უსტარი
უსტარი
"დამიმესიჯე" - ეს სიტყვა ხშირად გვესმის ქუჩაში თუ ტელეეკრანიდან. "მესიჯი" - მშრალი, 5-6 სიტყვაში ჩატეული წერილია, რომელმაც შეცვალა სიტყვაუხვი, ლამაზი წერილები, წერილები, რომლებიც თაობებს უნახავდა წინაპართა ფიქრს, სიხარულს, ტკივილს, შიშს, წერილები, რომლებშიც მოყვარული გული სტრიქონებშუა დაფარულ ფიქრსაც კითხულობდა, წერილები, რომლებიც ადამიანის მთელ ცხოვრებას გვინახავდა. როგორ წერდნენ ჩვენი პაპა-ბებიები, იმ ბნელ, ჯოჯოხეთურ წლებში როგორ მოახერხეს და შემოგვინახეს ის, რასაც ქართული მიწის, ტრადიციის სიყვარული ჰქვია?

ვზივარ ერთ ჩვეულებრივ ოჯახში. ქალბატონმა ცირამ სათუთად შენახული გაცრეცილი ქაღალდები გამომიტანა:

- ჩემი მამამთილისგან ესღა დაგვრჩაო.

რას არ ნახავთ აქ - წერილებს, განცხადებებს, მონადირის წიგნს, სიებს, კრემლის მოსაწვევს და საგულდაგულოდ ჩაწიკწიკებულ ქართული სიმღერის ტექსტებს. სიმღერებს მხოლოდ ერთი ფურცელი აკლია - "დაიგვიანეს"...

პეტრე მიხეილის ძე ზვერიაშვილი დაიბადა 1896 წელს, გამრჯე გლეხის ოჯახში. ჩვეულებრივი ჭაბუკი იყო, თავდავიწყებით უყვარდა სიმღერა და ხმაც დიდებული ჰქონდა. ვენახი უყვარდა და სიმღერით ელოლიავებოდა თითოეულ ვაზს. მომიჯნეებსაც უხაროდათ - ეგ როცა ვენახში მუშაობს, ჩვენც უფრო ხალისით ვეკიდებით საქმესო.

რა გამოიარა, როგორ გადაიტანა ბოლშევიკური არმიის შემოჭრა - ამის შესახებ არაფერი ვიცით. 30-იან წლებში უკვე ორი შვილის მამაა. ასწილად შეიყვარა სიმღერა - საშუალება, რითაც შვილებს უნახავდა რაღაც ქართულს...

მალე საბჭოთა ხელისუფლებამ ხალხის "კულტურის დონის ამაღლებაზე" დაიწყო ზრუნვა. გურჯაანში ცნობილი ლოტბარის ლევან მუღალაშვილის გუნდში მივიდა. შემდეგ სანდრო კავსაძის ცნობილ გუნდში გადავიდა. საშინელი 1936 წელი. ეჭვის მაჯლაჯუნა შეიპარა ყველა ოჯახში... საქართველო გასაბჭოების 15 წლისთავს "ზეიმობდა". ზეიმი მოსკოვში გაგრძელდა. ქართული კულტურის დღეებში სანდრო კავსაძის გუნდიც მონაწილეობდა.

პირველი წერილი პეტრეს მეუღლისთვის გზიდან გამოუგზავნია:

"სალამი ნინას!

...თუ ჩვენს ამბავს იკითხავ, ძალიან კარგად ვარ. ჯერჯერობით, აგერ სამი დღე და ღამე არის, მივრბივართ. შუა გზიდან გწერ. თან მიდის მატარებელი და თან გწერ... აქეთ ძალიან თოვლიანი არემარე გახლამთ. ცივა ძალიან... მატარებელი საათში 60 კილომეტრს მირბის. ნინა, არ ვიცით, მალე დავბრუნდებით თუ დიდხანს დავრჩებით, არ არის გამოკვლეული. აბა, ყოჩაღათ იყავით.

ახლა შენ, ჩემო კაკო. აბა დედას არ აწყენინო. რაც გითხრას, გაუგონე, თორემ გაგიწყრები, მანდ აღარ მოვალ და აღარც გიყიდი რამეს. თუ ყოჩაღათ მოიქცევი და ისწავლი, მე ხელს შეგიწყობ ყველაფერში.

ნინა, ვენახში თუ მალ-მალე გაგზავნი ვინმეს, კარგი იქნება. გწერთ თქვენი საყვარელი პეტრე".

მეორე წერილი რამდენიმე დღის შემდეგ მიუღიათ მოსკოვიდან:

"სალამი ძვირფას ნინას.

პირველათ მრავალი მოკითხვა, ჩვენო გულით და თვალით დაუვიწყარო ნინა. ჩვენ მშვიდობიანათ ჩამოვედით მოსკოვში. ვიარეთ ჩქარი მატარებლით 5 დღე და ღამე და გზის მანძილი გახლამთ 4500 კილომეტრი. იანვრის ცხრიდან გვეწყება კონცერტები, სადაც მთელი მოსკოვის მთავრობა და დიდი ბელადი სტალინი იქნება.

ნინა, დიდი სანახაობა ვნახე გზაზედ და ახლა თვით მოსკოვში ჯერ არაფერი დაგვითვალიერებია. ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი ხანი დავრჩებით აქ. აქედან ლენინგრადში ვაპირებთ წასვლას, მხოლოდ ჩვენმა ქალებმა და ბიჭებმა ვერ აიტანეს აქაური ჰავა და ბევრი ცუდათ გახდა. ცივა ძალიან. თოვლი არის ნახევარი არშინი.

ეხლა, ჩემო კაკო და ლილიკო, ყოჩაღათ იყავით. დედას არ აწყენინოთ. წიგნები ისწავლეთ. იკითხე, ჩემო კაკო, წიგნები, თორემ უსწავლელი გამოხვალ.

ნინა, თუ ვენახს მოახნევინებ ვისმეს, ძალიან კარგი იქნება. წითელ ღვინოს გაუფრთხილდი, ქვევრთან წყალი მოაწკაპწკაპე მიწას.

წერილს გიგზავნი სასწრაფოთ აეროპლანით. წერილი მომწერე, სანამ აქ ვარ. ჩემი ადრესი: მოსკვა, კურსკი #59, გასტინიცა კიევსკაია, კომნატა 1775. პეტრე ზვერიაშვილი".

კონცერტები დიდი წარმატებით ჩატარდა. მოსკოველები სულგანაბული უსმენდნენ მათთვის სრულიად ახალ, არაჩვეულებრივ სიმღერებს, შემდეგ იყო ტაში, ოვაციები, მილოცვები. კონცერტის მონაწილეებს ფასიანი საჩუქრებიც მიართვეს. პეტრეს ძვირფასი სანადირო თოფი ხვდა.

შინ დაბრუნებულმა საგულდაგულოდ შეინახა მაშინდელი მოსაწვევი ბარათი და დიდი თეატრის საშვი.

"მოსაწვევი ბილეთი #0414

ამხ. ზვერიაშვილი პ.მ.

სსრ კავშირის სახკომსაბჭოსთან არსებული ხელოვნების საქმეთა სრულიად საკავშირო კომიტეტი გთხოვს მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს ხელოვნების მუშაკებთან ამხანაგურ შეხვედრაში.

შეხვედრა შესდგება 1937 წლის 14 იანვარს, 19 საათზე, კრემლის დიდ სასახლეში.

მაგიდა #17"

აქვეა დიდი თეატრის საშვიც:

"საშვი #537

სსრკ დიდი აკადემიური თეატრი. 20 იანვარი. 1937 წელი. პ.მ. ზვერიაშვილი"

ვათვალიერებ ამ ძველ ქაღალდებს. ზოგი მათგანი თითქმის აღარ იკითხება, მაგრამ გადასაგდებად ვერ იმეტებენ. აი, გუნდის წევრთა სია, საქმიანობა და პარტიულობა; აი, მსხვილი, ჩახლართული ასოებით გამოყვანილი: "გთხოვთ გაიღოთ თქვენი წვლილი და ხელი შეუწყოთ მუშათა კლასის საერთაშორისო სოლიდარობას". თხოვნას დართული აქვს სია შეწირული თანხებით - სულ 42 მანეთი.

1937 წელს პეტრე ზვერიაშვილი, უკვე გურჯაანის გუნდის ხელმძღვანელი, თხოვნით მიმართავს რაიონულ აღმასკომს:

"განცხადება

ქ. გურჯაანის კოლმეურნეობის ნაკრები გუნდი გთხოვთ აღგვიძრათ შუამდგომლობა საქართველოს ხელოვნების სამმართველოს წინაშე, რათა მოგვცეს დოტაცია გუნდის გაძლიერების მიზნით, რითაც საშუალება მოგვეცემა კულტურის დონის ამაღლების და გუნდის მთლიანი შესაფერისი ფორმის შეძენაში, 30 კაცისა.

გუნდის ხელმძღვანელი - პ. ზვერიაშვილი

ადმინისტრატორი - ვ. წულუკიძე"

არ ვიცი, დააკმაყოფილეს თუ არა ეს თხოვნა, გუნდი კი გაძლიერდა, დაიწყო ნაყოფიერი მუშაობა. პეტრე მკაცრი ხელმძღვანელი იყო. "სიმღერა გართობა არ არის, ეს დიდი პასუხისმგებლობაა - შევუნახოთ ჩვენს შვილებს ქართული სიმღერა - შრომის, ბრძოლის, სიყვარულის, ძმობის", - ამბობდა ის.

სიმღერის მსურველთა რიცხვი მატულობს, შემონახულია მათი განცხადებებიც. აი, ერთი მათგანი:

"ქ. გურჯაანში რაიგუნდის ხელმძღვანელს ძველ გურჯაანში მცხოვრები კოლა ლევანის ძე ჯაჯანაშვილის

განცხადება

მე მსურს, რომ ვიარო თქვენს გუნდში და ვითვლებოდე გუნდის წევრად. არ გავაცდენ არავითარ შემთხვევაში სამეცადინო საათებს დაუთხოვნელად.

იმედია, რომ განცხადებას უარს არ ეტყვით.

განმცხ. კოლა ჯაჯანაშვილი, 4/XII, 1937წ."

კოლა გუნდში მიიღეს, მაგრამ დიდხანს აღარ მოუხდა პეტრეს მასთან მუშაობა.

საქართველოში არჩევნები დიდი ზარ-ზეიმით ტარდებოდა. იმართებოდა საზეიმო კონცერტები, რომლებშიც წამყვანი ადგილი მომღერალთა გუნდს ეჭირა. ასე იყო გურჯაანშიც.

"არჩევნების წინა საღამოს მამა ადრე დაწვა, - იხსენებს ბ-ნი აკაკი, - დაღლილი ვარ და დილაზე ადრე უნდა ავდგეო. ახალი ჩაძინებული იყო, რომ დაუძახეს. ორნი იყვნენ. მამა ადგა, სტუმრებს შეეგება, დედა გაგზავნა - ღვინო ამოიტანე და მისატანებელიც მოაყოლეო, მაგრამ აღარ დასჭირდა. ჯერ თოფი მოიკითხეს, შემდეგ ჩხრეკა დაიწყეს. მამა წაიყვანეს. თან გაიყოლეს თოფი და ქაღალდებიდან - მხოლოდ ერთი სიმღერის ტექსტი - "დაიგვიანეს, ჯერ არსად ჩანან..."

ბრალდებად სამშობლოს ღალატი წაუყენეს.

მტკიცება - "დაიგვიანეს" - ჩვენი სამშობლოს მტრებს - ქაქუცას და მის რაზმელებს - უმღერის, მათ ელოდებაო...

იმ ღამის შემდეგ აღარავის უნახავს პეტრე ზვერიაშვილი. "გულით და თვალით დაუვიწყარმა" ნინამ კერა არ გაუცივა. შვილები გაიზარდნენ და უკვე მოზრდილი შვილიშვილებიც ჰყავთ. "ჩემო კაკო" ხშირად ღიღინებს, მასაც უყვარს სიმღერა და ხმაც იშვიათი აქვს. ისიც მღეროდა გურჯაანის გუნდში, რომელსაც სანდრო კავსაძის ვაჟი ბ-ნი ანზორი ხელმძღვანელობდა, ოჯახში კი პატივით ინახავენ "პეტო პაპას ქაღალდებს".

მე კი ყოველთვის, როცა ვუსმენ "დაიგვიანეს" ჰაერში მოლივლივე ხმებს, ვფიქრობ ხოლმე - ნეტავ, ვის უმღეროდა პეტო პაპა-მეთქი...

ძვირფასო მკითხველო: თუ თქვენს ოჯახშიც ინახება ჟამთა სიავეს გადარჩენილი წერილები, რომლებიც ჩვენი ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეპიზოდებს გააცოცხლებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ. ამით კიდევ ერთხელ მოვეფეროთ იმ გაცრეცილ ბარათებს, რომლებშიც ჩვენი წინაპრები თავიანთ ცრემლსა და სიხარულს დებდნენ...

მოამზადა
ირინე იაკობიშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler