მეყსეულად განეკურნა ხელი დედაკაცს.
მეყსეულად განეკურნა ხელი დედაკაცს.
წმინდა გრიგოლ ხანძთელს ვინმე სნეულმა დედაკაცმა განკურნება სთხოვა. მას ხელები დაკრუნჩხვოდა და ვეღარ ამოძრავებდა. წმინდა გრიგოლმა ერთ მღვდელთაგანს უბრძანა, ეკლესიიდან მოეტანა ზეთი იმ კანდელიდან, რომელიც "უკვდავად ენთებინ" ღვთისმშობლის ხატის წინ. თვითონ კი ხელგანპყრობით დადგა ლოცვად და მოყვასის სიყვარულით შეძრული ცრემლთა მდინარეს წარმოაწყაროებდა. რაჟამს მოიტანა მღვდელმა კანდელის ზეთი, წმინდა გრიგოლმა მოიხმო დედაკაცი, ჯვარი გადასახა, ყოვლადწმინდა სამების სახელზე ჯვრის სახედ ზეთი სცხო, ღვთისმშობლისაგანაც გამოითხოვა მეოხება და უთხრა: იქმნენინ განკურნებულ ხელნი შენნი!

მეყსეულად განეკურნა ხელი დედაკაცს.
ბეჭდვა
1კ1