ეკლესიურმა ცხოვრებამ არ უნდა დაგვაკარგვინოს სიყვარული და სიკეთე
ეკლესიურმა ცხოვრებამ არ უნდა დაგვაკარგვინოს სიყვარული და სიკეთე
გულსატკენია, რომ ადამიანები უფრო და უფრო შეუწყნარებელნი და შეუბრალებელნი ხდებიან. ამის მიზეზი მრავალია: უმუშევრობა, უმცირესობის გამდიდრება და უმრავლესობის გაღარიბება, ზნეობის და კულტურის დაბალი დონე, ნაციონალურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტები, უიმედობა, უმნიშვნელო მიზეზების გამო წარმოქმნილი დაპირისპირებანი...

სამოძღვრო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი სულიერი თვისებების სრულფასოვნად შესწავლის გარეშე შეუდგა ეკლესიურ ცხოვრებას, თუნდ ზედმიწევნით ასრულებდეს წმინდა მამათა რჩევა-დარიგებებს, ამპარტავნების და ეგოიზმის ისეთ ყრუ კედელს აშენებს, რომლის დანგრევა ძნელია.

მართლმადიდებლური ცხოვრების 70-წლიანმა წყვეტამ მიგვიყვანა იმ მოვლენებამდე, რომელთა შესახებ ლაპარაკი აუცილებელია. ბევრმა მორწმუნემ თავი წარმოიდგინა არა მარტო ეკლესიურად, მართლმადიდებლად, არამედ ყველაფერში მართლად; თუმცა არ გამხდარა უფრო მოსიყვარულე, მზრუნველი, კეთილი და გულწრფელი. მათი "თავშეკავების" ნაყოფი - ერთ-ერთი მეუღლის "გაეკლესიურებამდე" ასე თუ ისე ნორმალური და ახლა დანგრეული ოჯახია, ხოლო "ღვთისმოსაობის" შედეგი - ახლობლები, რომლებიც მანამდე თუ ნეიტრალურნი იყვნენ რწმენისადმი, ახლა მისი მტრები გახდნენ. მაგრამ რწმენისადმი "გულანთებული ადამიანები", თანაც ყველაფერში "მართლები", რატომღაც მარტივ, ლოგიკურ კითხვას კი არ სვამენ - იქნებ ეს ჩვენი ბრალია და არა "მათიო", - არამედ დაუჟინიათ, - როგორ, ჩვენ ხომ ყველანაირ ეკლესიურ კანონებს ვასრულებთო!

თუკი გულწრფელად ჩავუკვირდებით საკუთარ თავს, სხვანაირად გამოჩნდება სიმართლე. მაგალითად, თუ შენ მორწმუნე გახდი, ქმარი კი გაგილოთდა - ეს რას უნდა ნიშნავდეს?

მე მისთვის (ქმრისთვის) "აღუვსებელი ბარძიმის" დაუჯდომელს ვკითხულობო, - მოგვიგებს ასეთი ადამიანი, მაგრამ კითხულობს მისთვის თუ მის წინააღმდეგ? უყვარს თუ არა ქმარი დაუჯდომელის კითხვის დროს? კონკრეტულად როგორ გამოიხატება მისი სიყვარული? პასუხიც არ ახანებს: - განა შეიძლება ამ ლოთის შეყვარება? ეკლესიაში სიარული არ უნდა, ჯვრისწერა არ უნდა და ა.შ.

მეუღლეობაში, დედობაში, მამობაში სრულფასოვნად გაუხსნელები ვერ ხდებიან მადლიერი შვილები, გულღია, ერთგული, მოსიყვარულე ადამიანები, ისინი ეძებენ სულიერებას, მაგრამ არ ეძლევათ.

საერო ცხოვრებაში დასახული მიზნის მიღწევის მექანიზმებით ზოგიერთი ეკლესიურ ცხოვრებაშიც რაღაც-რაღაცებს (გარეგნულად) აღწევს: ვინ - სამღვდელო ხარისხს, ვინ - საეკლესიო სფეროში სამუშაოს, მესამენი - პრივილეგირებულ ადგილს გამორჩეული სასულიერო პირების გარემოცვაში. მაგრამ მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება: რისთვის? სად არის აქ ქრისტეს ადგილი, მოყვასის სიყვარულის გამო ნაქადაგები თავგანწირვა?

ნამდვილი მორწმუნე კი ისეთი უნდა იყოს, როგორც ეკლესიის მამები მოყვასისადმი დამოკიდებულების შესახებ ამბობენ: "იყავით გარშემომყოფთათვის სითბო და სინათლე, ეცადეთ, პირველად თქვენი ოჯახი გაათბოთ, იშრომეთ ამისთვის; შემდეგ ეს შრომა ისე გაგიტაცებთ, რომ თქვენთვის უკვე ვიწრო იქნება ოჯახური წრე და მისი თბილი სხივები დროთა განმავლობაში მოიცავს სულ ახალ და ახალ ადამიანებს და თქვენს მიერ განათებული წრე უფრო და უფრო გაიზრდება".

ასკეტიზმი, სიყვარულის გარეშე, ჰგავს თოვლის დედოფლის სასახლეს - გარეგნულად ლამაზს, მაგრამ ცივს, უკარებას.

გარეგნული ეკლესიურობის, ეკლესიური ტერმინების - "მაპატიეთ", "მაკურთხეთ", "ცდუნება" და სხვა, ეკლესიური პრობლემატიკის (ეკუმენიზმთან, მასონებთან, სექტანტებთან ბრძოლა) მიღმა, ადამიანებს არ სურთ თავის თავთან, აწმყოსთან შეხვედრა. ვერავითარ სარგებლობას ვერ მოუტანენ საკუთარ სულს, სხვებს, თუკი გაეკლესიურების შემდეგ სიყვარულით არ გაბრწყინდებიან. "არავინ დარჩებოდა წარმართად, თუკი ჩვენ ღირსეული ქრისტიანები ვიქნებოდით," - ამბობდა წმინდა იოანე ოქროპირი.

თუ ურწმუნო ოჯახში ერთი მორწმუნე გახდა, დანარჩენთა რწმენამდე მისაყვანად მას ერთადერთი გზა აქვს: არ უნდა გაემიჯნოს და თავისი "სუფთა პიროვნება" არ დაუპირისპიროს "ცოდვილ" ახლობლებს. თუკი იტყვის: - არ მოვალ თქვენს ღრეობაზე, მე ვმარხულობო, საკუთარ ოჯახში სამუდამოდ ერთადერთ მორწმუნედ დარჩება. მარტო დარჩება მაშინაც, თუკი დროულად თუ უდროოდ დაიწყებს "ქადაგებას". უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარულის სახელით ძალადობა სიყვარულს კლავს. მაგრამ თუკი ოჯახის წევრებმა შეამჩნიეს, რომ შენი რწმენა ეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში, თუ დაინახავენ, რომ ეკლესიიდან უფრო გაბრწყინებული დაბრუნდი, ვიდრე წასვლამდე იყავი, თუ დაინახავენ, რომ შენი სამყარო უფრო ღრმა და მდიდარი გახდა, ვიდრე ყვითელი პრესის მკითხველთა სამყაროა, მაშინ შენს რწმენამდე თანდათან მოვლენ.

ბავშვებს უპირველესად მოძღვრისგან კურთხევის სწორად აღება კი არ უნდა ვასწავლოთ, არამედ ის, რომ ტრანსპორტში მოხუცებულს ადგილი დაუთმონ, ხელი შეაშველონ ავტობუსიდან ჩამომავალ ფეხმძიმე ქალს და ყველაფერი ქრისტესთვის გააკეთონ. ზეციური სამეფოს შესახებ მოყოლამდე ასწავლეთ ბავშვებს მიწიერი სამშობლოს სიყვარული. რელიგიური აღზრდა იწყება არა მაშინ, როცა დედა ასწავლის "მამაო ჩვენოს" კითხვას, არამედ მაშინ, როცა მამა ვაჟს შთაუნერგავს, რომ დედას მადლობა გადაუხადოს გარეცხილი პერანგისთვის, მომზადებული სადილისთვის. ჭეშმარიტი მორწმუნე მაგალითი უნდა იყოს გარშემომყოფთათვის და ეს, პირველ რიგში, ოჯახიდან იწყება.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
11.12. 2017
IMEDA MORCHILI
XALXI MANAM VER DAINAXAVS GVTIS MOSACON QMEDEBEBS SANAM EKLESIA TVITON AR GAXDEBA CHESHMARITI... GVTIS MSAXURII DA PIRAD AMBICIEBS AR GADAAYOLEBS SAQMIS MOGVAREBAS...ES ODIDGANVE SASE IYO...ISINI QRISTES SAXELS AMOFAREBULNI, TVALTMAQCEBI DA FARISEVLEBI...MGLEBI CZVRIS SAMOSHI SHENIXBULNI ARIAN...ARSEBOBS CMINDA RELIGIA, ROMELIC GVTIS MOSACONAD MODZGVRAVS MREVLS, ASTAVLIS GVTIS SITYVAS BIBLIIDAN DA ARA VINMES MODZGVREBEBS....VINC AR UNDA IYOS ISINI...ISINI IESOS MOCIQULEBZE METNI ARIAN...?...DAUKVIRDID DA DAINAXAVD GVTIS CHESHMARIT MQADAGEBLEBS BIBLIID XELSHI DA ARA RAXAC SAGMEBID ROMLEBIC KERPTAYVANIS MCEMLOBAS EMSAXUREBIAN DA ARA GMERTS...10 AGTQMA CAIKIDXED...UNDA VCED TAYVANI, UNDA VEMSAXUROD GAMOSAXULEBEBS...??...ES ARIS GVTIS GMOBA DA SHEDEGIC SAXEZEA...
09.12. 2017
დორეტ
მომეწონა კარგი სტატიაა არვიცი ეს ვისი გაკეთებულია მაგრამ დღევანდელი პრობლემები ნათლად ჩანს აქ ამ პიროვნების მხოლოდ სახელი და გვარია დაწერილი როგორც ჩანს საჯარო მოხელეა და არა მაგალითად ან მღვდელი და სხვა თუმცა რამნიშვნელობა აქ მაგრამ ერთს დავამატებიდი რომ მე ყოველთვის ვკითხულობ ჩვენი სასულიერო პირების აი ასეთი ფორმით მოცემულ რავიცი ქადაგებებს რჩევებს რაც გინდათ ის დაარქვით და ერთ რამე აღმოვაჩინე განკითხვაში ნუ ჩამითვლითდა ზუსტად აი ასეთი პრობლემები გვაქ აი ზუსტად აი მაგალითად მოკლედ რომ ავხსნა სასულიერო პირი გვარიგებს ასეთ რაღაცას რომ მოდი შენ ისწავლე სწორად როგორ ემთხვიო ხელზე მოძღვარს მღვდელს როცა გზაში შეგხვდება იმიტომ რომ ეს აუცილებელია და არასოდეს არ არის ის ნათქვამი რომ შენ როცა ავტობუსში ახვალ მოხუცს ადგილი უნდა დაუთმო ხომ ხვდებით მე უშუალოდ პირდაპირი გაგებით არ მითქვამს მაგრამ ხალხნო გული მიწუხს როგორი პრობლემები გვაქ ქვეყანაში ბოდიში და ახალგაზრდები ვამპირებად იზრდებიან და ჩვენ ამას ვერ ვხვდებით აი რამოხდა 3 დღის უკან 15 16 წკის ბიჭრბმა რასაც ქვია სრულიამსიტყვის მნიშვნელობით დაჩეხეს ერთმანეთი და კიდე რამდენი ოხდა ეგეთი, ყველაფერს ჩვენი პატრიარქი ხომ ვერ გააკეთებს არა ის ხომ მოხუცდა გამოდიან სასულიერო პირები და ისევ ეკლესიის პრობლემებზე საუბრობენ რომელიც დღესაც სულ მოუგვარებელია და ალბათ ბოდიში და ვერც ხვდებიან რომ რავიცი ალბათ ვერ გამოდიან ამ მდგომარეობიდან უნდა გამოვფხიზლდეთ ჩვენ ეკლესიის თანადომა ძალიან გვჭირდება იმიტომ რომ ჩვენი კულტურა ჩვენი ტრადიციების დედაბოძი არის ეკლესია ეს საქართველოა და არა სხვა რომელიმე ქვეყანა მაგალითად ამერიკა სულ რომ ვლანძღავთ და ვაკრიტიკებთ ჩემი ნათესავები არიან წასულები იქ შაცხოვრებლად გადავიდნენ უკვე მესამე წელიწადია და ამზაფხულს ჩამოვიდნენ ჩემთან სტუმრად გამოვკითხე თუ როგორ ცხოვრობდნენ ხალხი და რა სიტუაცია იყო აემრიკაში იმიტომ რომ ისე ლანძღავდენენ ლამის გეგონებოდა ერთ დიდ ურჩხულად იყო ეს ქვეყანა ქცეული და მითხრა ყოველგვარი გადამეტების გარეშე ვამბობ რომ ჯერ რასაც ქვია ტელევიზია ერთ ზესდმეტ ცუდ სიტყვასაც ვერ გაიგონებო აი ერთ უხამს სიტყვასაც კი მერე გამოდი საზოგადოებაში როგორი მოწესრიგებულები ერთმანეთს გზას უთმობენ მანქანებიდან არიგინებიან უროსის პატივისცემა იციან და ბევრი დადებითი რამ მე ამას იმიტომ კიარვამბობ რომ ამერიკა შევაქე არა უბრალოდ მოჯადოებულები ვართ რის ამერიკა რა ამერიკა ამერიკას ანვიკითხავთ და ჩვენი ბოდიში და ნაგავი გვერძე დაუნახავი გვრჩება დღეს უკვე ყველამ გვაჯობა ილუზიებში ვართ ქართველ ერს შველა ჭირდება ამ პატარებს სწორად ცხოვრება სწორი გზა ჭირდებათ არვიცი მე სულარვარ პოლიტიკოსი და იკითხონ იმ ოლიტიკოსებმა ის ამერიკა და მისი საქმეებიც მართლა ისეთი პატარა ერივართ და ღმერთო როგორ აი უბრალოდ არცკიშეიძლება ამის დამლვა ყოველდღე მივჩერევივარ სასულიერო პირების ისეთ საქციელს რომ მართლა ერისკაცი არიკადრებს მაპაიეტ ასეთ ნათქვამზე აი ერისკაცი არიკადრებს რაგვჭირს მეარვიცი სადღაც მივექანებით უფსკრულში და თუ ამილუზიებიდან ვერ გამოვედით და ისევე სხვა ვაკრიტიკეთ და სხვას შევედარეთ არაფერი არგამოვა დანარჩენს დრო იტყვის თავისას რაროგორ იქნება
09.12. 2017
ეე
მომეწონა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler