დედაშვილობა
დედაშვილობა
იესო და მისი მოწაფეები გალილეის კანას ქორწილში იყვნენ მიწვეულნი. სუფრას ღვინო შემოაკლდა. იესოს დედამ უთხრა: "ღვინო აღარა აქვთ". იესომ მიუგო: "რა გინდა ჩემგან, დედაკაცო? ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა". დედა მსახურებს მიუბრუნდა: "გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით" (იოან. 2, 2-5).

ქორწილში დაფიქსირებული ღვთაებრივი დედა-შვილის ურთიერთობა ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუშია მაცხოვრის ადამიანური ურთიერთობისა ხორციელ დედასთან. "რა გინდა ჩემგან, დედაკაცო?" - ეს ნათქვამი არამც და არამც არ შეიძლება გავიგოთ, როგორც უხეშად ნათქვამი. წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ ეს ფრაზა დედის შეურაცხმყოფელი კი არ არის, არამედ მისთვის თავისი ძალმოსილების კეთილად წარმომჩენი, რომლის შესახებაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა, შესაძლოა, სრულად არა, მაგრამ მაინც იცოდა, თორემ თავის ძეს არ სთხოვდა შემოკლებული ღვინის შემატებას. უფალი ყოველთვის საუკეთესოდ წარმართავდა კონკრეტულ სიტუაციას, ამიტომაც დედამისს, შეიძლება ითქვას, ურჩ ექმნება, რადგან არ უნდოდა დედის თქმით თუ რჩევით აღესრულებინა სასწაული, რომელიც ბევრს დააეჭვებდა მის რეალურობაში. იესო ელოდა, რომ მასპინძლები თვითონ სთხოვდნენ დახმარებას, რაც უეჭველი და აშკარა იქნებოდა ყველასთვის. გარდა ამისა, დედას ასე იმიტომაც მიუგო, რათა მისთვისაც ესწავლებინა ჯეროვანი საქმე, რადგან სასწაულნი ჯერისამებრ იქმნებიან. თუმცა კი მაინც აღუსრულა თხოვნა, რათა მთლიანად ურჩი არ გამოსულიყო დედის წინაშე, აგრეთვე იმიტომაც, რომ ვინმეს არ ჰგონებოდა, მას არ შეეძლო ამის გაკეთება, თანაც დედას მსახურები უკვე გაფრთხილებული ჰყავდა: გააკეთეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვითო.

დედა-შვილის ურთიერთობის სხვა მაგალითიც არის სახარებაში: ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იესოს ძმებთან (იოსების შვილებთან) ერთად მივიდა უფალთან იმ დროს, როცა მოხდენილი სასწაულით განცვიფრებული ხალხი, რომელსაც სრულიად გაევსო სახლი და ეზო, უდიდესი ყურადღებით ისმენდა სასწაულმოქმედის ყოველ სიტყვას. ცხადი იყო, მათ გაუჭირდებოდათ ხალხის გარღვევა და სახლში შესვლა, ამიტომ წინ, იესოსთან ახლოს, მდგომთ დაუწყეს თხოვნა, ენიშნებინათ ქრისტესთვის, რომ მასთან შეხვედრა და საუბარი სურდათ. "მაშინ ჰრქუა ვინმე მას" - შესაძლოა, ეს ვიღაც ერთი ფარისეველთაგანი იყო, რომელსაც ალბათ გაუხარდა, იესოსთვის მათი მწარე მხილების შესაძლებლობა რომ ეძლეოდა და მიმართა: "აჰა, დედა შენი და ძმანი შენნი ჰსდგანან გარეშე და უნებს რამე სიტყუად შენდა" - შენთან სურთ ლაპარაკიო. შეხედე, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - მათ ეკუთვნოდათ მოცდა, თუკი არ სურდათ და არც შეეძლოთ შესვლა, ვიდრე საუბარს დაასრულებდა უფალი. მაგრამ მას გარეთ უხმობენ, თანაც სხვების თანდასწრებით, რითაც ძმებს სურთ აჩვენონ, რომ მასზე უფლებით მბრძანებლობენ. ამიტომაც ახლაც ინება უფალმა მათი შეგონება: "ხოლო იესო მიუგო მეტყველსა მას და ჰრქუა: ვინ არს დედა ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?" მაცხოვრის ეს სიტყვები განსაკუთრებულ განმარტებას ითხოვს. როცა უფალი განეშორა თავის ხორციელად შობილ ძმებს, კი არ უარყო რაიმე ქვეყნიური სინამდვილე, არამედ მხოლოდ დაამტკიცა თავისი ღვთიური შობის ზეციური ჭეშმარიტება. მისი ძმები ვითომ ძმები იყვნენ მისთვის, რადგან მამობილის - იოსების - შვილები იყვნენ. მაგრამ როგორ მოხდა, რომ უფლის დედასაც მისი ძმების მსგავსი ხვედრი ერგუნა? მას რომ დედისგან განდგომა მოენდომებინა, - ამბობს წმიდა იოანე ოქროპირი, - მაშინ უნდა განრიდებოდა, როცა იუდეველებმა დაამდაბლეს, მაგრამ პირიქით, იესო ისე ზრუნავდა მასზე, რომ ჯვარზე გაკრულმაც კი დედა ჩააბარა თავის უსაყვარლეს მოწაფეს. ახლა კი, ვინაიდან ძმებს იგი უბრალო ადამიანად მიაჩნდათ და ცუდად მედიდურობდნენ, ამ მანკიერებას ისე აღმოფხვრის, რომ მათ კი არ შეურაცხყოფს, არამედ გამოასწორებს. გულთამხილავმა იცოდა, რა ცუდმედიდური აზრები ჰქონდათ ძმებს და არ სურდა, ძმების ზრახვებთან თანაზიარობის მცირედი ჩრდილიც კი შეხებოდა დედამისს; ამ შემთხვევაშიც უფალი ამოდიოდა თავისი კურთხეული დედის სურვილიდან - ყოველმხრივ მორიდებოდა ადამიანურ დიდებას და არაფრით გამორჩეულიყო სხვათაგან. იესო რომ დამორჩილებოდა ნათესავების ნებას, მაშინ მისი მტრები ამას ცილისწამებისთვის საჭირო საბუთად გამოიყენებდნენ - თითქოს მას სჭირდებოდა მათი ზრუნვა. უფალი თითქოს ასე ამბობდა: რატომ გინდათ, რომ ჩემი ქვეყნიური დედის ნებით განმაშოროთ ზეციური მამის ნების შესრულებას. მე მინდობილი ვარ ზეციური მამის ნებას, და მის საქმესა და მის სასუფეველს; აი, აქ ვეძიებ მე ნათესავს, თუკი ეს საჭიროა: "ვინ არს დედა ჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?" - და მიუთითა ყველაზე, ვინც კი მას თავის მასწავლებლად თვლიდა, ხოლო საკუთარ თავს - უფლის მოწაფედ და თქვა: "აჰა, დედა ჩემი და ძმანი ჩემნი". თუ დედაჩემს სურს იყოს ნეტარი, მან უნდა შეასრულოს ჩემი მამის ნება. როგორი პატივია, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - როგორი დიდი სათნოება, რა სიმაღლეზე აჰყავს მას მისი გზით მავალი! რამდენი დედა შენატროდა წმინდა ქალწულს, სურდათ ყოფილიყვნენ მისდარი დედები და ყველაფერი მიეტოვებინათ! რა ეწინააღმდეგებოდა მათ? და აი, იესო ქრისტემ გვაჩვენა ფართო გზა არა მარტო დედებს, არამედ მამებსაც, რათა მათ შეძლონ მიაღწიონ ამ დიდებულ პატივს და უფრო მეტსაც. როცა მშობლები, ნათესავები, მოძღვრები, უფროსები ითხოვენ ჩვენგან იმას, რაც ჩვენს სიბრძნეს ეწინააღმდეგება, მაგრამ საჭიროა, სასარგებლოა ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, სავნო არაა, შესწირეთ თქვენი სიბრძნე, გაიხსენეთ იესო, სიბრძნე მისი, რომელიც ხურო იოსებს ემორჩილებოდა. მაგრამ თუ მშობლებისა და ნათესავების არასასურველი მაგალითი და სურვილი მიგიზიდავთ რჯულისა და სარწმუნოების საწინააღმდეგო საქმეებისკენ, რომლებიც არღვევს სინდისის სიმშვიდეს, მაშინ თქვენც იესოს მსგავსად იკითხეთ: "ვინ არს დედაჩემი? ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი"?

მოამზადა დიაკონმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat