როცა უფსკრულში ვარდებოდა, ვინმე დედაკაცმა ხელი წაავლო და მიწაზე დაეშვა,
 როცა უფსკრულში ვარდებოდა, ვინმე დედაკაცმა ხელი წაავლო და მიწაზე დაეშვა,
წმინდა არსენმა (კაპადოკიელი) ერთხელ ღვთისმშობლის მღვიმეში წირა. მღვიმის წინ პატარა მოედნის გასაფართოებლად ხის დაფები მიეკრათ. მღვიმემდე კი 160-საფეხურიანი კიბე უნდა აგევლო. წირვის შემდეგ მამა არსენი აივანზე გამოვიდა დასასვენებლად. უეცრად დაფა ჩავარდა და მამა არსენი უფსკრულში ჩაიყოლა. ღრმა ხევის მეორე მხრიდან ამ ამბავს გლეხი უყურებდა. მან დაბლა ჩაირბინა. ეგონა, წმინდა არსენი სასიკვდილოდ დამტვრეული დახვდებოდა, ბერი კი სრულიად უვნებელი იხილა. გაუნძრევლად იწვა. გლეხმა ხელის შეხება გადაწყვიტა. "ნუ შემეხები, არაფერი დამმართვია", - უთხრა მამა არსენმა. გაუნძრევლად კი იმიტომ იწვა, რომ სული მისი აღტაცებული იყო ზეცად. თვითონ ჰყვებოდა: როცა უფსკრულში ვარდებოდა, ვინმე დედაკაცმა ხელი წაავლო და მიწაზე დაეშვა, მერე კი უჩინო შეიქმნა. აღელვებული მამა არსენი მღვიმეში მიბრუნდა და მადლობა შესწირა ღვთისმშობელს.

წმინდა  არსენმა გარდაცვალების წინა დღეს თავის სულიერ შვილს უთხრა: მოდი ჩემთან, დავემშვიდობოთ ერთმანეთს, ზეგ იმქვეყნად მივდივარ. გუშინ შუადღისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გამომეცხადა და მაუწყა ჩემი სიკვდილის შესახებ. მან მთელი ათონის მთაც მაჩვენა. ვნახე ის მონასტრებიც, რომლისკენაც ყოველთვის მივისწრაფოდი და ვერ გავხდი ამის ღირსი. მეტად ბევრი მონასტერი დგას ათონის მთაზე! რარიგ დიდებული, მშვენიერი ტაძრებია!"
ბეჭდვა
1კ1