აღმსარებელი - არქიმანდრიტი კირილე ცინცაძე
აღმსარებელი - არქიმანდრიტი კირილე ცინცაძე
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.

1940 წლის იანვარში ჟურნალი "მებრძოლი ათეისტი" იუწყებოდა: "1939 წლის სექტემბრის ბოლო რიცხვებში თეთრი გიორგის (თელავის რაიონი) ტაძარში სალოცავად ჩამოსულმა ოჯახმა, "ადათ-ჩვეულების თანახმად", ეკლესიის ეზოში ცხვარი დაკლა. კირილე მღვდელმა მლოცველებისაგან მოითხოვა, წესისამებრ, მისთვის "კუთვნილი" ცხვრის ბეჭის, შიგანისა და ტყავის მიცემა. უარი მიიღო. აღშფოთებულმა მღვდელმა ეკლესიის ეზოს დატოვება მოსთხოვა "მლოცველებს" და როდესაც საწადელს ვერ მიაღწია, მათი ურთიერთობა ჩხუბში გადაიზარდა. "მლოცველებმა მღვდელი ფიზიკურად შეურაცხყვეს".

ალბათ, ადვილი მისახვედრია, თუ ვინც იყვნენ ეს "მლოცველები". სასტიკად ნაგვემი არქიმანდრიტი კირილე 1940 წლის 21 იანვარს ქ. ახმეტაში გარდაიცვალა.

წყარო: გაზეთ "საპატრიარქოს უწყებანის" არქივი

სურათზე: არქიმანდრიტები მელქისედეკ ცელაძე, კირილე ცინცაძე და იღუმენი სტეფანე გიგოლაშვილი

ბეჭდვა
1კ1