ლამარია შეგეწიოთ!
ლამარია შეგეწიოთ!
ლამარია - ასე უწოდებენ სვანები ღვთისმშობელს

ღვთისმშობლის სახელზე ეკლესია X საუკუნეში აუშენებიათ, 28 აგვისტოს აქ განსაკუთრებულად აღნიშნავენ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. დასავლეთის სარკმელთან ჯვრის გამოსახულებაა ამოჭრილი. კედლის ერთ მხარეს, ერთმანეთის პირისპირ წარმოდგენილია წმინდა მხედართა - გიორგისა და თევდორეს გამოსახულებები (XIIს.). უკანასკნელად ეკლესია XIII საუკუნეში მოუხატავთ. აქ უხვადაა ნაკაწრი წარწერები - გრიფიტები, რომელთაც დიდი ისტორიული ღირებულება აქვს. აქვეა XII საუკუნის იოვანე სუანის ასომთავრული და XI-XII საუკუნეების როგან ნატიანის ნუსხურით შესრულებული წარწერები. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით უკვე რამდენიმე წელია უშგულის ლამარიას ტაძართან მამათა მონასტერია დაფუძნებული. წინამძღვარი გახლავთ, არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი). ლამარიას მადლი შეგვეწიოს!

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1