სანამ დროა, დავფიქრდეთ, როგორია ადამიანების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება
სანამ დროა, დავფიქრდეთ, როგორია ადამიანების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება
რატომ მომწონხართ?
თავისუფალი ნებელობა და აზროვნება, გონიერება ის კრიტერიუმებია, რითაც ადამიანი ემსგავსება ღმერთს. სხვა საკითხია, როგორ ვიყენეთ ამ ფასეულობებს. მაგრამ ერთი კია, რომ აზროვნება ნიშნავს ლოგიკას და პირიქით, რაც ადამიანს უდავოდ გააჩნია, მაგრამ ერთი საოცარი პარადოქსია: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამ მაღალი ღირებულებებით არის ნასაზრდოები, იგი თავისი ცხოვრების, მოღვაწეობის, ასპარეზის 90%-ს ალოგიკურად ანუ უგუნურად წარმართავს, არადა "ჰომო საპიენსები" ვართ და რა მოგვდის? რატომაა ამდენი ალოგიზმი ჩვენს ცხოვრებაში?

მარტივი მაგალითის მოყვანაც შეგვიძლია: როდესაც მაწონს ან არაჟანს ვყიდულობთ სუპერმარკეტში, დავხედავთ ხოლმე გამოშვების თარიღს - ეს ლოგიკური საქციელია და მოტივირებულია იმით, რომ არ გვინდა, ვადაგასული საქონელი შევიძინოთ, რადგან შეიძლება მოგვწამლოს, მაგრამ იგივე ადამიანი იმავე სუპერმარკეტში ყიდულობს სიგარეტს, რომლის 10%-ს აწერია, რომ ეს პროდუქტი შხამია, მაგრამ არც ვამჩნევთ და ვაგრძელებთ მოწევას. ეს უკვე ალოგიკური ქმედებაა.

როგორც აღვნიშნე, ჩვენს ცხოვრებაში ამგვარი "სიმართლეები" უფრო ჭარბობს, ვიდრე გონიერი, საზრიანი საქციელი. გაუაზრებელი ქმედება არის კაცობრიობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფუნდამენტური თვისება. მავანნი ამგვარ საქციელს ინსტინქტსაც კი უწოდებენ, რაც არასწორია! ქვეცნობიერის თუ ზეცნობიერის მარადიული კონფლიქტი ან პარანორმალური მოვლენები თუ ექსტრასენსორიკა - ყველა ეს წარმოადგენს კაცობრიობის უგუნურ ქმედებათა სანაგვეს, რომელიც კარგად შეფუთულია და მორთმეულია ჩვენს დასაღუპად. სიმართლე კი, როგორც ყოველთვის, მარტივია. საქმე ეხება ჩვენს ცოდვით დაცემულ, გაუკუღმართებულ ბუნებას, ღვთისგან დაშორებას, უზნეობას და ა.შ. და რომელ გააზრებულ ქმედებასა თუ საქმეზე შეიძლება ვილაპარაკოთ, როცა ერთადერთი კრიტერიუმი ჩვენეული არჩევანისა არის ის, რაც მე მომწონს, რაც მე მიმაჩნია სწორად, რაც მე მსიამოვნებს, რაც ჩემთვის არის ხელსაყრელი, ანუ მე, მე და მხოლოდ მე! დღევანდელი თემაც სწორედ ადამიანის ერთ-ერთ გაუაზრებელ, მაგრამ ალბათ "სასიამოვნო" საკითხს შეეხება.

რატომ მომწონს ესა თუ ის ადამიანი? ან რა არის მოწონება? რატომ გვინდა ვიმეგობროთ უფრო სიმპათიურ ადამიანთან, ვიდრე ნაკლებ მომხიბლავთან?

ანტიკურ ეპოქაში ორიენტირი გარეგნობაზე იმდენად დიდი იყო, რომ ცნობილი დევიზი, "ჯანსაღ სხეულში (ძველი ბერძნები გულისხმობდნენ ლამაზ სხეულს) ჯანსაღი სულიაო", წამყვანი იყო და მათი ლეგენდა-მითები ზოგიერთებს დღესაც აღაფრთოვანებს. ქრისტიანობამ ამგვარი სულისკვეთება გაანელა, მაგრამ თანამედროვეობა კვლავ უბრუნდება პირველსაწყისს. ქრისტიანულ ცნობიერებაში არასდროს ყოფილა უგულებელყოფილი გარეგნული ანუ სხეულებრივი მომენტი ადამიანისა, უბრალოდ, სულის უპირატესობა და დომინანტობა იყო წარმოჩენილი, რაც ადამიანთა შორის ჰარმონიული, ნაკლებ ემოციური, თუ გნებავთ, არავულგარული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს. მაგრამ დღეს, როგორც მოგახსენეთ, ყველაფერი კვლავ მხოლოდ გარეგნულზე დამოკიდებული რჩება და ადამიანთა შორის ურთიერთობა ანგარებით წარიმართება; ოღონდ ეს ანგარება მაინცდამაინც ფულად-მატერიალურ დაინტერესებას არ წარმოადგენს, ვგულისხმობ ანგარებას, რომელიც ჩვენს შინაგან სამყაროს, ვნებებით აღსავსე სამყაროს, ბილწი გულისთქმებით აღსავსე სამყაროს ეხება, რაც მარტივ მაგალითშიც შეიძლება დავინახოთ: მე, მაღაზიის მეპატრონე, გამყიდველ გოგონას შევარჩევ სილამაზის მიხედვით, რადგან იქნებ უფროსობით ვისარგებლო და ვაიძულო, დავითანხმო მრუშობაზე! სამწუხაროდ, ამგვარი მაგალითები იმდენად ბევრია, რომ შევეჩვიეთ კიდეც. ჩვენც იმავეს გავაკეთებდით, თუკი ამის საშუალება გვექნებოდა! ამგვარი მარაზმული ყოფა კი ქრისტიანობა აღარ არის, დასასრულის დასაწყისია. სანამ დროა, დავფიქრდეთ, როგორია ადამიანების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, ანგარებიანია თუ არა.

ბევრი ჩვენგანი აღიარებს, რომ სასიამოვნო გარეგნობის ხალხს სოციალურ ურთიერთობაში უპირატესობა აქვს. თუმცა ახლახან ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ უპირატესობის მიზეზს. ასეთი რეაქცია ავტომატურია და მას სოციოლოგები მიაკუთვნებენ ე.წ. ჰალოეფექტის ტიპის კატეგორიას. ჰალოეფექტს ადგილი აქვს მაშინ, როცა ადამიანის ერთი დადებითი თვისება ხვდებათ თვალში. ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ ფიზიკური მომხიბვლელობა სწორედ ასეთი თვისებაა.

გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ სასიამოვნო გარეგნობის მქონე ინდივიდებს ავტომატურად მივაწერთ დადებით თვისებებს - ნიჭიერებას, სიკეთეს, პატიოსნებას, ჭკუას. გარდა ამისა, არც ვუფიქრდებით, რა დიდ როლს თამაშობს ფიზიკური მომხიბვლელობა ხალხის ჩვენეულ აღქმაში. შედეგი ქვეცნობიერი დაშვებისა - "ლამაზი ფორმა ტოლია ლამაზი შემადგენლობის" შემაშფოთებელია. კანადაში ჩატარებული ერთ-ერთი ფედერალური არჩევნების ანალიზისას აღმოჩნდა, რომ გარეგნულად მომხიბვლელმა კანდიდატებმა მიიღეს 2,5-ჯერ მეტი ხმა. თუმცა დამატებითმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ამომრჩევლები ვერ აცნობიერებდნენ კანდიდატების მიმართ მიკერძოებას. ამომრჩეველთა 73% გადაჭრით უარყოფდა, რომ მათ არჩევანზე იმოქმედა კანდიდატთა ფიზიკურმა მომხიბვლელობამ, 14%-მა კი დაუშვა მსგავსი გავლენის შესაძლებლობა.

ამგვარივე შედეგები მიიღეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე გარეგნული ნიშნით არჩევისას. თანაც, გასაუბრების წამყვანნი ამტკიცებდნენ, რომ გარეგნობა მათ გადაწყვეტილებაზე არ მოქმედებდა.

როგორც სასამართლოების მსვლელობის გამოკვლევამ აჩვენა, მოსამართლის გადაწყვეტილება ბევრადაა დამოკიდებული ბრალდებულთა გარეგნულ სახეზე.

ლამაზი ხალხი უფრო ხშირად იღებს დახმარებას. ძალდაუტანებლად ახერხებენ კამათში ოპონენტის გადმობირებას. ორივე სქესის წარმომადგენლები მომხიბვლელ გარეგნობაზე ერთნაირად რეაგირებენ. ჩატარებული გამოკვლევების თანახმად, სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცები და ქალები თავიანთი სქესის წარმომადგენლებისგანაც ხშირად იღებენ დახმარებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხიბვლელი ადამიანი განიხილება, როგორც მეტოქე. ნათელია, რომ სიმპათიურებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ. ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ექმნება ბავშვს წარმოდგენა ლამაზი გარეგნობით განპირობებულ სოციალურ სარგებელზე.

საინტერესო მონაცემები მიიღეს სკოლაში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად. აღმოჩნდა, რომ უფროსები ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ აგრესიულ ქმედებებს, თუ მას სჩადიან ლამაზი ბავშვები. ფიქრობენ, რომ მომხიბვლელი ბავშვები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მათი ნაკლებად სიმპათიური თანაკლასელები.

გასაკვირი არცაა, რომ ფიზიკური მომხიბვლელობის შარავანდს ხშირად იყენებენ ე.წ. დამთმობლობის პროფესიონალები. გასაგებია, რატომ ასწავლიან მომავალ სავაჭრო აგენტებს, კარგად ეცვათ და კარგად მოიქცნენ, რატომაა, რომ მოდელიერები სამუშაოდ იღებენ სიმპათიურ ახალგაზრდებს და, როგორც წესი, თაღლითების უმრავლესობა ლამაზი გარეგნობისაა.

პარფიუმერიის წარმოებაში, დიდი ხანი არაა, რაც ზემოთ აღწერილი ჰალოეფექტის გონებამახვილური ხერხით - რეკლამირებით გამოყენება დაიწყეს. ვაშინგტონში მოქმედი კოსმეტიკის, პარფიუმერიისა და არომატების კომპანიამ მნიშვნელოვანი თანხები გამოყო გამოკვლევების დასაფინანსებლად, რომელთა მიზანიც მომხმარებელთათვის სილამაზის სარგებლიანობაზე ცნობების მიწოდება იყო. ნიუ-იორკში ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოცხადდა სამეცნიერო გამოკვლევის შედეგები, სადაც დამტკიცდა, რომ მომხიბვლელ გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. როგორც მკვლევარებმა განაცხადეს, მომხიბვლელ ინდივიდებს მეტი შესაძლებლობა აქვთ, იშოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. მათ მიიჩნევენ კეთილ, საინტერესო და კომპეტენტურ ადამიანებად.

ასე რომ, დაფიქრდით, რატომ მოგწონთ ვინმე და რატომ მოსწონხართ ვინმეს.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler