იქ სადაც გვგონია, რომ სამყარო დასრულდა იწყება უდიადესი, უმშვენიერესი, უნეტარესი ყოფიერება-მარადიული არსებობა უფალთან!
იქ სადაც გვგონია, რომ სამყარო დასრულდა იწყება უდიადესი, უმშვენიერესი, უნეტარესი ყოფიერება-მარადიული არსებობა უფალთან!
ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია):
-მომიტევე რომ ამ რთულ მომენტში ფიზიკურად შენს გვერდით არა ვარ, მაგრამ სულიერად გამუდმებით შენთან ვარ, ვიზიარებ შენს გულისტკივილს და ტვირთს. მწამს, უფალი ღმერთი გაჩუქებს იმდენ სულიერ სიმხნევეს, რომ შენი ცხოვრების ეს ურთულესი პერიოდი შედარებით იოლად გადაიტანო, ამას ვევედრები უფალს. სიკვდილ-სიცოცხლის საკითხზე წერა ძალიან რთულია, რადგან მხოლოდ ღვთის მადლში მყოფთ ძალუძთ იმქვეყნიური მდგომარეობის რეალური შეგრძნება და წარმოსახვა, ამიტომ შენს სანუგეშოდ ერთ-ერთი ყველაზე მადლიანი წმინდანის თეოფანე დაყუდებულის სამი პატარა წერილი ვთარგმნე შენთვის.

პირველი წერილი მან თავის მომაკვდავ დას მისწერა: "მშიდობით დაო! ღმერთმა აკურთხოს შენი გარდაცვალება და შენი გზა ზეცისაკენ. შენ ხომ მაინც ცოცხალი დარჩები, მხოლოდ სნეული მოკვდება, შენ კი სხვა სამყაროში გადახვალ, ისეთივე ცოცხალი როგორც ახლა ხარ, შენი ცნობიერებით აღჭურვილი და გარემომცველი სამყაროს რეალურად აღმქმელი. იქ შენ ჩვენი მშობლები და და-ძმები შეგხვდებიან ჩემგან დიდი მოწიწება გადაეციმათ და სთხოვე გააგრძელონ ჩვენზე ზრუნვა ... იქ შენ უკეთესად იგრძნობ თავს, ვიდრეაქ, ამიტომ სიკვდილის მოლოდინში ნუ შეძრწუნდები; შენი მფარველი ანგელოზი აიტაცებს შენს სულს და იმ გზებით გატარებს, რომელიც ღმერთმა შენთვის განსაზღვრა. და თუ ცოდვებზე ფიქრები გაწუხებენ, მოინანიე ისინი და მთელი გულით და მტკიცედ გწამდეს, რომ უფალი-მაცხოვარი მონანიე ცოდვილთა ყველა ცოდვას აქარვებს. შენიც განქარდება-როგორცკი მოინანიებ. ეს რწმენა მტკიცედ გქონდეს გულში და ნუ განეშორები მას. ღმერთმა გაჩუქოს მშვიდობიანი გარდაცვალება! თვალის დახამხამება და მეც მოგეწევი, ამიტომ ჩვენზე, აქ დარჩენილებზე არ იდარდო, მშვიდობით, უფალი შენთან!"

მეორე წერილი მან თავისი მომაკვდავი დის ქმარს მისწერა: "მოიკრიბეთ ძალები და გამაგრდით, ჩემი და თავად ხომ არ კვდება, მხოლოდ მისი სხეული კვდება; გარდაცვლილის პიროვნება ცხოვრებას აგრძელებს. მხოლოდ ის არსებობის სხვა ფორმაში გადადის... მკვდარ სხეულში ის არ იქნება და არც სამარეში დაფლავენ მას. ის სხვა ადგილას იქნება, ისევე ცოცხალი, როგორც ახლა და სანამ ზეცაში ავა, პირველი დღეები, ისევ თქვენს გვერდით იქნება, მხოლოდ მისი დანახვა იქნება შეუძლებელი და ვერც დაელაპარაკებით მას, მაგრამ ის აქ იქნება ირწმუნეთეს! ჩვენ, დარჩენილები, გარდაცვალებაზე ვტირივართ, ისინი კი იმ წამსვე თავისუფლდებიან მიწერი ტვირთისაგან და მათი მდგომარეობა სანატრელია. იყო შემთხვევები, როცა გარდაცვლილსულებს ისევ სხეულში აბრუნებდნენ და ამის გამო ისინი თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ. ჩემი დის სულიც ბედნიერი იქნება, როცა მიწიერი ბორკილების განგანთავისუფლდება, მისთვის ეს უკეთესი მდგომარეობა იქნება, ჩვენ კი თუ ვიგლოვებთ ისე თითქოს მას უბედურება ელოდება, ის ნამდვილად გაოცდება ჩვენი შემხედვარე. მე ყოველთვის იმ აზრს ვიზიარებდი, რომ ადამიანის გარდაცვალების გამო სამგლოვიარო კი არა საზეიმო სამოსით უნდა შევიმოსოთ. რა თქმა უნდა, გარდაცვლილის ნეშტს შესაფერისი პატივი უნდა მივაგოთ, რაც სამართლიანია, მაგრამ რატომ ეპყრობოდნენ მკვდარ სხეულს როგორც ცოცხალ არსებას ჩემთვის გაუგებარია. ღვთისთვის არავინაა მკვდარი, მისთვის ყველა ცოცხალია. ჩვენ კი ვუმზერთ უსულო, გალურჯებულ და გაქვავებულ სხეულს და სრულიად მცდარი წარმოსახვებით ვიკლავთ გულს, ამას ემატება ტრადიციული აზრები, ცივი სამარე... უბედურება.. მწუხარება! საწყალი, უიღბლო ჩვენი მკვდარი! სინამდვილეში კი ის ნათელ ადგილას არის, სრული სიხარულის მდგომარეობაში იმყოფებადა ყველა ბორკილებისაგან თავისუფალია; ჩვენ დაახლოებითაცკი არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა კარგად გრძნობს ის თავს! და ის ისეთვე ცოცხალი პიროვნებაა, როგორიც იყო გუშინ, გარდაცვალების წინ; მხოლოდ თუ აქამდე იტანჯებოდა, ახლა თავისუფალია ყოველგვარი ტვირთისგან. გარდაცვლილთა სულები ისევე სწრაფად მოძრაობენ, როგორც ჩვენი აზრები და ისინი ჩვენთის გაცილებით უფრო ახლობელნი ხდებიან, ვიდრე აქ ამ მიწაზე იყვნენ, ვინაიდან აქ ჩვენ ადამიანები ერთმანეთისგან სივრცით ვართ დაშორებულნი, ხოლო უხილავი ყოფიერება ყოველგვარი განშორების განთავისუფალია. საკმარისია გაიფიქრო გარდაცვლილზე (მხოლოდ გულისმირი, ხალასი მოგონებით) და ის უკვე აქ შენთან არის.
გარდაცვლილებს პირველ ხანებში ჩვენი დახმარება სჭირდებათ, მათ საზვერეები უნდა გაიარონ და ამიტომ ჩვენ, დარჩენილებს გვიხმობენ საშველად, აი რას უნდა მივაპყროთ ჩვენ მთელი ჩვენი ყურადღება და ამით მათ და მისი ყვარულიგამოვავლინოთ. მე ვფიქრობ გარდაცვლილისადმი ჩვენი სიყვარულის წუთიდან მისთვის ლოცვაში ჩავიძრებით და ღმერთს მის შეწყალებას და დახმარებას გამოვსთოვთ, განსაკუთრებით პირველი ექვსი კვირის განმავლობაში და მერეც. თეოდორაზე არსებულ გადმოცემაში ნათლად ჩანს, რომ ანაგელოზები ბოროტ სულებს ბაჟს უხდიდნენ იმ ქისიდან, რომელიც თეოდორას სულიერი მოძღვრის ლოცვებით იყო სავსე. ასევე სასარგებლო იქნება ჩვენი ლოცვა ჩვენი გარდაცვალებისთვის. ნუ დაგავიწყდებათ მათთვის ლოცვა-აი თქვენი სიყვარული! ჩემი დის გარდაცვალებამეც დროულად მაცნობეთ, რომ მეც ვილოცო მისთის. ზედმეტი გლოვა კი არაფერ შედეგს არ მოგვიტანს".

მესამე წერილი წმ.თეოფანემ ერთ შვილგარდაცვლილ დედას მისწერა: "ღვთისწყალობა იყოს თქვენთან! იტირეთ, იტირეთ! ამაში არაფერია არაჩვეულებრივი და საძრახო, საკვირველი ის იქნებოდა, რომ დედა შვილს არ დასტიროდეს, მაგრამ ამასთან აუცილებელია ზომიერების დაცვა. არ უნდა დავივიწყოთ და დავამციროთ ის მოძღვრება სიკვდილზე და გარდაცვლილებზე, რომელსაც ქრისტიანობა გვასწავლის. დიახ, მოკვდა, მაგრამ არა ის, არამედ მხოლოდ არსებობის სხვა ფორმაში გადავიდა, მაგრამ ის ისევ თქვენს გვერდითაა და შემოგცქერით თქვენ; ამასთან, დარწმუნებული ვარ, გაოცებულია თქვენი გლოვის და ტანჯვის გამო, რადგან არაჩვეულებრივად კარგად გრძნობს თავს. მისი ყოფიერების ფორმა ჩვენსაზე უფრო მაღლაა, თქვენ რომ მასთან ურთიერთობის საშუალება გქონდეთ და მას სთხოვოთ თავის სხეულში დაბრუნდეს ის არავითარ შემთხვევაში არ დაგეთანხმებათ, მაშ რატომ შედიხართ მასთან ასეთ უთანხმოებაში და გსურთ იმის დაბრუნება, რაც მას არაფრით არ სურს? რა სიყვარულია ამაში? რა თქმა უნდა, დასანანია, რომ თქვენ სიკვდილის წინ ვერ მოახერხეთ კიდევ ერთხელ ჩაგეხედათ მის თვალებში და დედური სიყვარულით ჩაგეხუტებიათ ის, დასანანია, და ამიტომ იტირეთ, მაგრამ სულ ოდნავ, რადგან მართალია მისი ხორციელი თვალები დაიხუჭნენ, მაგრამ თავისი სულიერი თვალებით ის ისევ გიმზერთ თქვენ, თქვენც შეეცადეთ მას თქვენი სულიერი თვალებით შეხედოთ. არ წარმოიდგინოთ ის სამარეში მწოლიარე, ის იქ არ არის, იქ მხოლოდ მისი სხეულია, ის კი სამარის გარეთაა და შეიძლება ახლა თქვენს გვერდით დგას; მართალია, მისი ენა დადუმდა, მაგრამ მას ისევ აქვს საშუალება გულში გესაუბროთ თქვენ. დააკვირდით თქვენს გულს და გაიგონებთ მის სიტყვებს: "დედიკო, ნუ გლოვობ, ნუ იკლავ თავს! მე შენთან ვარ და მე კარგად ვგრძნობ თავს!", მისი გაქვავებული მკლავები თუ თქვენ ვერგიხუტებენ, სამაგიეროდ მისი უკვდავი სული ყოველ წუთს მზადაა უდიდესი სინაზით ჩაიხუტოს თქვენი სული და ეს ჩახუტება გაცილებით დიდი იქნება უბრალო ფიზიკურ სიახლოვეზე. თქვენც ასევე მშვიდი, უშფოთველი, თბილი მოგონებით უპასუხეთ მის ახალ საუბარს და ეს არის ყველაფერი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, სანამ ყველანი ღმერთში გავერთიანდებით. ღმერთმა გაკურთხოთ და განუგეშოთ!".

გამაგრდი დედა, სწორედ იქ სადაც გვგონია, რომ სამყარო დასრულდა იწყება უდიადესი, უმშვენიერესი, უნეტარესი ყოფიერება-მარადიული არსებობა უფალთან!
ღმერთო შეგვიწყალე შენს სადიდებლად!
მარად შენთვის მლოცველი შენი შვილი
ბერი ერმოლაოს განდეგილი
წმ. ათონის მთა
18.11.2010.

ბეჭდვა
1კ1