ეკლესიის გარეთ მდგომი შვილის მამის წიაღში ანუ ეკლესიაში დაბრუნება უდიდესი სიხარულია
ეკლესიის გარეთ მდგომი შვილის მამის წიაღში ანუ ეკლესიაში დაბრუნება უდიდესი სიხარულია
სინანული სახარებაში
"თქვენ გეუბნებით, რომ უფრო მეტი სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია, ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტი მართლის გამო, რომელთაც მონანიება არ სჭირდებათ" (ლუკა 15:7), - გვასწავლის სახარება.

ჭეშმარიტად, სინანულს ადამიანი ისეთ სიმაღლეზე აჰყავს და იმგვარად განწმენდს, რომ ის, თამამად შეიძლება ითქვას, ხელახლა იბადება, - იბადება, რათა ქრისტეს შეუდგეს, - და რაც უფრო ღრმაა სინანული, მით უფრო ძლიერია სიწმინდისკენ სწრაფვა.

"ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა იესოს, მასთან ეჭამა პური. შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას. იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და დადგა უკან, მის ფერხთით. ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმით უხოცდა, ფეხებზე ეამბორებოდა და ნელსაცხებელს სცხებდა" (ლუკა 7:36). ამ მეძავ დედაკაცში იმდენად ძლიერია სინანულის გრძნობა, რომ არ ერიდება ფარისევლის სახლში შესვლისა, სადაც მაცხოვარია სტუმრად. ტირილი მისი სინანულის გარეგნული გამოხატულებაა, რომელიც გამყარებულია შინაგანი მზაობით, მსხვერპლი გაიღოს, მოემსახუროს მაცხოვარს. თვით ძვირფასი ნელსაცხებლის ქრისტესათვის მირთმევაც მოწმობს, რაოდენ დიდია ქალის სინანული. სამასი დრაჰკანი იუდეაში იმხანად საკმაოდ დიდი თანხა იყო. გავიხსენოთ იესო ქრისტეს მიერ აღსრულებული სასწაული ხალხის დაპურებისა - სახარების მიხედვით, 200 დრაჰკანი იკმარებდა, რომ ეს ხალხი ჩვეულებრივი გზით დაენაყრებინათ, არადა, ხუთი ათასი იქ მხოლოდ მამაკაცი იყო. თუ ამას ქალებისა და ბავშვების რიცხვსაც დავუმატებთ, 12-13 ათასი სული მაინც გამოვა. ამის კვალობაზე, 300 დრაჰკანი ოცი ათას კაცს მაინც დააპურებდა. აი, ასეთი ძვირფასი საჩუქარი შესწირა ცოდვილმა დედაკაცმა უფალს სინანულის ნიშნად. მაცხოვარიც იწირავს ამ ძღვენს, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცის, რა გზით აქვს ქალს ნაშოვნი ნელსაცხებლის საფასური. ეს დასტურია იმისა, რომ ღმერთი ადამიანის გულს ეძიებს და წრფელი და დიდი სინანულის შემთხვევაში ცოდვილი გზით ნაშოვნი ფულიც შეიწირება. ამ ქალს, როგორც სახარება ამბობს, მეტი მიეტევება, რადგან მეტად შეიყვარა უფალი: "მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შეიყვარა, ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს" (ლუკ. 7:47).

"ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი - ფარისეველი და მეორე - მეზვერე. ფარისეველი დადგა და ასე ლოცულობდა გულში: "ღმერთო, გმადლობ, რომ არა ვარ სხვა კაცთა მსგავსად მტაცებელი, უსამართლო და მემრუშე და არც ამ მეზვერეს ვგავარ; ორჯერ ვმარხულობ კვირაში და ვიხდი მეათედს იმისა, რასაც ვიხვეჭ". ხოლო მოშორებით მდგარი მეზვერე იმასაც კი ვერ ბედავდა, ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: "ღმერთო, მილხინე მე ცოდვილს". გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის, რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება" (ლუკა 18:10-14). ადამიანი, რომელიც თავის უღირსებას განიცდის და ნანობს, ბევრად აღმატებულია ღვთის თვალში, ვიდრე ფარისეველი, რომელიც გარეგნულად მორწმუნეა, აღასრულებს ყველა წესს, რასაც კი რჯული მოითხოვს მისგან, მაგრამ არ აქვს სინანული და სიმდაბლე უფლის წინაშე.

სინანულისა და გადარჩენის მაგალითია მებაჟეც, სახელად ზაქე, "რომელსაც სურდა იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანად დაბალი იყო. წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო. იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: "ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე". სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. ვინც კი დაინახა, ყველა ბუზღუნს მოჰყვა და ამბობდა: ცოდვილ კაცთან შევიდაო. ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: "აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ". იესომ უთხრა მას: "დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რადგან ისიც აბრაამის ძეა, ვინაიდან კაცის ძე მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად" (ლუკა 19:1-10). სინანული ზაქეს ისეთი საქციელისკენ უბიძგებს, რასაც მეზვერისგან ვერავინ წარმოიდგენდა - ქონების ღატაკთათვის დარიგებას და გამოძალულის ანაზღაურებას გადააწყვეტინებს. ცხადია, ეს მას დიდი შინაგანი ძალისხმევის, სიხარბის, მომხვეჭელობის დაძლევის ფასად დაუჯდა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა - სასუფეველი ცათა "იძულების" ანუ შრომის სანაცვლოდ მიიღწევა. სწორედ ზაქეა ის ადამიანი, რომელმაც შრომის, სინანულის ფასად მოიპოვა ხსნა.

"ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა. და უთხრა უმცროსმა მამას: "მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებელიდან". და გაუყო მათ თავისი ქონება. ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავშეუკავებლად ცხოვრობდა. და როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა. წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, ხოლო მან მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად. ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმლით მაინც ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა". გაჭირვება ის ფაქტორია, რომლის მეოხებითაც ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრების ობიექტურ შეფასებას იწყებს, რაც სინანულის დასაბამია. "გონს რომ მოეგო, თქვა: "მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელად აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები. ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარა ვარ ღირსი, შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე". ადგა და მამისკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, როცა მამამ დაინახა და შეებრალა იგი. გაიქცა, კისერზე მოეჭდო და ჰკოცნიდა მას, და უთხრა ძემ: "მამა, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე, და აღარ ვარ ღირსი, შენი ძე მერქვას" (ლუკა 15:11-21). იგავის განმარტებით, ეკლესიის გარეთ მდგომი შვილის მამის წიაღში ანუ ეკლესიაში დაბრუნება უდიდესი სიხარულია. ყველას, ვისაც სწყურია, მამის წიაღში დაბრუნდეს და ღვთაებრივი სიყვარულის თანაზიარი გახდეს, საშუალება ეძლევა, გამოიჩინოს სიმდაბლე, გულისხმიერება და შეუერთდეს დედა ეკლესიას, რომელიც, მზრუნველი მშობლის დარად, ცოდვათა მიმტევებელი, მკურნალი და ყველა სულიერი და ფიზიკური ტკივილის სალბუნია.

დაბოლოს, შევჩერდებით სინანულის გასაოცარ ფაქტთან, რომელიც მით უფროა აღსანიშნავი, რომ აღესრულება უფალ იესო ქრისტეს ხორციელი ცხოვრების უკანასკნელ წუთებში - ჯვარცმის დროს. ძნელად თუ მოიძებნება სახარებაში სხვა ადგილი, სიმძაფრით ამ ეპიზოდს რომ შეედაროს, მაგრამ ამჯერად ყურადღებას შევაჩერებთ არა მის დრამატიზმზე, არამედ იმ ორი ავაზაკის საქციელზე, რომლებიც იესოსთან ერთად აცვეს ჯვარს. მათე მახარებელი მოგვითხრობს, რომ "მასთან ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას" (მათე 27:44). მაგრამ, როგორც ჩანს, უეცრად ერთ-ერთმა გონების თვალი გადაავლო იესოს ცხოვრებას, რომლის უშუალო მომსწრე თუ არ იყო, გაგონილი მაინც ექნებოდა - სხვაგვარად არ იტყოდა, "მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენიაო"; ჯვარზე გაკვრისას ტკივილითა და განცდებით გონებადაბინდულს პირველმა სიმწარემ გადაუარა და შეძლო, ფიქრისთვის სწორი მდინარება მიეცა. მარცხენა მხარეს ჯვარცმული ბოროტმოქმედი განაგრძობდა იესოს გმობას: "განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი თავი შენი და ჩვენც!" მეორე კი გაუწყრა და უთხრა მას: "ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?!" აი, ამით იწყება მარჯვენა ავაზაკის სინანულის, ცოდვების აღიარების, საკუთარი დანაშაულის გააზრების, დამსახურებული სასჯელის, ცოდვათა მონანიების დიადი შინაგანი მზაობა, რასაც მოჰყვა კიდევაც ეს სიტყვები: "ჩვენ რაც დავაშავეთ, იმის საზღაურიც მივიღეთ, მაგას კი ცუდი არაფერი ჩაუდენია", - ხოლო ამ გასაოცარი აღიარება-აღსარების შემდეგ ის კაცობრიობის ისტორიაში გაუგონარ თხოვნას შეჰღაღადებს უფალს: "მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა" (ლუკა 23:42). ამ თხოვნის წყალობით იესოს მარჯვნივ ჯვარცმული ბოროტმოქმედი იოანე ნათლისმცემელს, ყველა წინასწარმეტყველსა და მართალ მამას, თვით მოციქულებსაც კი გარდაემეტება და პირველს ადამის მოდგმიდან ერგება პატივი ცათა სასუფევლის დამკვიდრებისა. ეს პატივი მას იმის სანაცვლოდ მიეგება, რომ თუკი მოციქულები იესო ქრისტეს მთელი თავისი დიდებულებით ხედავდნენ სასწაულების აღსრულების, მკვდართა აღდგინებისა და ეშმაკთა განსხმის დროს, ხედავდნენ ფერისცვალებისას, როდესაც მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნება გაცხადდა, მაგრამ მაინც ვერ შეიცნეს იგი და გასაჭირის ჟამს მიატოვეს, მარჯვენა ავაზაკმა მაშინ შეძლო ქრისტეს ღვთაებრივი არსის შეცნობა, როცა იგი უკიდურესად დამცირებული და დამდაბლებული იყო.

"ჭეშმარიტად გეუბნები შენ, - მიუგებს მაცხოვარი, - დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში". უდიდესი სინანულის განცდამ, თუნდაც სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე, მარჯვენა ავაზაკის ხვედრი ყველა მორწმუნისთვის სანატრელი გახადა.

მოამზადა დიაკვანმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat