სიყვარულის წერილები
სიყვარულის წერილები
მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი (1854-1898) მეუღლეს - ანასტასია მაჩაბელს სწერდა:

"ტასოჯან, დღე ისე არ გავა, რომ რამდენჯერმე არ მომინდეს სტოლთან მიჯდომა და შენთან წერილის წერა. ისე მომწყურდება ხოლმე შენთან გამოლაპარაკება, თითქოს მეორე ოთახში იჯდე და კარების გაღების მეტი არა დამჭირდებოდეს რა, რომ ეგ მშვენიერი თვალები გადაგიკოცნო. პორტრეტები კი, ღვთის წყალობა გაქვს, ბევრი შემოვიმწკრივე გარშემო, რომ შენს მაგივრად შენს სურათს მაინც ვუალერსო ხოლმე. სამძიმოა შენგან შორს ყოფნა, მაგრამ იმედი არ მაკლია, მალე, ძალიან მალე გაივლის ეს დრო და მით უფრო დიდის სიამოვნებით გამოვექანები შენსკენ, რომ შენა და ელიჩკა გულში ჩაგიკრათ.
შენი ვანო"
ბეჭდვა
1კ1