როგორ უნდა ვიხილო მოხუცებული მამის უზომო მწუხარება?
როგორ უნდა ვიხილო მოხუცებული მამის უზომო მწუხარება?
მშობელთა პატივისცემა უფლის ათ მცნებაში დადასტურებული და აღთქმული ურთიერთობაა ადამიანებსა და ღმერთს შორის. ამ მცნების უბადლო აღმსრულებელი თვით ჩვენი მაცხოვარი იყო. წმინდა წერილში უხვადაა ცნობები შვილებისა და მშობლების ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ჩვენ ორ მაგალითზე შევჩერდებით. ერთია, თუ როგორი უნდა იყოს მზრუნველი, მოსიყვარულე შვილი, მეორე კი მისი საპირისპირო. შესაბამისად, სასჯელი და ჯილდოც შესაფერია, რადგან მშობელთა პატივისცემასთან და სიყვარულთან პირდაპირ არის დაკავშირებული შვილების ბედნიერება და დღეგრძელობა.

პირველი მაგალითი იაკობის შვილები არიან. როგორც ცნობილია, იოსები ძმებმა გაყიდეს. იგი ეგვიპტის მმართველი შეიქნა და განგებამ ძმები მასთან მიიყვანა პურის საყიდლად. იოსებმა ძმები გამოცადა. იაკობმა უთხრა შვილებს: - წადით კიდევ ეგვიპტეში და იყიდეთ პურიო. იოსებმა ალერსიანად მიიღო ისინი და ჰკითხა: - კარგად არის მამათქვენიო? მერე ძმები სადილად მიიწვია. ნასადილევს უბრძანა მოურავს, ტომრები პურით აუვსე, ფულიც შიგ ჩაუდე, ბენიამინის ტომარაში კი ჩადე ჩემი სასმისი - ვერცხლის თასიო. მოურავმა აღასრულა იოსების ბრძანება. ქალაქიდან გასულ ძმებს იოსებმა მოურავი დაადევნა - იოსებს ვერცხლის თასი რად მოპარეთო. იოსებს ამ ხერხით უნდოდა გაეგო, როგორ მოიქცეოდნენ ძმები უბედურების დროს. იაკობის შვილებმა იცოდნენ, რომ ისინი ამ საქმეში უბრალონი იყვნენ და უთხრეს მოურავს: "რატომ ბრძანებს უფალი ჩვენი ამას? არ ვიქმთ ამ საქმეს. ვისაც აღმოაჩნდეს თასი, ის სიკვდილით დაისაჯოს, ხოლო ჩვენ ვიქმნეთ მონებად თქვენდა". დაიწყეს ჩხრეკა. თასი ბენიამინის ტომარაში აღმოჩნდა. იაკობის შვილებს თავზარი დაეცათ. ვერ მიხვდნენ, როგორ შეემთხვათ ეს უბედურება და დაბრუნდნენ იოსებთან. მან მრიხანედ ჰკითხა ძმებს, - ეს რა ქმენითო. იუდამ მიუგო: - რა ვთქვათ ან რით ვიმართლოთ თავი? ღმერთმან პოვა უსამრთლობა მონათა შენთა. აჰა, მონანი ვართ შენი ჩვენც და ისიც, ვისაც თასი აღმოაჩნდაო. იოსებმა უთხრა: "არა, მონად ჩემდა იქმნება მხოლოდ ის, ვისთანაც თასი აღმოჩნდა; თქვენ კი წადით მშვიდობით მამათქვენთან". მაშინ იუდა მიუახლოვდა მას და უთხრა: "გევედრები, უფალო, მომეც სიტყვის ნება და ნუ გამირისხდები მე, მონასა შენსა. თუ ჩვენ დავბრუნდით შინ უბენიამინოდ, მამა ჩვენი მოკვდება მწუხარებით. მე ვიდე თავს მაგის წამოყვანა, ამიტომ მე დავრჩები მონად შენდა, ხოლო ჭაბუკს მიეც ნება, ძმებთან ერთად დაბრუნდეს შინ. როგორ უნდა მივიდე მამასთან, თუ ბენიამინი არ იქნა ჩვენთან და როგორ უნდა ვიხილო მოხუცებული მამის უზომო მწუხარება?"

იოსები დარწმუნდა, ძმები გამოსწორებულან და მზად არიან, თვითონ გადაიტანონ ყოველივე გაჭირვება, ოღონდ მამას აარიდონ მწუხარებაო. მეტი ვეღარ მოითმინა, იქ მყოფი ეგვიპტელები დაითხოვა და ცრემლმორეული გამოეცნაურა ძმებს: - მე იოსები ვარო. ძმები ისე შეშინდნენ, რომ სიტყვის თქმაც ვერ მოახერხეს. იოსებმა დაამშვიდა ისინი: მომიახლოვდით. მე თქვენი ძმა ვარ, იოსები, რომელიც გამყიდეთ. ნუ წუხხართ ამის გამო. თვით ღმერთმა გამომგზავნა აქ, რომ თქვენი სიცოცხლე დამეცვა. წადით და მოუყევით მამაჩემს ყოველივე, რაც ნახეთ, რა პატივდებული ვარ ეგვიპტეში, დაუყოვნებლივ ჩამოიყვანეთ მთელი მისი ოჯახობით და საცხოვრებლით. შიმშილობა კიდევ ხუთ წელიწადს გასტანს და შიმშილით რომ არ ამოწყდეთ, გადმოსახლებას ნუ დააყოვნებთო.

გადაეხვია ბენიამინს, დაკოცნა ძმები და ბევრი იტირა.

ეგვიპტიდან დაბრუნებულმა ძმებმა მამას უთხრეს: "ძე შენი, იოსებ, ცოცხალ არს და იგი მთავრობს ეგვიპტეში". იაკობი განცვიფრდა და პირველად არ ერწმუნა მათ, მაგრამ მერე, როდესაც ნახა იოსების გამოგზავნილი ურმები და საჩუქრები, განცხოველდა სული იაკობისა და ძლიერ გაუხარდა.

ამის საპირისპირო ამბავი შეემთხვა დავით მეფეს და მის ვაჟს. დავითის ერთ-ერთმა ძემ, აბესალომმა, მოკლა თავისი ძმა, ამონი, გაიქცა იერუსალიმიდან და სამი წელი იმალებოდა. მამამ მიუტევა აბესალომს და შინ დაბრუნების ნება დართო. აბესალომმა კი მოინდომა ტახტიდან მამის გადმოგდება და გამეფება. განზრახვის აღსასრულებლად აუცილებელი იყო ხალხის სიყვარულის მოპოვება. ამისთვის ყოველგვარ საშუალებას ხმარობდა. მთელ სამეფოში გარეგნულად მასზე ლამაზი კაცი არ იპოვებოდა, განსაკუთრებით
ამშვენებდა გრძელი, ხუჭუჭა თმა. მარტო შესახედაობა იპყრობდა ხალხის გულს. გარდა ამისა, აბესალომი ხშირად დილაადრიანად გამოდიოდა იერუსალიმის ალაყაფის კარებში, ყველა შემხვედრს ეალერსებოდა, ეფერებოდა. თუ ნახავდა ვინმეს, საქმისთვის მეფესთან მიმავალს, გამოჰკითხავდა - სადაური ხარ და რა გაგჭირვებიაო. მერე ეტყოდა: - ვხედავ, შენი საქმე სამართლიანია, მაგრამ მეფეს ვინ ჰყავს, რომ მოგისმინოს. მე რომ ვიყო თქვენი მსაჯული, ყოველ საჩივარს თვითონ მოვისმენდი და არავის დავაკლებდი სამართალსო. თუ ვინმე თავს დაუკრავდა როგორც მეფის ძეს, მიესალმებოდა, ხელს ჩამოართმევდა, გადაკოცნიდა. ამგვარად მოინადირა ისრაელელთა გული. როცა აბესალომმა ხალხის აღსაშფოთებლად ყოველივე შეამზადა, მამას ქებრონში წასვლის ნება გამოსთხოვა - ძმის მკვლელობის შემდეგ გაქცეულმა ღმერთს აღთქმა მივეცი, თუ კეთილდღეობით დავბრუნდებოდი იერუსალიმში, ქებრონში ღმერთს მსხვერპლს შევწირავდი. დადგა დანაპირების აღსრულების დროო. დავითს გულში ეჭვიც არ გაუვლია და უთხრა: "წადი მშვიდობით". აბესალომმა ქებრონში წაიყვანა 200 წარჩინებული ებრაელი, რომელთაც მისი განზრახვისა არა იცოდნენ რა. მსხვერპლის შეწირვის დროს მოუწოდა დავითის უგონიერეს მრჩეველს აქიტოფელს და იგიც მიიმხრო. ამასობაში აბესალომმა მთელ ისრაელში ჯაშუშები გაგზავნა. მათ ნაბრძანები ჰქონდათ: "როცა გაიგონოთ საყვირის ხმა, აცნობეთ ხალხს, რომ აბესალომი გამეფდა ქებრონში". შეთქმულება მთელ ქვეყანას მოედო. დავითმა კი არ იცოდა, რა ბოროტებას უმზადებდა მას ღვიძლი შვილი. როცა ეს ამბავი დავითს შეატყობინეს, მეტად შეწუხდა. არ უნდოდა საკუთარი ძის ხელში ჩავარდნილიყო, დატოვა იერუსალიმი და თვალცრემლიანი, ფეხშიშველი გაიქცა. დავითთან შეიყარნენ მისი ერთგული მხედართმთავარნი, ჯარისკაცნი და ნათესავნი. ყველა მწარედ ტიროდა. სადუკ მღვდელმთავარს და ლევიტელებს აეღოთ აღთქმის კიდობანი და მიუტანეს დავითს. მეფემ კიდობანი თავის ადგილზე დააბრუნა. მაშინ მოახსენეს, აქიტოფელიც აბესალომს მიემხროო. დავითმა თქვა: "განაქარვოს ზრახვა აქიტოფელისა უფალმან ღმერთმან ჩემმან". ამ დროს დავითს გამოეგება მეტად მწუხარე ძველი მეგობარი ხუსი. უნდოდა, გაჰყოლოდა, მაგრამ დავითმა ურჩია, მისულიყო აბესალომთან, თავი მომხრედ მოეჩვენებინა და განექარვებინა ზრახვა აქიტოფელისა. ხუსის გაატანა მღვდელნი სადუკ და აბიათარ და შვილნი მათნი, რომ მათი პირით შემოეთვალა დავითისთვის ყოველივე ამბავი.

ერთ ადგილას დავითს შეხვდა ვინმე სემეი, საულის ნათესავი. დაუწყო ქვის სროლა და წყევლა: "განვედ, განვედ, კაცო მოსისხლეო და უსჯულო, ღმერთი გსჯის შენ საულის მაგიერ გამეფებისთვის". ახლობელმა ჰკითხა დავითს: "რად წყევლის ეს მკვდარი ძაღლი უფალსა ჩემსა მეფესა? წავალ და მოვკლავ მას". დავითმა კი უთხრა: "ძე ჩემი ეძიებს ჩემს მოკვლას და რა სიყვარული მოვთხოვო უცხოს? მწყევლოს, ვინ იცის, იქნებ უფალმა შემიბრალოს და მაგის წყევის წილ მომცეს კეთილი". ამასობაში აბესალომი, თავისი ჯარით და აქიტოფელის თანხლებით, შევიდა იერუსალიმში. მასთან მივიდა ხუსიც და უთხრა, - შენი მომხრე და მონა ვარო. აბესალომმა აქიტოფელს ჰკითხა რჩევა, თუ როგორ მოქცეულიყო. მან ურჩია: - 12 ათასი კაცი შევკრიბოთ და დავედევნოთ დავითს, მისი ჯარი დაღლილია. ისინი შევაშინოთ და გაიქცევიან, მარტო დარჩენილი დავით მეფე მოვკლათ და მერე ყველანი შენ დაგემორჩილებიანო. აბესალომს რჩევა ჭკუაში დაუჯდა, მაგრამ მაინც იხმო ხუსი - იმასაც უნდა ვკითხოო. ხუსმა აბესალომს უთხრა: "არა კეთილ არს აქიტოფელის რჩევა, აჯობებს, რაც შეიძლება მეტი ჯარი შევკრიბოთ, წავიდეთ, დავეცეთ თავს და დავითის მთელი ჯარი ამოვწყვიტოთ". აბესალომმა ხუსის რჩევა ამჯობინა, რის გამოც დაჯავრიანებულმა აქიტოფელმა თავი ჩამოიხრჩო. ხუსმა დავითს ჩუმად შეუთვალა, - შენი ჯარით გაიქეციო. დავითი გავიდა იორდანეს გაღმა, დაბანაკდა ქალაქ მანაიმში. აბესალომი დაედევნა. დავითმა ერთგული ჯარისკაცები მეამბოხეებთან საომრად გაგზავნა. მხედართმთავრებს კი უთხრა, რომ აბესალომი არ მოეკლათ. ბრძოლა ტყეში გაიმართა. დავითის ჯარმა დაამარცხა მოღალატის ჯარი - 20 ათასამდე მეამბოხე ამოწყვიტეს, სხვებმა თავს გაქცევით უშველეს. აბესალომსაც უნდოდა გაქცევა. ჯორზე შეჯდა და ტყეს მისცა თავი. უეცრად მისი გრძელი და ხშირი თმა მუხის ტოტებში გაიხლართა. ჯორი გაიქცა, აბესალომი კი თმით ტოტს დაეკიდა. ამ მდგომარეობაში მიუსწრო იოაბმა და გულში სამი ისარი სტყორცნა, მერე მხედრებმა ჩამოიღეს ხიდან, მოკლეს, იქვე, ორმოში ჩააგდეს და ქვები მიაყარეს. როცა დავითმა აბესალომის სიკვდილი გაიგო, ძლიერ შეწუხდა და ტიროდა: "აბესალომ, აბესალომ, შვილო ჩემო! უმჯობესი იყო, მე მოვმკვდარიყავი შენს მაგიერ". მეამბოხე ისრაელელებმა შეინანეს შეცოდება დავითის წინაშე, სთხოვეს პატიება და იერუსალიმში დაბრუნება. დავითი დაბრუნდა იერუსალიმში და ყველას აპატია დანაშაული.

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler