წერილები რედაქციას
წერილები რედაქციას
ვაჟა მიროტაძე
ლადო ასათიანის სახელობის პრემიის ლაურეატი
ღმერთო, ყველას გაუმარჯვე,
ყველა მოკვდავს და ღვთისმოსავს,
ახალი წლის მობრძანებას
პატრიარქი მოგვილოცავს.

გვენატრები, დიდგორო, და
გვენატრები, ბასიანო,
ჩვენო ტკბილო საქართველოვ,
დღე თენდება სასიამო.

ახლა უნდა ვითამაროთ,
ახლა უნდა ვიდავითოთ,
ღმერთი გვლოცავს, გამრავლდითო,
სულ მარადის იყავითო.

ნებით, ჩხებით, სიყვარულით,
გამრავლდით და ტეხეთ ახო,
გიხაროდენ, გიხაროდენ,
ღვთის გულში გვაქვს სამოსახლო.

სიონის ხმა ეფინება
მეტეხსა და ნარიყალას,
პატრიარქი დაგვლოცავს და
მისი სიბრძნე დაგვიფარავს,
მოგვიტევებს ყოველივეს,
აგვარიდებს ჭირს და ვარამს.

ღმერთო, ყველას გაუმარჯვე,
ყველა მოკვდავს და ღვთისმოსავს,
ქართველების ერთად ყოფნას
პატრიარქი მოგვილოცავს.

***
მოგესალმებით. მინდა ჩემი სულიერი მოძღვარი მამა დიმიტრი ლეკვეიშვილი გაგაცნოთ.

მამა დიმიტრი ვარკეთილში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარია.

ჩვენს უბანში ჯერ სამლოცველო გვქონდა საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, შემდეგ პატარა სამლოცველო სახლი აიგო, მერე ულამაზესი ბაღით გარშემორტყმული ულამაზესი ტაძარი. მამა დიმიტრი მხარზე ფიცრებგადებული ბევრჯერ გვინახავს, თავისი ხელით უმარჯვებდა ოსტატებს აგურს, დუღაბს. მრევლის დიდი სიყვარული დაიმსახურა მოძღვარმა. მისი ღიმილი, დალოცვა სულიერ შვებას მგვრის, მისი დარიგება ჩემს ოჯახს მალამოდ ედება. ღმერთო, დალოცე ჩემი სულიერი მოძღვრის მამა დიმიტრის ოჯახი.

ტაძარში შვების მომგვრელი სიმყუდროვეა. სიკეთით სავსეა მესანთლე - ყველასთვის მლოცველი მაკა. მასთან საუბარი ჩემს პატარა ნინიკოს ძალიან ახარებს. ღმერთო, გვიმრავლე ასეთი კეთილი ადამიანები.
წმინდა გიორგის სახელობის
ტაძრის მრევლი დალი ისაკაძე


ბეჭდვა
1კ1