ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) - წერილები შვილებს
ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) - წერილები შვილებს
დაუფარავად გაუხსენი გული მოძღვარს, ნურაფრის შეგრცხვება, ღმერთმა ისედაც იცის შენი ნებისმიერი გულისთქმა და საქციელი
-ჩემო დაჩი, მოძღვართან ურთიერთობის საკითხი ძალიან აქტუალურია არა მარტო მონასტერში, არამედ ერშიც. ყოველ მართლადიდებელ ქრიატიანს უნდა ჰყავდეს მოძღვარი, ის ღმერთმა განუწესა მორწმუნეს, რათა სწორად წარმართოს მისი სულიერი ცხოვრება. მოძღვართან ურთიერთობისას აუცილებელია მოწიწება და კდემამოსილება. ერთი წუთით არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის კაცს ვესაუბრებით, ადამიანს, რომლის მეშვეობით სულიწმინდა ჩვენთის მოქმედებს. შეიძლება მოძღვრის განათლებამ ან ლაპარაკის მანერამ ან რაიმე გარეგნულმა ფაქტორებმა ეჭი შეგვაპაროს ამაში, მაგრამ გარწმუნებ ეს ეშმაკისეული აზრი იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, ღმერთი მოქმედებს მისი მეშვეობით და თუ ჩვენ თავს ძალას დავატანთ და მთელი არსებით მივენდობით მოძღვრის სიტყვებს, ჩვენ თანდათან ვიგრძნობთ თუ როგორ ვასრულებთ ღვთის ნებას. ამიტომ, ჩემო დაჩიკო, დაუფარავად გაუხსენი გული მოძღვარს, ნურაფრის შეგრცხვება, ღმერთმა ისედაც იცის შენი ნებისმიერი გულისთქმა და საქციელი. ნდობისთვის, მორჩილებისთვის და თვინიერებისთვის კი ღმერთი, მოძღვრის მეშვეობით ბევრი რთული სულიერი თუ ცხოვრებისეული საკითხის გადაწყვეტისათვის საჭირო რჩევას და მითითებას მოგცემს.

2005 წელი. 21. 06.
ბეჭდვა
1კ1