უთხარი მათ, რომ ძალზე გამტანჯეს თავიანთი შეცოდებებით
უთხარი მათ, რომ ძალზე გამტანჯეს თავიანთი შეცოდებებით
მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) მოგვითხრობს გასული საუკუნის 30-იან წლებში ბულგარეთში მომხდარ ამბავს: ერთგან 14 წლის ბიჭი მომკვდარიყო. წესის აგებისას ანაზდად კუბოდან წამოიმართა და უნუგეშო, სასოწარკვეთილი ტირილი მორთო. გახარებულმა ახლობლებმა ძლივს დაამშვიდეს. ჰკითხეს კიდეც ტირილის მიზეზი. ბიჭი მოჰყვა: როცა მოვკვდი, მაშინვე იმ ადგილებში მოვხვდი, სადაც ცოდვილნი ეწამებიან. იმ საშინელების გადმოცემა შეუძლებელია. მერე სამოთხისკენ წამიყვანეს. მე ვიხილე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვნახე, როგორ ლოცულობდა იგი ცოდვილთათვის და მთელი მსოფლიოსთვის. არაამქვეყნიური მშვენიერებით გაბრწყინებულ სახეზე მწუხარება ეტყობოდა და ცრემლები ნაკადულებად ჩამოსდიოდა. როცა დამინახა, მითხრა: "შენ აქ არ დარჩები, უკან, მიწაზე დაბრუნდები ადამიანებთან. უთხარი მათ, რომ ძალზე გამტანჯეს თავიანთი შეცოდებებით. მე უკვე აღარ ძალმიძს ვილოცო მათთვის, ძალ-ღონე მეცლება... დაე შემიბრალონ!" ამ მოვლენამ შეძრა მთელი ბულგარეთი და ალბათ თქვენი გულიც, ჩვენო მკითხველო. ათგზის მართალი იყო წმინდა ამბროსი ოპტელი, როცა ამბობდა: - მართალნი ღვთის სასუფეველში პეტრე მოციქულს შეჰყავს, ცოდვილნი კი თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსო.
ბეჭდვა
1კ1