სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის უნარი დაკარგა თანამედროვე ადამიანმა
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის უნარი დაკარგა თანამედროვე ადამიანმა
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის უნარი დაკარგა თანამედროვე ადამიანმა.
ამის ნათელი გამოვლინებაა, როცა კრიზისულ პერიოდებში მხოლოდ ინსტიქტების დონეზე, ქაოტურად ვმოქმედებთ ხოლმე და ხშირად გვავიწყდება, რომ ყოველ დამდგარ მძიმე შედეგს, თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს... ბოლოდროინდელმა განსაცდელებმა ნათლად დაგვანახა, თუ რაოდენ უსუსური, დაუცველი და სულიერად მიუსაფარია დღევანდელი ადამიანი... სიტყვა "კრიზისი'' ეტიმოლოგიურად ბერძნულია და ქართულ ენაზე სასჯელს ნიშნავს...

წმინდა წერილიდან ვიცით, რომ როდესაც ნინეველებმა ნინევიის დაქცევის შესახებ ღვთის მსჯავრი შეიტყვეს, მთელი შეგნებით მოინანიეს. ნაცარდაყრილებმა შეინანეს შემოქმედისგან განდგომა. მწუხარების ნიშნად,საკუთარი პირუტყვიც კი ამარხულეს და ამით კვლავ მოიგეს ღვთის გული. შესაბამისად, ასცდნენ მართლმსაჯული ღმერთის რისხვას. ჩვენ კი, ცოდვის ჭაობში ყელამდე ჩაფლულებს, გვავიწყდება, რომ დედამიწა მუდმივად იმყოფება ზეციდან დაკვირვების (მონიტორინგის) ქვეშ და არ დაუშვებს უფალი, რომელმაც საკუთარი ძე არ დაიშურა კაცობრიობის გამოსახსნელად, რათა მისი საყვარელი ქმნილება - ადამიანი ეშმაკს დაემსგავსოს. გულგაქვავებულებს, ზიზღითა და სიძულვილით აღვსილებს, ხშირად განსაცდელებით გვკურნავს და როგორც კი ჩვენს შემობრუნებას დაინახავს თავისკენ, უმალ წყალობის თვალით მოგვხედავს და ჩვენი მწუხარებაც სიხარულად გარდაიქცევა!

ბეჭდვა
1კ1