ჭამა სიამოვნებაა - "ამაოების ბაზარზე" ყველაზე წარმავალი სიამოვნება!
ჭამა სიამოვნებაა - "ამაოების ბაზარზე" ყველაზე წარმავალი სიამოვნება!
როგორ ტრაპეზობდნენ ძველი ქრისტიანები
თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობისთვის ყოფიერების საზრისი საკვები გამხდარა, რასაც ყველასთვის კარგად ნაცნობი მანკიერი ფორმები მიუღია. სწორედ ამას მოწმობს ქორწილისა თუ ქელეხის ზღვარგადასული "ტრადიციული" ღრეობა. თანაც აქეთ გვიკიჟინებენ, ჩვენი ქრისტიანი მამა-პაპაც ასე იქცეოდაო. ვინმეს ეს სიმართლე რომ არ ეგონოს, მოგითხრობთ, როგორი იყო პირველ ქრისტიანთა ნამდვილი ტრაპეზი, რომელიც დღევანდელისგან ისევე განსხვავდებოდა, როგორც ცა და დედამიწა.

ტერტულიანე ბრწყინვალედ აღწერს, როგორ ტრაპეზობდნენ ძველი ქრისტიანები: "მაგიდას ლოცვის შემდეგ მიუსხდებიან. მიირთმევენ იმდენს, რამდენიც დანაყრებისთვისაა საჭირო; სასმელსაც იმდენს იხმევენ, რამდენიც თავშეკავებული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი და მუდამ ფხიზლად არიან, არასოდეს თვრებიან. ასე რომ, იმავე საღამოს შეუძლიათ აღავლინონ ლოცვა უფლის მიმართ. საუბრის დროს კარგად ახსოვთ, რომ მათი თითოეული სიტყვა ღმერთს ესმის. ხელის დაბანისა და კანდელის ანთების შემდეგ ყველანი სამადლობელ ლოცვას უგალობენ ღმერთს. ტრაპეზიც ლოცვით მთავრდება. მერე კი კეთილ საქმეთა აღსასრულებლად მიდიან და არა ბოროტის საქმნელად, ვინაიდან სიკეთითაა განმსჭვალული მათი ყოველი საქმე".

მართალია, ტერტულიანე ქრისტიანულ აღაპებს აღწერს, მაგრამ, წეს-ჩვეულებათა თვალსაზრისით, ვერავითარ განსხვავებას ვერ ხედავს აღაპებსა და ტრაპეზს შორის. კლიმენტი ალექსანდრიელი კი წერდა, რომ ქრისტიანები ფსალმუნებითა და გალობის თანხლებით სადილობდნენ. "სადილის ჟამი არ უნდა დარჩეს ღვთისადმი აღვლენილი ლოცვის გარეშე. მოკრძალებული სადილის დროს ფსალმუნნი იკითხე, ხოლო თუ კარგი ხმა და მახსოვრობა გაქვს, შეგიძლია, იგალობო კიდეც", - შეგვაგონებს კვიპრიანეც.

დიდი აღტაცებით საუბრობდნენ წმინდა მამები მოკრძალებაზე, ზომიერებასა და სიბრძნეზე, სადილობისას რომ სუფევდა ქრისტიანთა ოჯახებში. აპოლოგეტი მინუციუს ფელიქსი ამბობს: "ჩვენი ტრაპეზი განმსჭვალულია მაღალზნეობრივი სულისკვეთებით, ვინაიდან ჩვენთვის მიუღებელია უქმადმეტყველება და მხიარულებას მოკრძალებული და ბრძნული მეტყველებით ვაზავებთ". "სხვანი, - ამბობს კლიმენტი ალექსანდრიელი, - იმისთვის ცხოვრობენ, რომ ჭამონ პირუტყვთა მსგავსად, ჩვენმა მოძღვარმა ქრისტემ კი გვასწავლა, საკვები მხოლოდ იმისთვის მივიღოთ, რომ ვიცხოვროთ და საკვებზე ზრუნვა ჩვენი ცხოვრების მიზანი არ გახდეს... მრავალფეროვნება კერძებისა არ არის სასურველი ქრისტიანისთვის, რადგან იგია მიზეზი ყოველგვარი უძლურებისა".

კლიმენტი ალექსანდრიელი კიცხავს იმ ადამიანებს, რომელნიც შორეული ქვეყნებიდან ეზიდებიან ათასგვარ სანელებელსა და ნუგბარს. ასეთებს თითქოს სურთ, თავიანთი სიამოვნებისთვის მთელი სამყარო ერთ ბადეში მოაქციონ. მათ კლიმენტი ალექსანდრიელი ადამიანებსაც კი აღარ უწოდებს, არამედ "ყბებად" და "პირებად" მოიხსენიებს. იგი მკაცრად შეაგონებს ქრისტიანებს, რომელთაც გაამრავალფეროვნეს აღაპები: "ჩვენ აღაპს, სიტყვის ბრწყინვალე საქმეს, შეურაცხვყოფთ მრავალფეროვანი ჭურჭლითა და საკვებით..." გემრიელ საკვებს სხეულისა და სულის მომაკვდინებლად მიიჩნევს. მისი თქმით, ვინც ზომიერად იკვებება, ძლიერი, ჯანმრთელი და საღად მოაზროვნეა. მაგალითად უბრალო გლეხისა და ფილოსოფოსის (ამ შემთხვევაში - ზომიერი ადამიანის) მდიდართან შედარება მოჰყავს. ქრისტიანის სადილი უნდა იყოს უბრალო და მცირე, ხელს არ უნდა უშლიდეს ღამის მღვიძარებას. წმინდა მამა გმობს გაუმაძღრობასაც: "მიუღებელია, გაუმაძღარი თვალებით უცქერდე საკვებს. მიუღებელია ხელის მუდმივად გაწვდენა საკვებისაკენ. მიუღებელია პირის გამოტენა, მტაცებელთა მსგავსად. ასეთნი ღორებს და ძაღლებს ემსგავსებიან - ჩქარობენ, გაძღნენ და სწრაფად ივსებენ პირს. ოფლად იღვრებიან და სუნთქვა უჭირთ... ჩქარობენ, უზომო ხორაგით ამოიყორონ სტომაქი".

კლიმენტი ალექსანდრიელი განსაკუთრებული ყურადღებით გვმოძღვრავს, როგორ მივიღოთ საკვები. ქრისტიანებმა თავდაჭერილად უნდა გადაიღონ კერძი, არ დაისვარონ ხელები, წვერი და არც სუფრა დასვარონ. უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე და ახალი ულუფა დაუყოვნებლივ არ გადაიღონ.

ქრისტიანებს იმასაც ურჩევს, თავი შეიკავონ საუბრისგან. საკვების მიღების დროს საუბრისას ხმა იცვლება, უსიამოდ ჟღერს და მსმენელი წუხდება.

მიუღებელია სმა და ჭამა ერთდროულად: ეს ნიშანია თავშეუკავებლობისა. კლიმენტი ალექსანდრიელი აგრეთვე ურჩევს ქრისტიანებს, არ მიიღონ ისეთი საკვები, რომელიც სასქესო ორგანოებს აღაგზნებს: "მიირთვით ხახვი, ზეთისხილი, ბოსტნეული, რძე, ყველი და, თუ გნებავთ, მოხარშული ან შემწვარი ხორცი. საკვები, რომელიც ცეცხლზე მომზადებას არ საჭიროებს, ნაკლებ ზრუნვას მოითხოვს, იაფია და ამავდროულად იოლი მოსანელებელიცაა. სწორედ ის კერძი, რომელიც ამრავალფეროვნებს სუფრას, არის მიზეზი ყოველგვარი უძლურებისა, ვინაიდან ღორმუცელობისა და გაუმაძღრობის დემონი ყველაზე დაუნდობელი და დამღუპველი დემონია".

წმინდა მამა განსაკუთრებულ ყურადღებას ღვინის სმის წესს უთმობს. მისი თქმით, ღვინის მცირე ოდენობით მიღება დასაშვებია, როგორც წმინდა პავლე მოციქული წერს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში, მცირეოდენი ღვინო სასარგებლოა კუჭისთვის. იგი ღვინოს წამალს ადარებს - ის ყველამ არ უნდა მიიღოს. ახალგაზრდებმა, გოგონებმა თუ ვაჟებმა, და გათხოვილმა ქალებმა ღვინისაგან თავი უნდა შეიკავონ: "ფიცხი ასაკის ადამიანისთვის ღვინის დალევა ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია - ამით ღვივდება ყოველგვარი ვნება; შინაგანად აგზნებული ახალგაზრდები მანკიერებათა მსხვერპლნი ხდებიან... უმჯობესია, თავი შეიკავონ ღვინისგან და ამით თავი დაიცვან მისი სმის შედეგად წარმოშობილი ვნებებისაგან. თუ წყურვილი გაწუხებთ, უმჯობესია, წყალნარევი ღვინო მიიღოთ. თვით წყლის მიღებაც უზომოდ არ არის სასურველი, რათა კუჭს საკვების მონელება გაუადვილდეს". მკაცრად გმობს კლიმენტი ალექსანდრიელი ლოთობის ვნებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს სენი იმდროინდელ ქრისტიანებში იშვიათობა იყო.

"აუცილებელია, დაიცვათ წესები ღვინის სმის დროს, - შეგვაგონებს მოძღვარი, - სვით მშვიდად და არ დაეწაფოთ სასმელს გაშმაგებით. სმის დროს არ უნდა დაისვაროთ არც ტანისამოსი და არც წვერი, ეს ხომ მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ერთი ამოსუნთქვით ცლით ღვინით სავსე თასს... ნუ დაიფარავთ თასით მთელ სახეს. ქალები კი ნუ დალევენ ღვინოს ვიწროყელიანი სასმისით, რადგან ამ დროს თავს ურცხვად სწევენ და ყელს აშიშვლებენ, რაც მიუღებელია ქრისტიანისთვის".

წმინდა მამა კიდევ მრავალ რჩევას გვაძლევს, ღირსეულად როგორ გვეჭიროს თავი ნადიმობისას: მხიარულება ზღვარს არ უნდა გადავიდეს, სასირცხვილო არაფერი უნდა ვთქვათ და არც მოვისმინოთ. ნურავის დავცინებთ - სხვისი შეურაცხყოფა კამათს, მტრობასა და უსიამოვნებებს წარმოშობს. "ნადიმზე სიყვარულისთვის და სიყვარულით იკრიბებიან და რა საჭიროა, შეკრების მიზეზის საწინააღმდეგოდ, დაცინვით მტრობა გამოიწვიო?"

მოძღვარი ახალგაზრდებისგან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს: "ახალგაზრდები ნადიმებზე საერთოდ არ უნდა დადიოდნენ, ვინაიდან მათში სარწმუნოება მყარი არ არის, იქ კი მოუწევთ ნახონ და მოისმინონ მრავალი ისეთი რამ, რამაც შესაძლოა ზიანი მოუტანოთ, ვნებები აღუძრათ". გათხოვილ ქალბატონებსა და გოგონებზე კი ბრძანებს: "გათხოვილი ქალები, როდესაც ნადიმზე გამოჩნდებიან, როგორც ჩაცმულობით, ასევე შინაგანი სიმორცხვით უნდა იყვნენ შემკულნი, მამაკაცთა ნადიმს კი სულაც არც უნდა დაესწრონ".

ქრისტიანებისთვის წარმართთა წვეულებებზე მისვლა ნებადართული არ გახლდათ. მათთვის უხერხული იყო ჩვეული ლოცვისა და გალობის წარმოთქმა საზრდელის მიღების წინ და შემდეგ. ქრისტიანები წარმართებთან ერთად სუფრასთან ჯდომას ცოდვად თვლიდნენ, თუ ნადიმი რელიგიურ-წარმართული იყო. ესპანელ ეპისკოპოს მარციალს (დაახლ. 250 წ.) დიდ დანაშაულად ჩაუთვალეს "მონაწილეობა წარმართთა სასირცხვილო და ბილწ წვეულებებში", რისთვისაც დაამხეს კიდეც. ტერტულიანე გადმოგვცემს, რომ ქრისტიანები ერიდებოდნენ თავყრილობებს, რომლებიც იმპერატორების პატივსაცემად იმართებოდა, რასაც წარმართები პოლიტიკურ დანაშაულად უთვლიდნენ. იგი ირონიულად აღნიშნავს: "რაც მართალია, მართალია, დიდი მტკიცებულებაა ერთგული ქვეშევრდომობისა ჩირაღდნების ანთება და ქუჩებში საწოლების გაშლა (მოგეხსენებათ, ძველად წამოწოლილები მიირთმევდნენ), უზარმაზარი ნადიმების გამართვა და მთელი ქალაქის დასალევ სახლად გადაქცევა, ყველგან ღვინის ჩამოსხმა, ყოველგვარი თავხედობა და უწესობა. ნუთუ ხალხის სიხარული საერთო სირცხვილში უნდა ვლინდებოდეს?"

ქრისტიანებს წარმართულ ნადიმებზე დასწრებით დროთა განმავლობაში ღირსების გრძნობა უნელდებოდათ, რაც განსაკუთრებით საქორწინო წვეულებებზე ვლინდებოდა. ამიტომ ლაოდიკიის კრება (დაახლ. 370 წ.) ბრძანებს: "თუ ქრისტიანი ქორწილშია, არ უნდა იხტუნოს, არ უნდა იცეკვოს, არამედ მშვიდად მიირთვას საჭმელი. მღვდელი და ეკლესიის მსახურნი არ უნდა უყურებდნენ არავითარ წარმოდგენას; როგორც კი გამოჩნდებიან მასხარები, მყისვე უნდა დატოვონ იქაურობა". როგორც ჩანს, IV საუკუნეში მკაცრად აღარ უყურებდნენ ქრისტიანთა ქორწილში წარმართი მასხარებისა და მუსიკოსების მიწვევას. მათ ცქერას და მოსმენას ცოდვად აღარ თვლიდნენ, ასე რომ, მსგავს სანახაობებში თვით ქრისტიანების მონაწილეობაც კი აღარავის აკვირვებდა. ამ უწესობის გამო დაადგინა VII მსოფლიო კრებამ: მრევლს მიმიკური წარმოდგენებისა და სატანური სიმღერების დროს დაეტოვებინა ქორწილი.

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
08.03. 2017
ანა
ვაი ჩვენს ყოფას ...დღეს ახალგაზრდებს არ წახვიდე წვეულებაზეო რო უთხრა ,"გიჟად"შეგრაცხავენ.შეგვინდე უფალო ჩვენი უწესო ცხოვრება,კაცთმოყვარეობითა შენითა.
06.03. 2017
ნინო
ჩვენდა სამწუხაროდ რა შორს ვარ იმ ჭეშმარიტი რწმენისან, რომ ეს ყოველივე აღვასრულოთ, შეგვინდე უფალო
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler