მე არ ვარ ის, რაც ვარ!
მე არ ვარ ის, რაც ვარ!
რამოდენიმე ხნის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს მოგვცა დავალება: დაგვეწერა თემა: "მე არ ვარ ის, რაც ვარ". მე დიდი სიამოვნებით შევუდექი დავალების შესრულებას. როდესაც უწმინდესს წაუკითხეს Gემი წერილი, მას უთქვამს: რომ ძალიან მოეწონა. შესაძლოა ამ თემამ მკითხველიც დააინტერესოს. გთავაზობთ წერილის იმ ვარიანტს, რომელიც გაეგზავნა უწმინდესს.

"მე არ ვარ ის, რაც ვარ"

რას ნიშნავს ეს ფრაზა?

სიმარტივისთვის პასუხს გავყოფ სამ ნაწილად:

1. ჩემი აზრი ჩემს შესახებ:

ა) მე არ ვიცნობ საკუთარ თავს. ჩემი წარმოდგენა ჩემს შესახებ მხოლოდ სიმართლის მარცვალს შეიცავს. აი, მისი დამადასტურებელი საბუთი: მე წარმოვადგენ სხეულისა და სულის ერთობლიობას. უფრო ზუსტად სულისა და სხეულის ერთობლიობას. რადგან სული არსებობს სხეულის გარეშე, სხეულს კი სულის გარეშე არსებობა არ შეუძლია. აქედან გამომდინარე სული უპირატესია სხეულზე. მე ვხედავ სხეულს სარკის საშუალებით. სულს კი ვერ ვხედავ. ანუ ჩემი "მეს" შემადგენელი ორი ნაწილიდან ერთის - უპირატესის თაობაზე, თითქმის არაფერი ვიცი. მასზე მხოლოდ შემიძლია რაიმე წარმოდგენა ვიქონიო. მე ვიცი, რომ არსებობს სულის სარკე, რომელშიც უფალს შეუძლია ჩამახედოს. მაგრამ რას დავინახავ მასში ჩემი ხორციელი თვალით? სულიერი თვალი კი ახელილი მაქვს? რამდენად მხედველია ის? ან ვიმსახურებ იმას, რომ უფალმა ჩემზე ასეთი მოწყალება მოიღოს? უფლის მოწყალებით ამ სარკეში სულის რომელიმე ნაწილი, ან კონტური რომც დავინახო, სულის მთელ სხეულს მაინც ვერ დავინახავ, რადგან ცოდვილი ადამიანი ვარ და ხორცში ვიმყოფები. ისევე უფლის მოწყალებით, ეს ალბათ მხოლოდ სასუფეველში დამკვიდრებულ წმინდანებს შეუძლიათ. ამდენად, მე არ შემიძლია ვიცოდე, ვინ ვარ მე. ჩემი წარმოდგენა ჩემს შესახებ მხოლოდ ფაქტებს და ვარაუდებს ეფუძნება. ამიტომ, ის არასრულფასოვანია და შესაძლოა მცდარიც. თუ ნებისმიერი ადამიანი თავის გულში ჩაიხედავს და საკუთარ თავზე თავის წარსულ წარმოდგენებს გაიხსენებს, ბევრ შეუსაბამობას აღმოაჩენს. თუმცა, გარკვეული წარმოდგენა - ცუდი თუ კარგი მაინც გამაჩნია, რის გამოც, მე ვამბობ: "მე ვარ". მაგრამ მე ვიცი, რომ მე არ ვარ ის, რაც მგონია, რომ ვარ; ანუ, "მე არ ვარ ის, რაც ვარ"! ეს პოსტულატი სიცოცხლის ბოლომდე ძალაში იქნება.

ბ) შეიძლება ვიმსჯელოთ ასეც:

"მე ვარ" ის, რაც მინდა რომ ვიყო, ან შეიძლებოდა რომ ვყოფილიყავი და არა ის, რაც ვარ ახლა. აქ იბადება კითხვა, ის რაც მინდა რომ ვიყო, ანუ ის, რაც იდეალურად წარმომიდგენია, რამდენად არის სინამდვილეში იდეალური და შესაბამისობაში უფლის ჩანაფიქრთან, ანუ ისეთთან, როგორადაც უფალს სურდა რომ მე ვეხილე? მე, ცოდვილ ადამიანს, განა შემიძლია საკუთარი მეს იდეალური ხატის შექმნა? ჩემი წარმოდგენები ხომ ჩემი ცოდვილობის თანაზიარია? Aამდენად, ისევ ძალაშია პოსტულატი: "მე არ ვარ ის, რაც ვარ".

2. საზოგადოების აზრი ჩემს შესახებ:

საზოგადოებასაც ისევე არ შეუძლია იცოდეს სრულფასოვნად ვინ ვარ მე, როგორც მე არ შემიძლია ვიცოდე ეს, რადგან საზოგადოებაც ცოდვილი ადამიანებისაგან შედგება და არ შეიძლება ის იყოს შეუმცდარი. თუმცა ის მრავალი სხვადასხვა კუთხით მიყურებს, რომლითაც მე არ შემიძლია საკუთარ თავს შევხედო. ამიტომ მან შეიძლება მეტი იცოდეს ჩემს შესახებ.(იგულისხმება ჩემი სულის მდგომარეობა), ვიდრე მე საკუთარ თავზე.

დასკვნა: მე არ ვარ ის, რაც (საზოგადოების შეხედულებით) ვარ, ანუ "მე არ ვარ ის, რაც ვარ" და ეს პოსტულატი ისევ ძალაშია.

იბადება კითხვა: როგორი იქნება ჩემი აზრი ჩემს შესახებ ჩემი გარდაცვალების შემდეგ და როგორი იქნება საზოგადოების აზრი ჩემს შესახებ ჩემი გარდაცვალების შემდეგ? საერთოდ იარსებებს თუ არ ამგვარი აზრი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ურთულესია(შეგვიძლია კი?!) და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად დავიმკვიდრებთ საბოლოო ადგილსამყოფელს.

3. უფლის აზრი ჩემს შესახებ:

უფალი აბსოლიტური სრულყოფილებაა და ზუსტად, ჭეშმარიტად იცის - ვინ ვარ. ანუ უფლისთვის მე არ ვარ ის, რაც არ ვარ და მე ვარ ის, რაც ვარ. უფალთან მიახლებაც სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ მან დამანახოს: ვინ ვარ მე.

ნინო ტარყაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
06.06.2018
მე მამას ვგავარ. ზუსტად მისნაირი თვალები მაქვს.
ერთხელ ვსეირნობდით. ქუჩაში ნაცნობი შეხვდა, მომეფერა და თქვა, - წვერები რომ ჰქონდეს, შენ იქნებოდიო.
18.05.2018
მოდიან, მოედინებიან უწყვეტ ნაკადად, მოაქვთ ჩემი ქვეყნის დიდება, პატივი, სიწმინდე და სიყვარული! მოდიან ამაყად უფლის ერთგული ჯარისკაცები, სამშობლოს დამცველი რაინდები!
27.04.2018
ამ წერილის ავტორი პოლკოვნიკი შალვა ჩუბინიძეა:

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლების ბოლოს საქართველოში
26.02.2018
დაუფარავად გაუხსენი გული მოძღვარს, ნურაფრის შეგრცხვება, ღმერთმა ისედაც იცის შენი ნებისმიერი გულისთქმა და საქციელი
28.12.2017
ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის მოანსტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულს ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) "კარიბჭის" მკხთხველს წლების განმავლობაში ანუგეშებდა თავისი წერილებით, მიძღნილი მშობლებისადმი თუ შვილებისადმი.
17.11.2017
გალაკტიონის დღიურიდან:
"ისევ ავად ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი. დავდივარ უფეხსაცმლოდ.
15.08.2017
იმისათვის, რომ წუთისოფელში ადამიანებმა უფრო მეტად იგრძნონ უფალთან თანამყოფობა, მონასტრულ ცხოვრებას ირჩევენ და უფლის წიაღში, ღვთის სახლში მკვიდრდებიან.
26.03.2017
არავისთვის არის სიახლე, რომ მსოფლიო გლობალიზაციის სენით არის შეპყრობილი: მიმდინარეობს აქტიური პროცესები ერთიანი, საყოველთაო საერო და საეკლესიო მმართველობის დასამკვიდრებლად და ეს ყველაფერი მსოფლიო ერთმმართველობის სამზადისია.
05.08.2016
ათონის მთაზე მდებარე წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის მონასტერში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია) დედისადმი გაგზავნილ პირად წერილებში მონასტრის იღუმენის, არქიმანდრიტი იერემიას შესახებ წერს.
12.05.2016
მის უწმიდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს, ყოვლადუსამღვდელოეს მეუფეებს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
თქვენ იცით, რომ მე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეურაცხყოფისთვის დავწყევლე და შევაჩვენე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია