"დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა"
"დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა"
ცოდვის აღიარება, მხოლოდ აღიარებაც კი, უკვე საწინდარია მისგან განკურნება-გათავისუფლებისა. რაოდენ დიდი ცოდვებია კაცის კვლა, მრუშობა და სხვანი, მაგრამ მათი აღიარება, სურვილისა და სინანულის შემთხვევაში, ადვილია. ამპარტავნება კი გაცილებით მზაკვარი და მძიმე ცოდვაა. იგია მამოძრავებელი დანარჩენი ცოდვებისა და მით უფრო მძიმე, რომ ადამიანს მისი აღიარება ძალიან უჭირს, მეტიც - როგორც წესი, არ ძალუძს. ამპარტავნებით დაეცა პირველი ადამიანიც და მისი შემცდენელი ეშმაკიც. ამიტომ როდესაც კაცს ამპარტავნება დაუფლებია, ქალწულებრივადაც რომ ცხოვრობდეს, მარხულობდეს, ლოცულობდეს, მოწყალებას გასცემდეს და მრავალ სხვა სათნოებას იქმოდეს, მაინც საძაგელია იგი უფლის თვალში.

სახარება არაერთგან ახსენებს ამ ვნებას, აღწერს მის შედეგებსა და განცდებს, ყველაზე ხშირად კი ფარისევლებზე მოგვითხრობს, რომელთა ამპარტავნება უსაზღვრო და თვალში საცემი იყო. მათი ისტორია ასეთია:

ფარისევლებმა (ეს სიტყვა ებრაულიდან "განყოფილებად", "განშორებულებად" ითარგმნება) თავის დროზე ებრაელი ხალხის ისტორიაში დადებითი როლი შეასრულეს. როდესაც ებრაელი ხალხი ტოტალურ ელინიზაციას განიცდიდა, ფარისევლები აღმოჩნდნენ თითქმის ერთადერთნი, ვინც მტკიცედ, აშკარად მოუწოდებდა ერს, დაეცვათ რჯული, ერთი ღმერთის თაყვანისცემა და არ დაეკარგათ ეროვნული თვითშეგნება. მაგრამ ერის სინდისსა და სიწმინდეზე ზრუნვამ ფარისევლები თანდათანობით ებრაელი ხალხისთვის ნეგატიურ მოვლენად აქცია - სწორედ მათი წყალობით ვერ შეიცნო ამ ერმა მესია, რომელსაც ასე ელოდა.

ფარისეველნი თავს ღვთის მეგობრებად მიიჩნევდნენ, რადგან აბრაამის შთამომავალნი იყვნენ და ასრულებდნენ როგორც საღვთო წერილით გადმოცემულ წმინდა რჯულს, ასევე მამა-პაპათა ზეპირ გადმოცემას. საბოლოოდ ცდილობდნენ, სხვათა დასანახად ემოქმედათ რჯულის მიხედვით, მაგრამ არ ზრუნავდნენ, რომ მათი ფიქრები, გრძნობები და სურვილები რჯულის მოთხოვნათა შესაბამისი ყოფილიყო. მეტისმეტ ყურადღებას აქცევდნენ ტრადიციების შესრულებას, რომლებიც ზოგჯერ რჯულის საწინააღმდეგოც კი იყო. თავი მოჰქონდათ წარმომავლობითა და გარეგანი სიწმინდით; ზიზღით უყურებდნენ წარმართებსა და გაჭირვებულებს, როგორც ღვთისგან დასჯილთ. "მე მათ არ ვგავარ", - ფიქრობდა ფარისეველი (გაიხსენეთ სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის იგავი).

ფარისევლები ითვლებოდნენ ხალხის მასწავლებლებად და მცველებად იუდეველთა ეროვნული თვითმყოფადობისა, რომელსაც ბერძნები და რომაელები ავიწროებდნენ. ამიტომ ერი პატივისცემით ეპყრობოდა მათ. ხალხში მათი ღირსება რომ არ დამცრობილიყო, არამედ, პირიქით, ექოთ და ედიდებინათ ისინი, ფარისევლები სხვათა დასანახად მომეტებულად მარხულობდნენ, ლოცულობდნენ და მოწყალებას გასცემდნენ. ცდილობდნენ, შეკრებებში პირველი ადგილი დაეკავებინათ და უყვარდათ, როცა ესალმებოდნენ სიტყვებით: "მოძღვარო, მოძღვარო". ასეთი ამპარტავნული თავდაჯერების გამო ფარისევლებს მესიაზეც არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ. მათი აზრით, მესია ამქვეყნიური მეფე უნდა ყოფილიყო. ასეც ასწავლიდნენ ხალხს: "მესია მოვა უეცრად, დაამარცხებს კერპთაყვანისმცემლებს, შეკრებს ისრაელის ყველა ტომს და დაჯდება დავითის სამეფო ტახტზე. ებრაელებს უხვად ექნებათ ოქრო და ვერცხლი და ყოველი ქვეყნიური სიკეთე, ყველა სხვა ხალხი კი დაემორჩილება და მოემსახურება მათ".

ამპარტავნება ისეთი ყოვლისმომცველი ვნებაა, რომ თავდაპირველად ის ქრისტეს მოციქულებისთვისაც არ იყო უცხო. პეტრეს უარყოფის მთავარი მიზეზიც ამპარტავნება გახლდათ. სწორედ მისი ბრალი იყო, რომ პეტრემ სხვა მოციქულებზე მეტად აღიმაღლა თავი და თქვა: "დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მიმართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე" (მთ. 26:33). მაშინაც კი, როდესაც უფალმა გაცემა უწინასწარმეტყველა, მან ამას ყურადღება არ მიაქცია. "ხოლო პეტრე უმეტესად უფროის იტყოდა: დაღაცათუ იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უარ-გყო შენ" (მათე 14:31). სწორედ ამპარტავნებამ გახადა იგი კადნიერი და საფრთხის უგულებელმყოფელი არა მარტო მაშინ, როდესაც იგი მღვდელმთავრის ეზოში შევიდა, სადაც მრავალი მსახური იყო, არამედ მაშინაც, როდესაც მათთან ერთად ცეცხლს მიუჯდა. ის კადნიერებით ფიქრობდა, რომ თვითონ კი არ სჭირდებოდა ეშმაკთან ბრძოლა, არამედ ეშმაკს უნდა შინებოდა მისი. მაშ, როგორღა შეძლებდა, მტკიცედ ყოფილიყო იმ წუთებში, როდესაც ასეთი ამპარტავნებით იყო სავსე? "დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა" (იგავ. 16:18).

მხოლოდ პეტრე მოციქული არ ყოფილა ამპარტავნების ვნებით შეპყრობილი; ასევე იყვნენ სხვა მოციქულებიც. სხვაგვარად ისინი მაცხოვრის დედამიწაზე ცხოვრების უკანასკნელ დღეს, საიდუმლო სერობის წინ, არ დაიწყებდნენ იმის ძიებას, ვინ იყო მათ შორის უპირატესი. მაცხოვარმა მათ სიმდაბლის მაგალითი უჩვენა და ფეხები დაბანა, მერე კი კაცობრიობას სამარადისო სიტყვები დაუტოვა: "თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს. სწორად ამბობთ, რადგანაც ვარ. ამიტომ თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მონა არ არის თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული არ არის მომავლინებელზე დიდი. რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ" (იოანე 13:12-17).

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat