აუცილებლად წაიკითხეთ!!! ღვთისმშობელმა აკურთხა ქართველთა ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის, თუნდაც ის მარცხით დასრულებულიყო.
აუცილებლად წაიკითხეთ!!! ღვთისმშობელმა აკურთხა ქართველთა ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის, თუნდაც ის მარცხით დასრულებულიყო.
ეს საგულისხმო ამბავი კი XIX საუკუნის საქართველოში მოხდა.
1812 წელი იდგა. თურქეთში გაქცეული სოლომონ II იმერეთში დაბრუნებას და იქიდან რუსის ჯარის განდევნას აპირებდა.
ხალხი აჯანყებისთვის ემზადებოდა. ხატების წინ იფიცებდნენ სოლომონ მეფის ერთგულებაზე, აღთქმას დებდნენ, რომ რუსებს არ დაემორჩილებოდნენ. თუმცა ყველა ასე როდი იყო განწყობილი. მარელისელ მღვდელს, მეფე სოლომონის კარზე მიღებულ მოძღვარს, მამა ბესარიონ ქიოტიშვილს უარი უთქვამს დაფიცებაზე.
აი, როგორ ჰყვებოდა თვითონ: "რადგან მღვდელი ვიყავი, მამულის ურჩებაში ჩავვარდი (ანუ ფიცის დადებაში არ გარეულა - კ.კ.). ვიხილე ერთ ღამეს ღვთისმშობელი და მრქვა: "ბესარიონ, ბესარიონ"... მე ვარქვი: "ვინა ხარ, დიდებულო დედოფალო?" მომიგო: "რაკი შენ ურჩი გამოხვედი ჩემი ერისა, ისეთს ადგილას წარგავლენ, რომ შენს დღეში ქართული ვეღარ გაიგონო". გაღვიძებისას ვიფიქრე, ეს როგორ, რანაირად მოხდება-მეთქი. გავიდა ერთი კვირა და მომიკვდა ცოლი, მეორე კვირას გარდამეცვალა პირველი შვილი, შემდეგ მეორე შვილი და დავრჩი ცარიელი. მაშინ მოვეგე გონებას და ვთქვი: "იყავნ, დედოფალო, ნება შენი".
ამის შემდეგ მამა ბესარიონი იერუსალიმში წავიდა, ბერად აღიკვეცა, ოთხი წელი უფლის საფლავის ეკლესიაში აღასრულებდა წირვა-ლოცვას, მერე იქიდან ათონის მთაზე წავიდა სამოღვაწეოდ. 1821 წელს დიდი სქემა შეიმოსა და ბენედიქტე უწოდეს. ამავე წელს ივერთა მონასტერი თურქთაგან დანგრევას გადაარჩინა (მისი ამბავი ვრცლად იხილეთ ჟურნალ "კარიბჭეში", 2005 წლის 3(14)).
მამა ბენედიქტეს 1834 წელს მორჩილად მიუღია ბესარიონ ქიქოძე, ძმა წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსისა. მანამდე ქართულად დამლაპარაკებელი არ ჰყავდა, თუ არ ჩავთვლით წმინდა ილარიონ ქართველთან იშვიათ შეხვედრებს. აუცხადდა მამა ბენედიქტეს ღვთისმშობლის ნათქვამი - ქართული სიტყვაც აღარავისგან ესმოდა. სამშობლოსთან ივერონის წიგნთსაცავიღა აკავშირებდა. იქ დაცული თითქმის ყველა ქართულ წიგნზეა მიწერილი "ცოდვილი და გლახაკი ვენედიქტეს" გულის ამონახეთქი. 1862 წლის 9 მარტს გარდაიცვალა მამა ბენედიქტე, დამთავრდა ღვთისმშობლის მიერ მასზე დადებული "სასჯელიც".
მართლაც ძალზე საგულისხმო ამბავია. ღვთისმშობელმა აკურთხა ქართველთა ბრძოლა სამშობლოს თავისუფლებისათვის, თუნდაც ის მარცხით დასრულებულიყო.
ჩვენ, ბოლო ჟამის ქართველებმა, თავი უნდა ვინუგეშოთ ამ გამოცხადებით და გავფრთხილდეთ, რათა არასოდეს ჩავცვივდეთ "მამულის ურჩობაში", არასოდეს განვუდგეთ და ვუღალატოთ ღვთისმშობლის წილხვედრ ერს.
ბეჭდვა
1კ1