ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება პოჩაევოში და მის მიერ დატოვებული ნატერფალი (+1340) - 11 (24) აპრილი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადება პოჩაევოში და მის მიერ დატოვებული ნატერფალი (+1340) - 11 (24) აპრილი
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომელიც ქვაზე იდგა და ღვთაებრივი ცეცხლით იყო გარემოცული. მან მეორე ბერს დაუძახა, რომელიც ასევე ღირსი შეიქნა სასწაულის ხილვისა. მესამე მოწამე ამ ხილვისა იყო მწყემსი ივანე, რომელმაც მთაზე თვალი მოჰკრა უჩვეულო ნათელს, ავიდა ზემოთ და მონაზვნებთან ერთად ადიდა დედა უფლისა. მას მერე, რაც ჩვენება შეწყდა, იმ ადგილას, სადაც ღვთისმშობელი იდგა, ქვაზე მისი ნატერფალი დააჩნდა. ის დღემდეა შემონახული და ყოველთვის წყლით არის სავსე, რომელსაც ეს ქვა სასწაულებრივად გამოსცემს. წყალი არ წყდება, მიუხედავად იმისა, რომ მომლოცველები ჭურჭელს ივსებენ და ყოველგვარი სნეულებისას რწმენით იღებენ და იკურნებიან.

სურათის  წყარო

ბეჭდვა
1კ1