მღვდელთა პატივისთვის
მღვდელთა პატივისთვის
საყვარელნო ძმანო! მღვდელთა დიდითა პატივითა პატივ ვჰსცემდეთ, რამეთუ დიდ არს პატივი მღვდელთა და მათ აქვთ მადლი სულისა წმიდისა, ვითარცა იტყვის მოციქული: "ვითარმედ დაემორჩილებით წინამძღვართა თქვენთა". რამეთუ შენ ზრუნავ თავისა შენისა და, უკეთუ საქმენი შენნი ჰქმნე კეთილად, სხვათათვის არა რა ზრუნვა გაქვს. ხოლო მღვდელი, დაღაცათუ თვით სათნო იყოს და შენსა ცხოვრებასა არა კეთილად განაგებდეს, უკეთურთა თანა გეენიად წარვალს, და მრავალგზის თვით კეთილად არნ, - და თქვენთა საქმეთათვის წარწყმდის, უკეთუ ყოველი, რომელი მისდა ჯერ-იყოს ქმნა მოსწრაფებისა, და არა ჰქმნას. ამისთვის უკვე ჯერ არს, რათა პატივს ჰცემდეთ მღვდელთა.

არა ხედავა, რამეთუ მთავართა სოფლისათა ყველა მორჩილებენ, ხოლო ესენი ხომ კაცთაგან დადგინებულნი არიან, მით უფრო არა ჯერ-არსა ღვთივ დადგინებულების (ანუ მღვდლების) პატივისცემა? რა უკვე სიტყვა აქვნდეს, რომელთადა ბრძანებულ არს არა განკითხვა მოყვასისა, და იგინი მღვდელთა აგინებენ და შეასმენენ? ხოლო ამას რა ვიტყვი, არა თუ ამისთვის, ვითარმედ, რომელნი მიუხდებიან მღვდელობასა არა ღირსებით, კეთილმცა იყვნეს, არამედ ფრიადცა საწყალობელ და ღირს ტანჯვისა არიან. არამედ მათთა სამწყსოთა არავე უხმს მათი შეურაცხყოფა. რამეთუ უკეთუ შენ კეთილ იყო, მისისა ბოროტისაგან შერ არარა გევნების. და უკეთუ ღმერთმან ვირისა (ლაპარაკია ბალაამის ვირის შესახებ, ლაპარაკი რომ დაიწყო) მიერ სწავლა გამოაჩინა და მოგვისა მიერ კურთხევა მოჰფინა, თქვენმცა არა მოგცა მადლი მღვდელთა მიერ და სული წმიდა მოგანიჭა. რამეთუ არა თუ კაცი, მღვდელი, არამედ არცა ანგელოსი, არცა მთავარანგელოსი რას იქმს ნიჭთა მათ შინა ღვთისათა, არამედ მამა და ძე და სული წმიდა არს, რომელი ყოველსავე განაგებს. ხოლო მღვდელი თვისსა ენასა ავასხებს და ხელსა მისცემს.
ბეჭდვა
1კ1