ფერედნელი ქართველის წერილი - ღმერთს ებარებოდე, პატრიარქო!
ფერედნელი ქართველის წერილი - ღმერთს ებარებოდე, პატრიარქო!
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ. სამშობლოს და ყოველ ქართველების გულშემატკივარო, მზრუნველო, ყურადღებიანო, რომ მთელი თქვენი ცხოვრება და სუნთქვა სამების სიყვარულით ყოფილა,-ამგვარი სითბოთი და სიყვარულით მიმართავს ჩვენს პატრიარქს თავის მოკრძალებულ წერილში 25 წლის ფერეიდნელი ქართველი ლევან მოლაშვილი. ლევანმა თავისი გულისნადები "კარიბჭის" მკთხველს გაუზიარა და ამით უწმინდესამდე ხმის მიწვდენის მცდელობაც გამოხატა.

-გილოცავთ 41 წელს რაც წმინდა სინოდმა აგირჩიათ ამ დიდი, მძიმე და პასუხისმგებელიან ტვირთვისთვის. მადლობა უფალს ამ დიდი საჩუქარისთვის რომ გვაჩუქა.

თქვენ ფერეიდანში, სადაც ჩვენ წინაპრებმა ჩვენი ძვირფასი სამშობლოს სამახსოვროდ ,,მარტყოფი" დაარქვეს, ნამყოფი ხართ, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ და კუთხეში სამშობლოს სული დგას, სადაც ჩვენ ირგვლივ მაღალი მთეები ქართული სახელებით გვიდგანან და დაგვცქერის და გვიფრთხილდება. სულ გვახსენებს, რომ ჩვენი სამშობლო ასეთი მაღალი, ძლიერი, ღვთაებრივი მარგალიტია, რომ წუხილით, ტკივილებით აღსავსეა.

KARIBCHE

როგორც დროს განმავლობა და დღეები მთეების წყლებს წურავენ, ისტორიაც და მტრებიც ჩვენ სამშობლოს ებრძვის და სისხლს უწურავს. მაგრამ რომელი ქართველიც იბადება, როგორც წვიმა რომ მთეებს ანაყრებს, ასე ეს ქართველებიც თავიანთ წინაპრების, მშობლების ტვირთს ღებულობენ და მთელი სულით და ძალებით შრომობენ სამშობლოსთვის. როგორც შაჰ-აბასმა სიკვდილის წინ თქვა, ვერც სიკვდილი და ვერც ქართველი დავამარცხეო... კი, ასე მანძილი თუ დრო, თუ გადასახლება, ტანჯვა და სიკვდილი, არაფერი და ვერაფერი ჩვენს მაცხოვარს და ჩვენს სამშობლოს ვერ წაგვართმევს.

ჩვენი სოფლის მიწებს საქართველოდან ჩამოტანილი სახელებით მიმართვეს. რაც მოსავალი იქნება ის სამშობლოს გაძლიერების, სიცოცხლის სიმბოლოა. თუ ათასჯერ დაიპყრეს, გაანადგურეს ჩვენი მიწები, ვენახები, მაინც ვერ წაგვართმევენ ჩვენ სიყვარულს. ისევ და ისე გავაძლიერებთ, გავამრავლებთ და ავაშენებთ ჩვენს დედაღვთისას მიწას და მთელი სულით და გულით მოვუფრთხილდებით.

ასე დაკავშირებულია და გაგრძელებულია ჩვენს უბნებშინაც ბევრი სხვადასხვა უბნები და სახელები, მაგრამ ყველანი ერთად ჯაჭვივით ერთად და ერთგან მარტყოფი აგვიშენია. როგორც საქართველოში სხვადასხვა კუთხეები, სხვადასხვა თვისებებით და ტრადიციებით, მაინც ბოლოს ყველა ერთად მართლმადიდებელი ქართველები ვართ.

მდინარეებიც ქართული სახელებით და ისტორიით მდინარეობენ... მითი ძალებით ებრძვიან ირგვლივ და მაიქვთ ბოლომდე, ხოლო ბოლოდ ის რაც რჩება, ჩვენი ჭეშმარიტია.

ასეა ჩვენი ქართველების საქმე. სხვები თუ გვებრძვიან, გვაწუხებენ, ბოროტი და დამარცხება ურჩევიათ ჩვენთვის, ამას ვერასოდეს ვერ მიაღწევენ, რადგან წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობს, ქრისტიანები უკვე გამარჯვებულ ომში ჩავდივართ. შორსაც არ იქნება ის დღე, რომ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენს სამშობლოსთან ერთად გამარჯვებულად მაცხოვარი გვაკურთხევს.

იმედია, მალე ჩვენ და ყველა უცხო ქვეყნებში მცხოვრები ქართველები ისტორიას, ემოციებს, სულს და გულს წამოიღებენ და დაუბრუნდებიან სამშობლოს. ამ დღესაა რომ ჩვენი წინაპრებს დავამშვიდებთ და გავამარჯვებინებთ და ჩამოვიყვათ სამშობლოში. ღმერთის იმედით მალე ყველა ქართველი დაუბრუნდეს სამშობლოს.

KARIBCHE

ჩვენო მამაო, თქვენ ყველა ქართველების იმედი, ნუგეში, პატივისმცემელი, სიხარული და სიმშვიდე ხართ. გილოცავთ დაბადების დღეს. მე ემ წერილს 4 იანვარს, თქვენი დაბადების დღეს ვწერ. ძალიან გახარებული, თბილი და სასიამოვნო და ბედნიერი ემოციებით. მთელი სულით და გულით დღეგრძელი, ჯანმრთელი, მშვიდი, გახარებული და კარგ დღეებს გისურვებთ.

მე ზაფხულში სამშობლოში ნამყოფი ვარ. რამდენიმეჯერ სამებაში, სვეტიცხოველშიც გნახეთ. ძალიან მინდოდა ახლოს მოვიდე და დამლოცოთ, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხერხდა.

მე შარშანწინ მოვინათლე. ჩემი ნათლობა, ამ გზაზე რომ დავდექი, ამდენი მადლი და სიწმინდე მივიღე ყველაფერი უფლის მადლია. რომ მომცა ისეთი ძვირფასი და უკარგესი ნათლიები მაჩუქა, რომ სანამ ცოცხალი ვარ იმით მადლობელი ვიქნები.
უბედნიერესი ვიქნები თუ ინებებთ და მოიცლით შემდეგ ჩამოსვლაზე გნახოთ, ჩემი დიდი ოცნებაა ეს. გაიხარეთ, ჩვენო მამაო.
ღმერთს ებარებოდე, პატრიარქო!

ბეჭდვა
1კ1