბეჭდვა
1კ1