"სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან" - "ბიბლიის განმარტებების" მთავარი რედაქტორის ბლოგი
 "სრულიად ახალი თაობა დაიმკვიდრებს თავისუფლების ქვეყანაში - თავისუფალი მონური აზროვნებისგან" - "ბიბლიის განმარტებების" მთავარი რედაქტორის ბლოგი
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა. რად­გან უკვე მე­ო­თხე ტომი გა­მო­ვი­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბაც გა­მო­იწ­ვია.

"მოდი, მცი­რე ფრაგ­მენ­ტებს მო­გიყ­ვე­ბით "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" სხვა­დას­ხვა ტო­მი­დან. ყო­ველ წამს მხვდე­ბა ისე­თე­ბი, მარ­ტო იმ ერთი ფრა­ზის ცოდ­ნა და შეს­რუ­ლე­ბა რომ შეც­ვლი­და სამ­ყა­როს.

"იესო ნა­ვეს ძის" წიგ­ნი მე­სა­მე ტომ­შია.იესო ნა­ვეს ძე მო­სეს შემ­დეგ, ქა­ნა­ან­ში ლაშ­ქრო­ბის პე­რი­ოდ­ში გახ­და ის­რა­ე­ლის წი­ნამ­ძღო­ლი. როცა ქა­ნა­ან­ში გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვეს და მი­წე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა და­ი­წყეს ის­რა­ე­ლე­ლებ­მა, იესო ნა­ვეს ძემ ყვე­ლას და­უ­რი­გა მი­წე­ბი და თა­ვის­თვის არა­ფე­რი აუ­ღია, მერე ხალ­ხმა გა­დას­ცა მას სამ­კვიდ­რო ად­გი­ლი, სა­დაც ცხოვ­რობ­და და სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. აი, რა გან­მარ­ტე­ბა აქვს ამ ამ­ბავ­ზე ნე­ტარ თე­ო­დო­რი­ტე კვი­რელს:

"ვი­საც ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ხვდა წი­ლად, მარ­თებს ზრუნ­ვა არა სა­კუ­თარ გა­მორ­ჩე­ნა­ზე, არა­მედ ქვე­შევ­რდომ­თა სა­სარ­გებ­ლოდ!"

ასე­ვე ნა­წყვე­ტი ჩემი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი "გა­მოს­ვლა­თა" წიგ­ნი­დან. მისი ავ­ტო­რი მოსე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი გახ­ლავთ. ეს წიგ­ნი გვი­ამ­ბობს, რო­გორ და­იმ­სა­ხუ­რეს ის­რა­ე­ლე­ლებ­მა ღვთის მო­წყა­ლე­ბა, მათ­მა მჩაგ­ვრელ­მა ეგ­ვიპ­ტე­ლებ­მა კი - ღვთის რის­ხვა, რო­გორ გა­მო­ე­ცხა­და უფა­ლი მო­სეს და უთხრა: ვი­ხი­ლე ჩემი ერის ჩაგ­ვრა და მო­ვე­დი, რათა ვიხ­სნა იგი მო­ნო­ბი­სა­გან შენი ხე­ლი­თო. და და­ე­ვა­ლა მო­სეს, გა­ძღო­ლო­და ის­რა­ე­ლი­ა­ნებს ურ­თუ­ლეს გზა­ზე აღ­თქმუ­ლი მი­წი­სა­კენ - თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ. 40 წელი ატა­რა მან ებ­რა­ე­ლე­ბი უდაბ­ნო­ში.

სა­ო­ცა­რია ეს გზა - ბიბ­ლი­უ­რი გზა, რო­მე­ლიც გა­მო­იყ­ვანს ერს მო­ნო­ბი­დან და მი­იყ­ვანს დიად მიზ­ნამ­დე. რო­გო­რი ნიშ­ნე­უ­ლია ბევ­რი მო­მენ­ტი ამ გზა­ზე მო­სი­ა­რუ­ლე ებ­რა­ელ­თა ცხოვ­რე­ბი­დან. რო­გორ საყ­ვე­დუ­რო­ბენ ისი­ნი მო­სეს, რომ ასეთ გა­ჭირ­ვე­ბა­ში ჩა­აგ­დო ხალ­ხი, ადრე კი ეგ­ვიპ­ტე­ში "მშვე­ნივ­რად" ცხოვ­რობ­დნენ, რომ იქ ბევ­რი ხორ­ცი და სხვა საჭ­მე­ლი ჰქონ­დათ. მო­ნო­ბი­დან გა­მო­სულ­ნი მის­ტი­რი­ან მო­ნურ მდგო­მა­რე­ო­ბას და უკან დაბ­რუ­ნე­ბას ნატ­რო­ბენ - იმ მდგო­მა­რე­ო­ბას, როცა მათი სი­ცო­ცხლეც კი ფა­რა­ონს ეკუთ­ვნო­და. ეს ხალ­ხი ვერ შევა აღ­თქმულ მი­წა­ზე, ვე­რა­სო­დეს ნა­ხავს ქა­ნა­ანს, რად­გან ისი­ნი ვერ ხდე­ბი­ან ღვთის მცნე­ბე­ბის აღმსრუ­ლებ­ლე­ბი. ეგ­ვიპ­ტი­დან გა­მო­სულ­თა­გან მსო­ლოდ 2 ადა­მი­ა­ნი შე­დის აღ­თქმულ ქვე­ყა­ნა­ში.

თვით მო­სეც კი ქა­ნა­ა­ნამ­დე მი­იყ­ვანს ებ­რა­ე­ლებს და თა­ვად გარ­და­იც­ვლე­ბა. სრუ­ლი­ად ახა­ლი თა­ო­ბა და­იმ­კვიდ­რებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ში - თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ნუ­რი აზ­როვ­ნე­ბის­გან. რო­დის, თუ არა 9 აპ­რი­ლის ღა­მეს, და­ი­წყო მსხვრე­ვა ჩვე­ნი ერის მო­ნუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ი­სა. წინ დიდი და ძნე­ლი გზაა, მაგ­რამ თუ უკან არ და­ვი­წყებთ ყუ­რე­ბას, თუ ისევ მო­ნო­ბას არ ვი­ნატ­რებთ, და­ვი­ხო­ცე­ბით, მაგ­რამ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი მა­ინც მივ­ლენ თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე!

ამის­თვის კი ღვთის წყა­ლო­ბა უნდა და­ვიმ­სა­ხუ­როთ! წინ, მხო­ლოდ წინ - თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­კენ!".

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ სა­ი­დან მოვ­დი­ვართ, ვინ ვართ. ბიბ­ლია გან­მარ­ტე­ბე­ბით სწო­რედ ამი­სთვის შე­იქ­მნა, რომ უფრო გა­სა­გებ ენა­ზე გან­მარ­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ეს ყვე­ლა­ფე­რი.

"ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია კვი­რის პა­ლიტ­რას­თან, სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად ერ­თად თვე­ში ერთხელ.

წინა ტო­მე­ბის შე­ძე­ნა კი შე­გიძ­ლი­ათ "ბიბ­ლუ­სის" წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში.
ბეჭდვა
1კ1