მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა
მფარველობა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა
ბერძენთა იმპერტორის ლეონ ბრძენის მეფობის დროს მეხუთე საუკუნეში პირველ ოქტომერს დიდებულ ვლახერის ეკლესიაში, რომელიც სტამბულში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზედ იყო აშენებული, სრულდებოდა ღამის თევით ლოცვა. ტაძარი სავსე იყო მლოცველებით, რომელთა შორის იყო ანდრია სალოსი. ღამის ოთხ საათზე ანდრია სალოსმა აღაპყრო თვალნი თვისნი ზეცას და დაინახა, რომ ვითომც ტაძარს აღარ ჰქონდა თაღები და გუმბათი და შეხედა ზეციურ დედოფალს-ყოვლად წმიდა ღვთისმშობელს. ის ანათებდა როგორც მზე, იდგა ჰაერში და მის გარშემო იდგნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელმთავარნი, მოწამენი და ყველა ზეციურნი ძალნი ფარავდა რა თვისი წმინდა ომფორით ქრისტაინებს, ევედრებოდა მათთვის ძესა თვისსა და ღმერთსა ჩვენსა. წმინდა ანდრიამ ჰკითხა იქვე მდგომ ეპიფანეს: "ხედავ ძმაო, ქვეყნის შუა მდგომელს?"-"ვხედავ, წმიდაო მამაო, და შეძრწუნებულ ვარ",-მიუგო მან.

იმ დროიდგან დადგენილ არს დღესასწაული ღვთისმშობლის მფარველობისა, რომ ქრისტიანებმა, რომელთაც უნდა ახსოვდეთ ეს სასწაული, იცოდნენ ვისდამი უნდა მოვიქცეთ გაჭირვების დროს და ვის უნდა შევსწიროთ მსხვერპლი სამადლობელი, როცა გასაჭირისაგან გავთავისუფლდებით.

"და სთქვა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა; რამეთუ აჰა ესე რა, ამიერიდგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობა მისი ნათესავითი ნათესავადმდე, მოშიშთა მისთა ზედა".


ბეჭდვა
1კ1