კაცი შეიძლება ისე მოკვდეს, ვერც კი გაიგოს, რომ თავისუფლება კომფორტის არჩევა არ არის
კაცი შეიძლება ისე მოკვდეს, ვერც კი გაიგოს, რომ თავისუფლება კომფორტის არჩევა არ არის
რწმენისა და ურწმუნოებისთვის
ყოველი ადამიანი, თუნდაც თავს ურწმუნოდ თვლიდეს, სულის სიღრმეში რაღაც ამაღლებულისკენ, მშვენიერისკენ ისწრაფვის. უძველეს დროში ბუნების ძალებს ეთაყვანებოდნენ. მზე ამოდიოდა, ანათებდა დედამიწას და ადამიანებიც მუხლმოდრეკილნი ღაღადებდნენ: "ეს არის ჩვენი ღმერთი!" სხვებს ჭექა-ქუხილის ეშინოდათ და თრთოლით გაიძახოდნენ: "ეს არის ჩვენი ღმერთი!" მოგვიანებით სხვა "ღმერთებიც" გაჩნდნენ. ადამიანები გართობისა და სიამოვნებისკენ მიისწრაფოდნენ, ამიტომ რაც სურვილებს დაუკმაყოფილებდათ, ღმერთსაც იმას ეძახდნენ. ღმერთებისა და ქალღმერთების ფიგურებს ამზადებდნენ, სახელებს არქმევდნენ და დღესასწაულებს უმართავდნენ, სადაც ზღვარდაუდებელ გარყვნილებას ეძლეოდნენ. მაგრამ დასრულდებოდა დღესასწაულები და ადამიანი პირისპირ რჩებოდა თავის უბედურებასთან, მტანჯველ კითხვებთან ცხოვრების აზრზე, ტანჯვაზე, სიკეთესა და ბოროტებაზე... ღვინისა და მხიარულების "ღმერთებს" მათზე პასუხის გაცემა არ შეეძლოთ და ადამიანებმაც იწყეს ფიქრი, რომ ცხოვრებას ულმობელი ბედისწერა მართავს და რაც არ უნდა იღონო, შენთვის წინასწარ განსაზღვრულ გზას მაინც ვერ შეცვლი.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ღმერთის არსებობის "დამტკიცება" ლოგიკაზე დაყრდნობით, როგორც რაიმე გეომეტრიული თეორემისა, შეუძლებელია, ისევე როგორც შეუძლებელია, "დაუმტკიცო" ვინმეს, რომ სწორედ მავანთან უნდა იმეგობროს ან მაინცდამაინც ესა და ეს გოგონა შეიყვაროს... ისეთი ადამიანური გრძნობები, როგორიც მეგობრობა და სიყვარულია, ლოგიკური მსჯელობის შედეგად კი არა, გულის ძახილით აღმოცენდება. მშვენივრად უთქვამთ: "თუკი შეგიძლია ახსნა, რატომ გიყვარს, ე.ი. არ გყვარებიაო".

რწმენაც, სიყვარულის, მეგობრობისა თუ ერთგულების დარად, ლოგიკას არ ემორჩილება. ის, რაღა თქმა უნდა, გონებას ვერ ცვლის და მით უმეტეს, არ ეწინააღმდეგება მას; უბრალოდ, რწმენის ასპარეზი სხვაა, გონებისა და ლოგიკის - სხვა. რწმენა გონებასაც მოიცავს, გრძნობებსაც და ნებელობასაც - მთელი ადამიანური არსია მისით განმსჭვალული.

***
როცა ერთგული მეგობრები გყავს, უფრო თვითდაჯერებული ხარ და უფრო ბედნიერიც. კიდევ უფრო ბედნიერი კი ის არის, ვინც უფლის სიახლოვეს, მის მფარველობასა და შემწეობას გრძნობს. ასეთი ადამიანი არასოდესაა მარტო. დედამიწა მისთვის უზარმაზარ სამყაროში ქვიშის მარცვალი როდია, რომელზეც, არც კი იცის, რატომ და რისთვის გაჩნდა; ის ღვთისგან მოწყობილი სახლია და მისი ცხოვრებაც, რომელიც ამ სახლში მიედინება, შემთხვევითობა კი არა, განსაკუთრებული გზაა და მისია, რომლის აღსასრულებლადაც მოევლინა ქვეყნიერებას. ასეთი რწმენა მეგობრული ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობას ჰგავს, სადაც ყველაფერი ურთიერთნდობაზეა დამყარებული. გულს უხარია, როცა გრძნობ, რომ ვიღაცას უყვარხარ.

ადამიანთა მიმართ ნდობა ცხოვრების ძალას გვაძლევს, მაგრამ რამდენად უფრო გვმატებს ძალასაც და ღირსებასაც რწმენა იმისა, რომ მოლეკულების შემთხვევითი შეერთებით მიღებული წარმონაქმნი კი არა, უფლის საყვარელი ქმნილებანი ვართ, რომ ჩვენში ბიოლოგიური ბუნების გარდა მკვიდრობს უმთავრესი ნაწილიც - უკვდავი სული, შემოქმედის ხატება და მსგავსება.

ზოგიერთი ადამიანი კითხვას: არსებობს თუ არა ღმერთი, - იოლად სცემს პასუხს. ერთნი ათეისტები არიან და ღვთის არსებობას, უბრალოდ, უარყოფენ, თვლიან, რომ სამყაროში მხოლოდ ის არსებობს, რისი დანახვაც და შეხებაც შეიძლება, ანდა ამბობენ, იმდენი ბოროტება და უსამართლობაა ამქვეყნად, შეუძლებელია, გონიერი საწყისი არსებობდესო. სხვები კი, რომელთაც აგნოსტიკოსებს უწოდებენ (აგნოსტოს ბერძნული სიტყვაა და "შეუცნობელს" ნიშნავს), ამტკიცებენ, დარწმუნებით არც შეიძლება ვიცოდეთ, არსებობს თუ არა ღმერთიო. ამიტომ ისე ცხოვრობენ, თითქოსდა შემოქმედი არ ყოფილიყოს. მათ პრაქტიკული ათეისტების სახელი უფრო შეეფერებათ. ასეთივე პრაქტიკული ათეისტები არიან ის ადამიანებიც, რომლებიც ამბობენ, ღმერთი გვწამსო, მაგრამ ეს რწმენა მათ ცხოვრებაზე არავითარ გავლენას არ ახდენს. ზრდასრულ ასაკში მონათლულებიც კი ურწმუნო ცხოვრებას აგრძელებენ და არც ლოთობა, ტყუილი, მეუღლის ღალატი... მიაჩნიათ უზნეობად. ისე ცხოვრობენ, "როგორც ყველა". მათ რიცხვს შეიძლება მივაკუთვნოთ ე.წ. ფორმალურად მორწმუნენიც. მათთვის რწმენა ცხოვრების წესის შეცვლის, ცოდვათა გამოძიების გზა კი არა, მხოლოდ რელიგიური რიტუალი და ტრადიციაა.

***
ჩვენ თავისუფლება გვწყურია (ჩვენ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მართლმადიდებლობა არ გვასწავლის, ცოცხალი ადამიანები ჩვენებურებად და უცხოებად, გადარჩენილებად და წარწყმედილებად დავყოთ), თანამედროვე ცივილიზაციის მთავარი ფასეულობა ხომ თავისუფლებაა.

"თავს ნურაფერს მომახვევენ, ყველაფერი მაჩვენონ და მე თვითონ ავირჩევ საუკეთესოს" - აი ჩვენი დევიზი. მაგრამ რისგან ავირჩიოთ და რა ავირჩიოთ? თუ არჩევანი კოკა-კოლასა და პეპსის შორის უნდა გავაკეთოთ - ეს არჩევანის პროფანაციაა; თუ ჩვენი თავისუფლება ორი განზომილებით იზომება და მესამეს არ ითვალისწინებს - ეს სიბრტყეზე ცოცვაა. თუ ცხოვრების გზის არჩევისას მართლმადიდებლურ პასუხს არც კი განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ სერიოზულ ალტერნატივას, მაშ, ჩვენი არჩევანი თავისუფალი არ ყოფილა. აბა, რა არჩევანის თავისუფლებაა, თუ მამა-პაპათა სარწმუნოებაზე ბევრად ნაკლები ვიცით, ვიდრე ტიბეტის შამბალას შესახებ?

მავანი იტყვის: მშვენივრად ვიცნობთ თქვენს სარწმუნოებას - სანთლებიო, ხატებიო, ცოდვების გამო ჯოჯოხეთით დაშინებაო, სამოთხის ნეტარების აღთქმაო... მაგრამ კარგად ვიცით კი ეს ყველაფერი?

დავფიქრდეთ, რატომ ვამბობთ უარს ჩვენი რწმენის შესწავლაზე, რომელიც ცხოვრების აზრის შესახებ მოგვითხრობს და მზად არის, გვიპასუხოს მარადიულ და მთავარ კითხვაზე - "რისთვის ვცხოვრობთ?" იქნებ გვეშინია, ისეთი პასუხი არ მივიღოთ, რომელიც ხელს არ გვაძლევს?

***
20-30-იან წლებში ბოლშევიკური მთავრობა მორწმუნეებს ულმობლად უსწორდებოდა. მაშინდელი უსასტიკესი სინამდვილის ათასობით მსგავსი ეპიზოდიდან ერთს მოგიყვებით: ძმათა სასაფლაოს კიდეზე ორმოცი პატიმარი ჩაუმწკრივებიათ. ეს ასაკითა თუ განათლებით სრულიად განსხვავებული ადამიანები "ეკლესიურები არიან" - როგორც მაშინ უწოდებდნენ. ჩეკას თანამშრომელი მორიგ "ეკლესიურს" რევოლვერს შუბლზე ადებს და ეკითხება: "აბა, მიპასუხე, არის თუ არა ღმერთი? თუ იტყვი, არაო, გაგიშვებთ". და აი, ყოველი მათგანი მოკლედ პასუხობს: "არის". ყველანი დახვრიტეს. მაგრამ რატომ გადაწყვიტეს მათი დახოცვა? თუ ისინი პრიმიტიული ადამიანები იყვნენ, ბრმა ფანატიკოსები და ყოველგვარი "ნაბოდვარის" სჯეროდათ, ამ "ნაბოდვარის" გამო რატომღა დაიჭირეს, ბოლოს კი დახვრიტეს ეს უიარაღო ხალხი, რომელიც ხელისუფლებას ხელს ვერაფრით შეუშლიდა?

იმ დროს ან "კონტრრევოლუციურ მოღვაწეობაში" (როცა მოუწოდებდნენ, ერწმუნათ ღმერთი და ბავშვები მართლმადიდებლურად აღეზარდათ) სდებდნენ ბრალს, ან კიდევ ეკლესიური ძვირფასეულობის ჩამორთმევისას წინააღმდეგობის გაწევაში. პირველ ბრალდებასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. ახლა - რაც შეეხება მეორეს: მრავალი წლის განმავლობაში, და ზოგჯერ დღესაც, სასულიერო პირებს მომხვეჭელებად, ძვირფასი ნივთების მოყვარულებად თვლიდნენ, - აი, ისეთებად, როგორიც მამა ოხროხინეა "ნატვრის ხეში". მაგრამ მისნაირი ადამიანი ხომ ათასში ერთი თუ მოიძებნება?..

დღეს კი უკვე ცნობილია, რომ მრავალი ათასი მღვდელი, დიაკონი თუ უბრალო მორწმუნე სიმდიდრის კი არა, რწმენის გამო აღესრულა საშინელი წამებით...

აი სხვა მაგალითიც: მთავარეპისკოპოსი ლუკა ვოინო-იასენეცკი, იმავდროულად შესანიშნავი ქირურგი და მეცნიერი, 30-იან წლებში დააპატიმრეს. როცა გაათავისუფლეს, ოპერაციების კეთება განაგრძო და სტალინური პრემიაც კი მიიღო წიგნისათვის "ჩირქოვანი ქირურგიის შესახებ". მიუხედავად ამისა, დაპატიმრებამდეც და მერეც პროფესორი შეუპოვრად ამბობდა უარს ოპერაციის ლოცვისა და პირჯვრის გადაწერის გარეშე დაწყებაზე. მეტიც, მეცნიერულ კონფერენციებსა და ლექციებზეც კი არ იცვამდა საერო ტანსაცმელს. როგორ ფიქრობთ, რატომ? კარგად გვესმის კი ამის მიზეზი?

ოდესღაც სირიაში ქრისტიანი აბრაამი ცხოვრობდა. ერთხელაც თავისი რწმენის საქადაგებლად წარმართულ სოფელში წავიდა. იქაურებმა სასტიკად სცემეს და გააძევეს. მაგრამ ოდნავ მომჯობინდა თუ არა, ისევ იმ სოფელში დაბრუნდა. ახლა ცემით სიკვდილის პირას მიიყვანეს და მოკვლითაც დაემუქრნენ. გავიდა ხანი და მოხუცი ისევ მიადგა წარმართებს. და აი მაშინ კი დაფიქრდნენ: რა სარწმუნოება აქვს ასეთი, რომ ეს კაცი მზად არის, სიცოცხლე დათმოს, ოღონდ თავისი რწმენის შესახებ გვიამბოსო. გადაწყვიტეს, მოესმინათ აბრაამისთვის. კითხვებიც დაუსვეს, დაფიქრდნენ, მისი სიტყვები გაიაზრეს და ბოლოს გაქრისტიანდნენ კიდეც.

წარმართებს საკუთარი "ღმერთები" ჰყავდათ - "ღმერთები" ყველა შემთხვევისთვის, რაც ძალზე მოსახერხებელი იყო. რაღაცით ჩვენც მათ ვგავართ: ჩვენი "თავისუფლება" ხომ მრავალღმერთიანობაა, ასი კერპის ერთდროული თაყვანისცემა - ქრისტეც მოგვწონს და ბუდაც, მარქსიც და ნიცშეც... ჩვენს "პანთეონში" მრავალი პიროვნება თუ თეორიაა, ხშირად - ურთიერთგამომრიცხავიც, ჩვენ ხომ თანამედროვე, განათლებული ხალხი ვართ...

***
დღეს მართლმადიდებლობა წეს-ჩვეულებების, ტანისამოსის... დონემდე დაჰყავთ. მითებით სავსე საზოგადოებრივ ცნობიერებას ეკლესია ეთნოგრაფიულ ნაკრძალად თუ მსხვილ ფანატიკურ სექტად წარმოუდგენია, რომელსაც ირგვლივ ყველა ცოდვილად მიაჩნია და ჯოჯოხეთური ტანჯვით იმუქრება. ქრისტიანობას დამღუპველ პრინციპად თვლიან, რომელიც ანგრევს და ჩარჩოებში ამწყვდევს ცნობიერებას. ამის კვალობაზე, ბუნებრივია, ბევრს მართლმადიდებლობის გაძლიერება საშიშ მოვლენად ეჩვენება, რაც "თანამედროვე ცხოვრების იდეალებს" საფრთხეს უქმნის, "თავისუფლებისა" და "პლურალიზმის" წინააღმდეგია. იზრდება იმათი რიცხვიც, ვინც მართლმადიდებელ ქრისტიანობას საზოგადოებრივი კონფლიქტების წყაროდ თვლის. არ შეიძლება არ გაგვახსენდეს ქრისტიანობის გავრცელების პირველი საუკუნეები, როცა რომის იმპერია ქრისტიანებს დევნიდა, ეშინოდათ და სძულდათ ისინი.

დღეს ბევრმა არც კი იცის, რაში ადანაშაულებდნენ რომის ხელისუფალნი ქრისტიანებს; რისი გულისთვის აწამებდნენ და ხოცავდნენ; რით ხსნიდნენ ქრისტიანობის ამოძირკვის აუცილებლობას...

რომის იმპერია კლასიკური სამართლებრივი სახელმწიფო იყო (ტყუილად კი არ ითვლება რომაული სამართალი სავალდებულო საგნად იურიდიულ უმაღლეს სასწავლებლებში), ფართო რელიგიური და იდეური პლურალიზმით, ძალზე ძლიერი სასამართლო სისტემით, სადაც გარკვევით იყო ჩამოყალიბებული მოქალაქეთა უფლებები და მოვალეობები. როცა იუდეველებმა სცადეს, პავლე მოციქულისთვის ანგარიში გაესწორებინათ, რომის ხელისუფლებამ იგი მძლავრი დაცვის ქვეშ გაარიდა იერუსალიმს: რომის მოქალაქის გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯა იკრძალებოდა! რომის სასამართლომ ბოლოს მაინც გაასამართლა პავლე მოციქულიც და ათასობით ქრისტიანიც, რომლებიც მოწამებრივი სიკვდილით აღესრულნენ, მრავალი დაიღუპა ყოველგვარი სასამართლოს გარეშე - ისევე, როგორც XX საუკუნის პირველ ნახევარში.

მაგრამ ეს ხომ ადამიანურ ლოგიკას ეწინააღმდეგება - მსჯავრდადებულთა უმეტესობა კანონმორჩილი ქვეშევრდომი იყო - სამხედროები, უბრალო მშრომელები, მეცნიერები, სახელმწიფო მოღვაწეები, იმპერატორის ოჯახის წევრებიც კი (მაგალითად, წმინდა დიდმოწამე ეკატერინე)! ისინი იმპერიისთვის საშიშნი სულაც არ იყვნენ... მაგრამ თურმე "საზოგადოებრივ უსაფრთხოებას" ემუქრებოდნენ, თანაც როგორ - პოტენციურად! იმავდროულად კი იმპერია კანონიერად თვლიდა მის ტერიტორიაზე თაყვანცემულ ყველა ღმერთს, იუდეველების ერთი ღმერთის ჩათვლით.

საზოგადოდ, რომაელ იმპერატორებს სახელმწიფოებრივი არასტაბილურობისა უფრო ეშინოდათ, ვიდრე ღვთისა, ამიტომაც "არ აწყობდათ" ქრისტე, რომელიც თავიანთ პანთეონში ვერაფრით მოათავსეს, პატარ-პატარა ღმერთებთან კი სულაც არაფერი ესაქმებოდათ. წარმართების "ღმერთები", ქრისტესგან განსხვავებით, ადამიანისგან ჭეშმარიტ სულიერ და ზნეობრივ არჩევანს არ მოითხოვდნენ. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ფარისევლობასა და სიცრუეზე აგებულ გარეგნულად სტაბილურ იმპერიულ სისტემას ძირს არ უთხრიდნენ, არ ეწინააღმდეგებოდნენ სახელმწიფო იდეოლოგიას, რომელიც იმპერატორს ხალხების მწყემსად აცხადებდა და ყველა ზნეობრივ ცნებაზე მაღლა აყენებდა - ამართლებდა მის ნებისმიერ მოქმედებასა თუ დანაშაულს, ოღონდ კი "მარადიული" სამეფო გაემყარებინა.

ხოლო მათ წინააღმდეგ, ვინც ბედავდა, სხვაგვარად ერწმუნა, ვისი ღმერთიც "დამამცირებლად" დასჯილი - ჯვარცმულიც კი განაგრძობდა ქადაგებას და ზეციური სასუფევლის კარს უღებდა მორწმუნეთ, იმ დროისთვის უპრეცედენტო დევნას აწყობდნენ. და მართლაც, თუკი ჭეშმარიტად მარადიული სამეფო არსებობს, რომის მიწიერი იმპერია მუდმივი არ ყოფილა; იმპერატორიც საყოველთაო ზნეობრივი კანონით განისჯება და პასუხს აგებს ღმერთის ზეციურ სამეფოში, სადაც, პავლე მოციქულის სიტყვებით, არც ბერძენია და არც იუდეველი, არც მონა და არც თავისუფალი - ყველა თანასწორია...

ამ იდეის გამო, იმპერატორები მზად იყვნენ, დაეხოცათ ქრისტიანები; ქრისტიანები კი მზად იყვნენ, დახოცილიყვნენ, რწმენა ხომ სიკვდილ-სიცოცხლეზე მეტი იყო მათთვის...

რომს ქრისტიანების საუკუნეების განმავლობაში ეშინოდა და დიდხანს ელოლიავებოდა წარმართ მოქალაქეებს, მაგრამ წარმართივე ბარბაროსების ხელით დაიღუპა. ძველი ძლიერებისგან აღარაფერი დარჩა. ერთადერთი ჭეშმარიტი და ცოცხალი, რაც იმ შორეულ სამყაროსთან გვაკავშირებს, ქრისტიანობა აღმოჩნდა!

***
ცათა სასუფევლის იდეამ თითქოსდა გაიმარჯვა ადამიანთა ხელით შექმნილი "მარადიული" სამეფოს იდეაზე, მაგრამ საზოგადოებრივ აზროვნებაში ყველაფერი ძველებურად დარჩა - გაჩნდნენ ახალი იმპერიები, დაიღუპნენ და ახალ სახელმწიფოებს დაუთმეს ადგილი... ძალაუფლების იდეა დაწვრილმანდა - ყველას სურდა, თავის "პლანეტაზე", მეფე თუ არა, "პატარა უფლისწული" მაინც ყოფილიყო.

კვლავ შექმნეს პანთეონი ღმერთებისა და გმირებისა, სადაც - ისევე, როგორც რომაელების დროს - გვერდიგვერდ დგანან ვენერაც, ასტარტეც და იესო ქრისტეც... პლურალიზმი ისევ გვიხსნის ხელ-ფეხს, კანონზე მაღლა გვაყენებს, "გვათავისუფლებს"... ეს "თვისუფლება", მართლმადიდებლობისგან განსხვავებით, "აზროვნებას არ ზღუდავს". მაგრამ თვისუფლება ჩარჩოების გარეშე ხომ ვაკეზე - უსაფრთხო ადგილას არის კარგი და არა ციცაბო კლდეზე? მართლმადიდებლობა ცდილობს, თავისი "ჩარჩოებით" დაცემისაგან დაგვიცვას, მაგრამ ამადროულად გზა არ გადაგვიკეტოს, თავისუფალი მოძრაობა არ შეგვიზღუდოს. მეტიც - სწორედ მართლმადიდებლობა გვიხსნის თავისუფლების ახალ ხარისხს - აქ მოძრაობა ხომ მარჯვნივ და მარცხნივ კი არა, ქვემოდან ზემოთ მიემართება!

თავისუფლება, თანამედროვე გაგებით, ცბიერი და ცრუა - ის დაუსრულებელ თვითგამართლებას და სხვათა გაკიცხვას გულისხმობს; გვთავაზობს უზარმაზარ არჩევანს ყოველგვარი უიდეო იდეისა, ყველაზე უსარგებლო ნივთებისა, ყველაზე უზნეო აზრებისა თუ ქმედებებისა; საბოლოოდ კი "სანუკვარ" ჩიხში შევყავართ, სადაც "თავისუფლების" ხსენებაც კი არ არის - ანადგურებს ადამიანს, აავადმყოფებს, აუბედურებს და სიკვდილამდეც კი მიჰყავს...

კაცი შეიძლება ისე მოკვდეს, ვერც კი გაიგოს, რომ თავისუფლება კომფორტის არჩევა არ არის; რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სულს ერთადერთი - ჭეშმარიტება სჭირდება, რომელიც არის კიდეც ნამდვილი თავისუფლება და რომელიც არასდროს გიღალატებს... დღეს ასე მოდური ფსევდოთავისუფლება ხომ უკან იხევს, ღალატობს თავის მიმდევარს და მარტოობაში ტანჯვისთვის სწირავს... მაგრამ ამას ეს ადამიანი მხოლოდ გარდაცვალების მერე თუ გაიგებს...

ორიათასწლოვანი მართლმადიდებელი სარწმუნოების სამყარო კი მეზობელ ტაძარში, მისგან წაუკითხავ წიგნში, მორწმუნე ადამიანის გულში განაგრძობს სიცოცხლეს. ეს სამყარო ყოფიერების საიდუმლოს გვაცნობს, ყველაზე მტანჯველ კითხვებზეც კი გვპასუხობს, გვათავისუფლებს და სიკვდილისაგან გვიხსნის - მაცხოვარმა ხომ სძლია სიკვდილს...

მოდით, სანამ "თავისუფალ არჩევანს" გავაკეთებდეთ, შევეცადოთ, გავიგოთ, რა არის მართლმადიდებლობა. იქნებ სწორედ ის აღმოჩნდეს რწმენა, რომელიც აღარასოდეს მიგვატოვებს!

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler