სიყვარულის წერილები
სიყვარულის წერილები
ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილი (1882-1931) ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა გურამიშვილის ნათესავი და წმინდა ექვთიმე ღვთისკაცის (თაყაიშვილი) მეუღლე გახლდათ. ნინო და ექვთიმე 1895 წელს დაქორწინდნენ. ნინო სიკვდილამდე ედგა მხარში ექვთიმეს, ხელს უწყობდა სამეცნიერო მუშაობაში. ექვთიმე თაყაიშვილს საფრანგეთში გაზიდული ეროვნული განძეულობის დაცვა ალბათ ძალიან გაუჭირდებოდა, ნინო რომ არ ჰყოლოდა გვერდით.

ქორწილიდან ერთი წლის შემდეგ ნინო მეუღლეს სწერდა:

"შენი წერილი ჯერ კიდევ თბილისში მივიღე - ძალიან მოწყენილი ვარ და საერთოდ რაღაც გაურკვეველი განწყობილება დამეუფლა.

როგორ მიმდინარეობს თქვენი გათხრები? და სადა ხართ ახლა?

ო, შემდგომში თან გაგყვები გათხრებზეც და ყველგან.

ჩემთვის ბევრად უფრო მავნებელია მოწყენილი ვიყო და ასე ცუდად ვგრძნობდე თავს, ვიდრე რაღაც ნაკლებობა და უხერხულობა გადავიტანო.

თუმცა, თუ უფრო ხშირად მომწერ, დავმშვიდდები.

ჩემზე სხვა არაფერი შემიძლია მოგწერო იმის გარდა, რომ მიყვარხარ, გელოდები და ვოცნებობ იმაზე, როდის ვიქნებით ისევ ერთად...
შენი ნინო
14 ივლისი, 1896 წ".
ბეჭდვა
1კ1