ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ
ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ
"ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისთვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესთვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი... ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი, გავწყდით, გავიჟლიტენით, გავიწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს სამართლის თავმოწონებით ვეძახით", - წერს წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე).

ბეჭდვა
1კ1