ეს უბრალო დედაკაცი კი არა, თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყოფილა
ეს უბრალო დედაკაცი კი არა, თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყოფილა
ათონელი ღირსი მამა ჰაჯი-გიორგი (+1886) ყრმობაში ანბანს ვერ სწავლობდა. წადი, გაბრიელ, ღვთისმშობლის ტაძარში და ევედრეო, - ურჩიეს. ყმაწვილი სამი დღე მარხულობდა, ათასჯეს მოიყარა მუხლი და წავიდა. სინამდვილეში ტაძარში მიიმალა. როცა ყველა წავიდა და ტაძარი დაკეტეს, გამოვიდა და მხურვალე ლოცვა აღავლინა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის წინაშე - უფლის დედაო, შემაძლებინე ანბანის სწავლაო. უეცრად ტაძრის რკინის კარები გაიღო და დიდებული ქალბატონი შემობრძანდა. მოჰკიდა ხელი გაბრიელს, მიიყვანა მაცხოვრის ხატთან და შესთხოვა: ძეო ჩემო, შეაძლებინე ყრმა გაბრიელს ანბანის სწავლაო. შემდეგ ბიჭი აკურთხა, ნება მისცა ხელზე ამბორისა და უთხრა: ახლა შენ კითხვა უკვე იციო. ეს თქვა და ჩრდილოეთის კარით საკურთხეველში შევიდა. გაბრიელმა უცადა. დიდებული ქალბატონი იქიდან რომ არ გამობრძანდა, თვითონაც საკურთხეველში შევიდა. იქ არავინ დახვედრია. დაათვალიერა ტაძარი და ვერსად ნახა. დილით მოსულმა მნათემ დიდად გაიკვირვა ბიჭის ტაძარში ყოფნა. აქ როგორ მოხვდიო, - ჰკითხა. გაბრიელმა ყველაფერი უამბო. მნათემ წიგნი მიაწოდა. აბა, ერთი, წაიკითხეო. ბიჭმა გამართულად წაიკითხა. ეს უბრალო დედაკაცი კი არა, თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყოფილაო, - უთხრა მნათემ.
ბეჭდვა
1კ1