წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - იმერეთის ეპისკოპოსი (+1891) – 25 (07.02) იანვარი - გვერდი 7
წმიდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - იმერეთის ეპისკოპოსი (+1891) – 25 (07.02) იანვარი - გვერდი 7
ლოცვა და გაბრიელ ეპისკოპოსი

გაბრიელ ეპისკოპოსის ხასიათის არაჩვეულებრიობა წირვა-ლოცვაშიც გამოიხატებოდა. მელიტონ კელენჯერიძე გადმოგვცემს: "ძნელია და შეუძლებელიც სიტყვით აიმის გადმოცემა, რასაც გაბრიელის სახე და ხმა, მისი თვალები, მისი მიმიკა წარმოადგენდა ლოცვის დროს. მხოლოდ მხედველობას შეუძლია გადმოგცესთ ეს მომენტი. დიდი დანაკლისიცაა, რომ ამის ფოტოგრაფია არ შემონახულა.

გული გვწყდება იმაზეც, რომ ჩვენი განზრახვა ამის შესახებ ვერ მოვიყვანეთ სისრულეში. ჩვენ გვსურდა და მეცადინეობაც არ დაგვიკლია, რომ გვქონოდა გაბრიელის სახის სურათი იმ მომენტში, როცა ის მუხლებზე მდგომი, ხელებ და სახე მაღლა აპყრობილი თვალცრემლიანი ესაუბრებოდა ღმერთს და მოშორებული იყო სულით მიწას და ყოველსავე ქვეყნიერს... საუცხოო და გულის სიღრმემდი ჩამწვდომი იყო გაბრიელის სახე იმ წუთს, როცა იგი სანთლებით ხელში დადგებოდა ამბიონზე სახით ხალხისკენ და ტკბილი, ციური ხმით, წყნარად წარმოთქვამდა თვალებ მაღლა აპყრობილი: "გარდამოიხილე ზეცით, ღმერთო, და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, რომელი დაასხა მარჯუენამან შენმან"...

მღვდელი მარკოზ სხირტლაძე იგონებს: "ლოცვა იცოდა ყოველთვის მოუკლებელი და არა ხანგრძლივი. დილა-საღამოს ჩვეულებად ჰქონდა დადებული ძლიერი სასოებით ღვთისადმი მილტოლვა სალოცავად. როგორც მშიერი, ანუ მწყურვალი მიისწრაფის საზრდოზე, ეგრეთ იგი დიდებული დილით ყოველთვის ხუთის ნახევარზე ადგებოდა ზამთარ-ზაფხულ და არაკუნებდა კვანჩხით კარზე თავის საწოლი ოთახიდან. ვიცოდი ჩვეულება მისი და წინადვე გამზადილი მქონდა თუნგით პირის საბანი და ოთახში მდგომი ცივი წყალი. დაიბანდა, შეიმშრალებდა, ჩაიცვამდა ჩექმებს, მერე მიბრძანებდა, შენ წადიო და უნდა წამოვსულიყავ. მაგრამ როცა ახალი მისული ვიყავი, ძლიერ მსურდა შემეხედა ყოველი მისი მოქმედებისათვის და კიდევაც ვუცქირე მეორე ოთახიდან.

პირველად ოლარი დაიდო კისერზე და სამი, ძლიერ გულმოდგინედ, იატაკამდი მუხლებმოყრით და თავის იატაკზე დაკვრით მეტანია გადაიხადა. შემდეგ დაიწყო ლოცვა ხშირი მუხლმოყრით და ხელაპყრობით ლოცულობდა. თუ ამ დროს ვინმე შევიდოდა, ძლიერ შეწუხდებოდა და გაუჯავრდებოდა. მწიგნობრობა საღმრთო წერილებისა უყვარდა არა მოჩქარებული და გაგრძელებული, არამედ მძიმედ, გასაგონი ხმით, გამომეტყველებით, ცოტა ხალისიანად. ძლიერ ეჯავრებოდა მოჩქარებული კითხვა საღმრთო წერილისა"...

"გაბრიელი ლოცვის დროს იმ სახით დასდგებოდა, იმ სახეს მიიღებდა, თითქო პირდაპირ უზენაეს ღმერთს უმზერდა... ლოცვის დროს იქით-აქეთ მიხედვა და მუსაიფი შეუძლებელი იყო", - დასძენს მღვდელი სპირიდონ ბრეგვაძე.

"წირვა-ლოცვა ძლიერ სასოებით იცოდა, - მოგვითხრობს მღვდელი ალექსანდრე შარაშენიძე, - მაგრამ ცდილობდა, ყოველი კეთილი საქმე, როგორც ლოცვა, ისე ღარიბების შემწეობა საიდუმლოდ ყოფილიყო. ღვარდიის მღვდელმა ეგნატე ვაწაძემ მითხრა: "ერთჯერ ჩემსას გაათია ღამე ყოვლადსამღვდელო გაბრიელმა. რომ დაღამდა, შევიჭვრიტე ოთახში, მინდოდა გამეგო, აბა, თუ მოისვენა-მეთქი. ხატის წინ სანთელი ენთო და ლოცულობდა. როცა დაიღლებოდა, ლოგინზე ჩამოჯდებოდა, შემდეგ კიდევ ადგებოდა და ლოცულობდა ჩუმად".

ერთხელ, აფხაზეთში მოგზაურობის დროს, გაბრიელ ეპისკოპოსი დეკანოზ დავით მაჭავარიანთან ერთად ყოფილა ეკლესიაში, სადაც დეკანოზს აუპყრია ხელი და დიდი სასოებით დაუწყია ლოცვა. სახლში მისულს ეპისკოპოსს უთქვამს მასპინძლისთვის, როგორ სხვის დასანახად, ფარისევლურად გცოდნია ლოცვაო. დეკანოზს უპასუხია: ამას განგებ ვშვრები, ურჯულო აფხაზებს მაგალითს ვუჩვენებ. იქნებ
მორჯულდნენო.

გაბრიელ ეპისკოპოსი თურმე ლოცვისას ხშირად ტიროდა. "ხშირად ტიროდა ლოცვის დროს, ერთხელ შეცდომით შევედი მის ოთახში, არ ვიცოდი, თუ ლოცვად იდგა. მუხლები მოეყარა, ხელები აღეპყრო და სტიროდა, სახე სულ დასველებული ჰქონდა ცრემლით. ეწყინა, შეწუხდა. მრისხანედ შემომხედა და მითხრა, რატომ არ მაცლით ლოცვასო," - წერს წმინდა გაბრიელის მოძღვარი იღუმენი გრიგოლი (ჩხაიძე)

1885 წელს ვერაგულად მოკლეს გაბრიელის მდივანი, ცნობილი პუბლიცისტი ესტატე მჭედლიძე (ბოსლეველი). ამ ფაქტის გამო მღვდელმთავარს ერთხანს სამშობლოდან წასვლაც კი გადაუწყვეტია, და ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისევ მშობელ ხალხზე ზრუნვა ყოფილა, რაც კარგად ჩანს სიტყვებში, რომელიც მან გაზეთ "დროების" კორესპონდენტს უთხრა: "მე ერთი ხნიერი კაცი ვარ, დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არა მაქვს, მაგრამ რომ მართლა მოვეკალით, რა ჩირქი დაედებოდა მთელ ხალხს, რომელმაც თავისი მოძღვარი ასე გაიმეტაო.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი და აფხაზეთი

1867 წელს კავკასიის საერო და საეკლესიო ხელისუფლებამ დაიწყო ფიქრი აფხაზეთის ეპარქიის რეორგანიზაციისა და ეკლესიურად ამ რეგიონის იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელისადმი დაქვემდებარების შესახებ. საბედნიეროდ, აფხაზეთის ეპარქიის რეორგანიზაცია მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოებას, რომ ეპისკოპოს გაბრიელის წინადადებით, აფხაზეთის ეპარქია კი არ გაუქმდა, არამედ სამართავად გადაეცა მას იმ უფლებით, რა უფლებითაც იმერეთის ეპარქიას მართავდა; ამან ახალ მღვდელმთავარს შესაძლებლობა მისცა, თუ მთლიანად არა, დიდწილად საკუთარი პოლიტიკა ეწარმოებინა აფხაზეთში.

აფხაზეთის ეპარქიის მმართველად მეუფე გაბრიელმა ოფიციალურად 18 წელი (რეალურად თითქმის 20) იმსახურა. ეს იყო მთელი ეპოქა რეგიონის სარწმუნოებრივ ისტორიაში. მეუფის წმინდა სახელთან სამუდამოდ იქნება დაკავშირებული აფხაზეთში ქრისტიანობის აღდგენა-გავრცელება, რამაც დიდწილად განაპირობა აფხაზთა არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური ხსნა.

დასასრული იხილეთ შემდეგ გვერდზე

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.04.2015
დიდ ხუთშაბათს საღამოს სახარებებიდან ის 12 ადგილი იკითხება, რომლებიც მაცხოვრის ვნებაზე გვიამბობს.
29.11.2014
ახალი აღთქმის წიგნებში, რიგის მიხედვით, პირველი მათეს სახარებაა.
21.11.2013
განვაგრძობთ "კარიბჭის" წინა ნომერში დაწყებულ საუბარს იოანეს სახარებაში გადმოცემული სწავლების შესახებ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
07.11.2013
ამჯერად იოანეს სახარებაში გადმოცემულ მაცხოვრის სწავლებაზე ვისაუბრებთ, რომელსაც ეწოდება "პური სიცოცხლისა".
24.10.2013
ამჯერად უფლის მიერ აღსრულებულ კიდევ ერთ სასწაულზე, მთვარეულის განკურნებაზე ვისაუბრებთ, რომელიც უფალმა ფილიპეს კესარიის მხარეში აღასრულა...
10.10.2013
როგორც ლუკა მახარებელი მოგვითხრობს, მიწიერი მოღვაწეობის და ქადაგების პერიოდში მაცხოვარს ემოწაფებოდნენ
26.09.2013
ამჯერად მაცხოვრის მიერ მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინების ერთ-ერთ სასწაულზე - ქვრივის ვაჟის გაცოცხლებაზე ვისაუბრებთ
12.09.2013
ამჯერდ მაცხოვრის მიერ გალილეის კანაში აღსრულებულ პირველ სასწაულზე ვისაუბრებთ...
29.08.2013
მოციქულების მიერ იესო ქრისტეს ძე ღვთისად აღიარებისა და მაცხოვრის მიერ თავისი მიმდევრების მოწოდებიდან ექვსი დღის შემდეგ, ხდება მაცხოვრის ფერისცვალება
15.08.2013
მოციქულების მიერ იესო ქრისტეს ძე ღვთისად შეცნობა-აღიარების შემდეგ უფალი თავის მოწაფეებს ასეთ სწავლებას აძლევს:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler