ყველაზე დიდი კერპმსახურება ქრისტიანობის მატერიალიზაციაა
ყველაზე დიდი კერპმსახურება ქრისტიანობის მატერიალიზაციაა
ეს არის ყველა ეკლესიის, ყოველი ქრისტიანის სიკვდილი
ჩვენი მთავარი პრობლემა თანამედროვე ქრისტიანობის განვითარების მიმართულებაა. საუკუნეებია, მასში იბრძვის ორი ტენდენცია - მთელი სამყაროს კურთხევის წყარო და ეკლესიაში საერო ელემენტების შემოსვლა ანუ სეკულარიზაცია. ამ უთანასწორო ბრძოლაში, სამწუხაროდ, უნდა ველოდოთ მეორის გამარჯვებას. ძე კაცისა რომ მოვა, იპოვის კი რწმენას დედამიწაზე? მართალია, ხშირად ვიმეორებთ: ეკლესია დაფუძნებულია იმ კლდეზე, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიანო, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ აქ ეკლესიის გარე სტრუქტურაზე არ არის ლაპარაკი (ტაძარი-სინოდი-პატრიარქი-ეპისკოპოსი-მღვდლები-დიაკვნები და ასე შემდეგ).

ეკლესია უბრალოდ მორწმუნეების საზოგადოება არ არის. იგია ერთიანობა სულიწმინდაში იმ ქრისტიანებისა, რომელნიც მიისწრაფვიან ქრისტეს მცნებებით ცხოვრებისაკენ. სახელდობრ ამ აზრით არის იგი სხეული ქრისტესი, ცოცხალი ორგანიზმი ქრისტესი, რომელიც უძლეველია. ხოლო სტრუქტურები, მმართველობა, დაწესებულებანი წარმოადგენენ გარკვეულ ისტორიულ პირობებში ეკლესიის არსებობის ფორმას. ფორმა, ბუნებრივია, შეიძლება შეიცვალოს.

სახარების პრინციპებით მცხოვრებ მორწმუნეთა რაოდენობა, როგორც ისტორია გვიჩვენებს, თანდათან კლებულობს. დღეისთვის, საბედნიეროდ, ჩვენს ეკლესიაში ეს პროცესები არ შეიმჩნევა. მაგრამ დაახლოებით 20 წლის შემდეგ ან უფრო ადრეც საქართველოს ეკლესიაც დადგება ამ საფრთხის წინაშე. ცნება - "სეკულარიზაცია" ამჟამად იძენს არნახულ აქტუალობას: იგი ზუსტად ახასიათებს თანამედროვე ქრისტიანობის მდგომარეობას და უმთავრეს ტენდენციას. ამ ცნების აზრი იოანე ღვთისმეტყველის სიტყვებით აიხსნება: "ყოველივე, რაც წუთისოფელშია: ხორციელი გულისთქმა, თვალთა გულისთქმა და სიამაყე ცხოვრებისა, მამისგან კი არა, წუთისოფლისაგან არის" (1 ინ. 2,16). სეკულარიზმმა მოიცვა უკლებლივ ყველა კონფესია.

ჩვენც არავის ჩამოვრჩებით. დასავლეთის ეკლესიები დღეს თავის ძირითად და ერთადერთ ამოცანად მიიჩნევენ სამყაროს ყოფითი პრობლემების გადაწყვეტას. ამის ბრწყინვალე ილუსტრაციაა 1973 წელს ჰონ-კონგში ჩატარებული ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს კონფერენცია სახელწოდებით "ხსნა დღეს", სადაც ხსნა განიხილებოდა წმინდა მატერიალისტური გაგებით - ავადმყოფობისაგან დაცვა, სიღარიბე, უცოდინრობა, ჩაგვრა, უუფლებობა, ტრანსნაციონალური კორპორაციების ძალადობა და სხვა. როდესაც მართლმადიდებელმა დელეგაციებმა შესთავაზეს, ელაპარაკათ ხსნის შესახებ, რისთვისაც განკაცდა ქრისტე, მათ გაკვირვებით შეხედეს. ამ კონფერენციამ ნათლად აჩვენა, თუ საითკენ ისწრაფვის თანამედროვე სამყარო და დასავლეთის ქრისტიანობა. ესაა კეთილდღეობა დედამიწაზე.

ამაზე დიდი კერპთაყვანისცემა და მატერიალისტური გააზრება ქრისტიანული სარწმუნოებისა აღარ შეიძლება იყოს. მოხელთება მოუხელთებელისა, მთავარი მიზნის - "სასუფევლის დამკვიდრების" შეცვლა ამა ქვეყნის კეთილდღეობით არ უქადაგია ქრისტეს. ეს აღარაა ქრისტიანობა!

ღვთისმეტყველებაშიც შეუძლებელია არ ასახულიყო ქრისტიანული აზროვნების მიწაზე დაშვება. დღეს დასავლეთის ქრისტიანობა იმ ზღვრამდეა მისული, რასაც 50 წლის წინ არავინ დაიჯერებდა. 1927 წელს, პირველ კონფერენციაზე "რწმენა და მოწყობა" დეკანოზმა სერგეი ბულგაკოვმა წინადადება წამოაყენა ყველა ერთი ბარძიმიდან ზიარებულიყო (ყველა: მართლმადიდებლები, ანგლიკანები, ძველკათოლიკები, ლუთერანები, მეთოდისტები...) და ამგვარად გადაეწყვიტა ერთიანობის პრობლემა. საოცარი ის არის, რომ ეს პირველებმა ანგლიკანებმა გააპროტესტეს და არა მართლმადიდებლებმა. მას შემდეგ სიტუაცია კატასტროფულად შეიცვალა. სხვათა შორის, ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის შედეგებსაც.

დღეს საქმე სულ სხვაგვარადაა. 1991 წელს ავსტრალიაში, კანბერაში ჩატარდა ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) გენერალური ასამბლეა, სადაც მართლმადიდებლები იძულებული გახდნენ, საგანგებო განცხადებით მიემართათ ემს-ს ხელმძღვანელობისა და მთელი ასამბლეისადმი - მოითხოვეს, განეხილათ საკითხი ძირითადი ქრისტიანული ჭეშმარიტებისაგან ცალკეული ეკლესიების, ემს-ს წევრების, გადახრების შესახებ. მთავარი საკითხი იყო წარმართების მიერ ღმერთი-სამების ცნების გაუკუღმართება. ისინი იქამდე მივიდნენ, რომ სულიწმინდა გამოაცხადეს "ქალურ ღვთაებად"(?!). კანბერაში ამას ამტკიცებდა ერთი პროტესტანტი პროფესორი ქალი. იესო ქრისტეს ღვთაებრიობის და მისი აღდგომის უარყოფა, გამოხსნის მატერიალური გაგება, პირდაპირი ჰილიაზმი და სხვა უამრავი გაუკუღმართება ქრისტიანობისა შეიძლება შეფასდეს, როგორც მატერიალიზმი, კერპთაყვანისცემა და სხვა. თანამედროვე დასავლური ქრისტიანობა წავიდა აშკარა სიძულვილის გზით წმინდა წერილის ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ. აქ ლაპარაკია ე.წ. საცოდავ უმცირესობაზე. ამავე ასამბლეაზე მათთვის გამართულ პლენარულ სხდომაზე ისინი ორი საათის განმავლობაში ჩიოდნენ, ყველა ეკლესია არ გვღებულობს, არ აკურთხებს ჩვენს "ქორწინებას", ხელს არ გვასხამენ სამღვდელო ხარისხზეო.

1991 წლიდან პროცესი ძალიან შორს წავიდა. ეკლესიები არა თუ არ განიშორებენ მათ, არამედ იღებენ თავიანთ თემში, აძლევენ ევქარისტიულ ურთიერთობაში მონაწილეობის ნებას, სინანულის გარეშე და ღებულობენ ისეთს, როგორიც არიან, აკურთხებენ მათ თანაცხოვრებას (მაგალითად, გერმანიაში რეინლანდის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია), ნიშნავენ პასტორებად... ქალების სიწმინდეზე კი ლაპარაკიც ზედმეტია. უმრავლეს არაკათოლიკურ დასავლურ ეკლესიაში ყოველივე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ბევრი კათოლიკე და ცალკეული მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ვერ ხედავენ ამაში ეკლესიისთვის საშიშროებას. ჩვენთვის კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მდიდარი დასავლეთი ჩვენს ქვეყანაში პროპაგანდის განუსაზღვრელი შესაძლებლობით სარგებლობს, ვიდრე ეკლესია, ამიტომ დასავლეთის სული და იდეები დაუბრკოლებლად ვრცელდება ჩვენს ხალხსა და ეკლესიაში. როდესაც ვლაპარაკობთ სეკულარიზაციის პრობლემაზე და დასავლეთზე მივუთითებთ, ამას ვაკეთებთ არა მისი გაკიცხვის გამო, არამედ ჩვენს საეკლესიო გარემოში საეროს შემოსვლის წინააღმდეგ საბრძოლველად.

სეკულარიზმი ემუქრება მათ, ვინც მოწამლულია ამ სულით, როგორც წერს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი, თავისდა შეუმჩნევლად მიიღებს ანტიქრისტეს და სასტიკად დაიტანჯება. წმინდა ეგნატე პირდაპირ ამბობს, რომ ის, ვინც არ ებრძვის თავის თავში ძველ ადამიანს (ვნებებს, ჩვენს დროში განსაკუთრებით წყურვილს მოგებისას, ამპარტავნებას და გარყვნილებას), ანტიქრისტესთან ერთსულოვანი იქნება, მას ქრისტედ აღიქვამს. ეს უთუოდ მოხდება, რადგან მსგავსი უერთდება მსგავსს. ერთ-ერთი მიზეზი, ცრუსულიერების განვითარებისა, სეკულირებული ეკლესიების მთავარი ამოცანა, მოყვასის მსახურება, გულისხმობს მაქსიმალურ აქტიურ სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ მოღვაწეობას. რით არის ეს ცუდი? აქ ხდება მთავარი მიზნის შეცვლა, მთავარი მიზანი დაიყვანება ამქვეყნიური პრობლემების მოგვარებასა და კეთილდღეობაზე, ხოლო "ცათა სასუფეველი" კი მოიცდის! ეკლესიის უმთავრესი და ერთადერთი მიზანია - ადამიანის ხსნა ვნებების სულიერი მონობისაგან, ღვთის მორჩილება და სიყვარული. გარეგნულად მოყვასისადმი მსახურება წარმოადგენს ამ თვისებების შეძენის ერთ-ერთ საშუალებას და არა ხსნის მიზანს. მიწიერი, "ჰორიზონტალური" ამოცანების გადაჭრა სეკულირებულ ქრისტიანებს შეუმჩნევლად მიიყვანს ანტიქრისტეს მიღებამდე. რადგანაც, როდესაც მოვა, გააერთიანებს ყველა სახელმწიფოს ერთ სახელმწიფოდ, არმიები საჭირო აღარ იქნება, შეწყდება ხარჯები შეიარაღებაზე, შემცირდება დედამიწის მოსახლეობა (ზედმეტი მილიარდები განადგურდება და დარჩება ერთი "ოქროს" მილიარდი), გამოთავისუფლდება ასტრონომიული სახსრები, სასტიკი კანონების საშუალებით ყველგან დამყარდება წესრიგი... ასე გადაწყვეტს იგი სოციალურ და სხვა პრობლემებს. ბატონები იცხოვრებენ კომფორტულად, დანარჩენები იქნებიან მონები და საცდელი კურდღლები.

ვის შეეძლო ამის გაკეთება? განა იგი არ არის სამყაროს მხსნელი, იგი არის ქრისტე? სეკულირებული ქრისტიანები მას მიიღებენ ქრისტედ, "ქრისტეს მსგავსად" ("ანტი" არა მხოლოდ საწინააღმდეგოს ნიშნავს, არამედ მსგავსსაც).

სეკულარიზაცია - ეს არის ყველა ეკლესიის, ყოველი ქრისტიანის სიკვდილი. სხვათა შორის, ანტიქრისტეს სახელი, რომელიც გამოსახულია აპოკალიფსში საიდუმლო რიცხვით 666, სინამდვილეში ნიშნავს მამონას, ე.ი. გონების, გულის და ნების სრულ მიცემას მიწიერი კეთილდღეობის და ღირებულებების მოპოვებისათვის. ამას ადასტურებს იუდეური გადმოცემა, სადაც დაფიქსირებულია ეს რიცხვი, როგორც გასაოცარი, ისრაელის ისტორიაში უმაღლესი აყვავების სიმბოლო. ციცქნა სახელმწიფო მეფე სოლომონის დროს წელიწადში იღებდა 666 ოქროს ტალანტს, ხოლო თუ თითო უდრიდა 49,11 კგ ოქროს, მაშინ გამოდიოდა 32 ტონა. 707 კგ ოქრო ძალიან მცირე მოსახლეობაზე. აი მწვერვალი სამყაროს ბედნიერებისა. მამონა არის სწორედ სეკულარიზაცია. პროტოპრესვიტერმა ალექსი მენმა აღნიშნა: იუდაიზმში ხშირად ღვთის სამეფოს აკავშირებდნენ დედამიწაზე ისრაელის გარეგნულ ბრწყინვალებასა და ფანტასტიკურ კეთილდღეობასთან. თანამედროვე ქრისტიანები დედამიწაზე ამ კეთილდღეობისთვის უფრო მეტად ხომ არ ზრუნავენ, ვიდრე ზეციურზე?

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler