ის, რომ ეკლესიაში აღმოვჩნდით, ჩვენი სიმართლის საზღაური კი არა, ღვთის საჩუქარია
ის, რომ ეკლესიაში აღმოვჩნდით, ჩვენი სიმართლის საზღაური კი არა, ღვთის საჩუქარია
ცხოვრება გრძელდება და მარადისობის განთიადი უკვე კარზე გვიკაკუნებს
მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ღირს მამათა ეპისტოლარული მემკვიდრეობა მეტად მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის წერილებიც, ისევე როგორც მისი სხვა ნაშრომები, უხვ სულიერ საზრდოს მისცემს "კარიბჭის" მკითხველს.

* უფლის მიერ ძვირფასო მ.
არ არსებობს ისეთი თავშესაფარი, თქვენ რომ მწერთ, არც ბერისთვის და არც ერისკაცისთვის - ორივეს მთელი ცხოვრება გზა და ყარიბობა, ჯაფა და სნეულება უწერიათ. ყველა სხვადასხვა ბილიკს მიუყვება, თუმცა მიზანი ერთია. ნუ გაყოფთ ცხოვრებას ერად და მონასტრად; შეიძლება, ერში ბერულად იცხოვრო, და შეიძლება ოჯახი გქონდეს. ორივე გზა ღვთივკურთხეულია. ვინც აირჩევს თავის გზას, აღარ უნდა ორჭოფობდეს და ერსა და მონასტერს შორის აღარ ირწეოდეს. ტყუილად კი არ უთქვამს ხალხს, შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო. გადავეჩვიეთ ჩვენ ამის კეთებას, აღარ ვფიქრობთ, აღარც ვზომავთ, მხოლოდ ვჭრით და ვანაკუწებთ, რაც ნამდვილად მტკივნეულია. მე არ ვიცი მოძღვრები, ღვთის იმ განგებულებაში რომ შეჭრილან, რომელიც გვამცნობს: ქვეყნის აღსასრულამდე ადამიანები დაქორწინდებიან, ბავშვებს გააჩენენ, აღზრდიან და ამით განმართლდებიან. ყველა სხვადასხვაგვარად წარემატება თავისი ცხოვრების გზაზე. ღმერთი ზოგს ასე აკურთხებს, ზოგს - ისე. მე უკვე მოხუცი ვარ, მაგრამ ახალგაზრდობის ჟამს, როცა ყველაფერი იქცეოდა, მადლშემოსილი ადამიანები ვერ ბედავდნენ იმის თქმას, ქვეყნის აღსასრულის ჟამი დადგაო. დღეს კი ბევრი ბედავს ამას, არადა, უნდა იცხოვრო, გადარჩე. ღვთის მოწყალება ისეთივეა, როგორიც ძველ დროს, მაგრამ ჩვენ იმდენად გავუხეშდით, რომ მაშინღა ვგრძნობთ საკუთარ უძლურებას, როცა ცხოვრება მაგრად შეგვაჯანჯღარებს და მიგვაქცევს ღვთისაკენ.

არ არის სიმშვიდე. მშვიდობა არასოდეს ყოფილა. უფალმაც ამქვეყნად მშვიდობა კი არა, მახვილი მოიტანა. და ეს მახვილი უფლისა ბოლომდე განკვეთს სულს. მყუდროება, ნუგეში, მომხდარის გააზრება სარწმუნოებით, უფალში და უფლის მიერ უნდა ხდებოდეს. ღმერთმა ქნას, ეს უმთავრესი შეგეგრძნოთ და მაშინ თქვენს სულს მოსწყურდება, რომ ამა სოფლად იცხოვროს ღმერთთან, მხოლოდ ღმერთისთვის და უფლისმიერი ხალხისთვის. განგაბრძნოთ უფალმა! მადლობდეთ ღმერთს ყველაფრისთვის.

ეკლესიაში რომ აღმოვჩნდით, ეს ჩვენი სიმართლის საზღაური კი არა, ღვთის წყალობაა. ღრმად გაეცანით წმინდა იოანე ოქროპირის ცხოვრებას. ის დაგამშვიდებთ, ის დაგეხმარებათ.

* ძვირფასო ო.
არსებობს ის, ვინც ჩვენი ყველა საზრუნავი იცის. მას ჩვენი ერთი მღელვარე ფიქრიც კი არ გამოეპარება. მან იცის, რომ ეს სადარდებელი გვტანჯავს, ამიტომ მუდამ ჩვენი დახმარება სურს. ის აღგვითქვამს, რომ იტვირთავს ყველა ჩვენს საზრუნავს. ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? მას სურს, ტვირთი შეგვიმსუბუქოს, მოგვაშოროს ის, რაც გვამძიმებს. სურს, იმ ადგილას გაგვიკვალოს გზა, სადაც ეს უკვე შეუძლებლად მიგვაჩნია. სურს, სრულიად შეცვალოს გარემო, რომელიც გვამძიმებს. მას ჩვენი დახმარება უნდა. ამიტომაც მიანდე ყველა საზრუნავი. მადლობა უთხარი იმისთვის, რომ ყველაფერს თავის თავზე იღებს და გეხმარება ამ განსაცდელის ჟამს... აი, ამგვარად აგევსება გული სიმშვიდით.

* ი., შენ ხომ უღმერთოდ ცხოვრობ, ეკლესიის ხომალდზე მყოფი მღვრიე ზღვაში იძირები და გავიწყდება, რომ გემს მესაჭე ჰყავს. უფალს უნდა მიეკედლო, მისი გწამდეს და გჯეროდეს, ფორმალურად კი არ იკითხო სახარება და ლოცვები, არამედ ცოცხალ ღმერთს მიმართო. სულიერ მოძღვარს უფალი მაშინ უგზავნის კაცს, როცა იგი მისკენ მიიქცევა.

ყოველდღიურად იკითხე თითო თავი სახარებიდან და სამოციქულოდან, ასევე - დილა-საღამოს მოკლე ლოცვები. ეზიარე ორ კვირაში ერთხელ. დაიწყე ფიქრი არა განყენებულ თემაზე, არამედ კონკრეტულად იმაზე, რასაც უფალი გეუბნება იმ დღის სახარების საკითხავში. მტერი ხომ იმას ცდილობს, სასოწარკვეთით მოგიკლას სულში მორჩი რწმენისა. ვილოცებ შენთვის.

* ჩემო ძვირფასო დედაო, გულით გილოცავ დაბადების 80 წლისთავს. აი, მივაღწიეთ იმ ნეტარ დრომდე, როცა ჩვენი ცხოვრების ყანა დაგვიმწიფდა და წონასრული თავთავი მიწისკენ დაიხარა. გულს ეშინია, მაგრამ გულსავე უხარია. რითი მივაგებთ უფალს - თესლისა მთესველს - იმ ყოველივესთვის, რაც გვიწყალობა? მადლიერების გარდა რა მივართვათ უფალს? ჩვენ ხომ მრავალტანჯული, მრავალნაღვაწი ცხოვრება განვვლეთ, მისგან მივიღეთ სარწმუნოების უძვირფასესი ნიჭი, მისი სიყვარულისკენ მიისწრაფვის ჩვენი გული და სული. "ღმერთო, შენ ყოველივე იცი, ჰქმენ ისე, როგორც გნებავს!" ღმერთი იყოს შენთან, შვილო ჩემო. უფალი გფარავდეს. მასთან ყოფნა ყველგან და ყოველთვის კარგია. მაშ, განვაგრძოთ სიცოცხლე, ვიხარებდეთ განვლილისა და გადატანილის გამო, ვიხარებდეთ, რამეთუ ცხოვრება გრძელდება და მარადისობის განთიადი უკვე კარზე გვიკაკუნებს. დიდება ღმერთს ყველაფრისთვის!

* ძვირფასო ლ. ა.
მწუხარებას, მხოლოდ მწუხარებას მიჰყავს დღეს ადამიანი ჭეშმარიტების შეცნობამდე. რაც ვერ გააწყო თავის დროზე თქვენდამი დედათქვენის სიყვარულმა, აწ იმას გააკეთებს თქვენი დედობრივი სიყვარული ვაჟის მიმართ.

ახლა ალბათ უკეთ წარმოიდგენთ, როგორ სტკიოდა დედათქვენს გული, რაკი არ შეეძლო ჩაენერგა თქვენთვის სიყვარული ჭეშმარიტებისა, საუკუნო სიცოცხლისა. ღვთის გარეშე ხომ, ჩემო ძვირფასო, ვერავინ ცხონდება... მაშინ ხომ ნელა და ტანჯვით კვდები, უცქერ შენს ირგვლივ სამყაროს განუწყვეტლივ ნგრევას... განსაკუთრებულ ტკივილს განიცდის დედა, როცა ეს ნგრევა ეწევა მის შვილს, ვისაც თვითონ შთაბერა სიცოცხლე.

მადლობდეთ უფალს, რომ არ მიგატოვათ, როგორც ოდესღაც თქვენ მიატოვეთ. ილოცეთ, დაფიქრებით წაიკითხეთ "ლოცვანი"... ჩემი ლოცვები კი თქვენს დედობრივ ლოცვებს შეეწევა. დაგიფაროთ ღმერთმა, განგაბრძნოთ და განგაძლიეროთ, რათა იყოთ თქვენი ვაჟის მეოხი წინაშე ღვთისა.

* ძვირფასო ტ. ა.
დადგება დრო, როცა შენგენის შეთანხმება მთელ მსოფლიოს მოიცავს, და არ იქნება ადგილი, ამ საშინელმა ძალამ რომ ვერ შეაღწიოს. მაგრამ ეს იქნება უკანასკნელი საფეხური. ყველაფერი კი მოციქულთა დროიდან მზადდებოდა. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ გავიქცეთ უდაბნოში ან სხვა ისეთ ადგილას, სადაც, ჩვენი აზრით, ანტიქრისტე ვერ მოგვწვდება. არა, არა და არა! ჩვენ ქრისტეში სულიერად ვიცხოვროთ, მას შევაფაროთ თავი...

...იცოდეთ უეჭველად: გაქცევა გამოსავალი არ არის. ღმერთი ყველგან ერთია, მთელ სამყაროში... განსაცდელის ჟამს ის თავის ერთგულებს დაიფარავს. საკუთარი გამოგონებებით ღვთის რისხვას ვერავინ გადაურჩება. ჩვენი მაცხოვარი ქრისტეა და მისდამი ვსასოებთ.

* უფლის მიერ ძვირფასო ვ.
თქვენი წერილით თუ ვიმსჯელებთ, სნეულებამ უკვე თქვენი ვაჟის ფსიქიკაც მოიცვა, ამიტომ მან უნდა აღიაროს მთელი ცხოვრების მანძილზე ჩადენილი ცოდვები და ხშირად ეზიაროს... მაგრამ ის ამას არ იზამს, ამიტომ ფსიქიატრთან მიიყვანეთ სამკურნალოდ. საკუთარ ცხოვრებასაც გადაავლეთ თვალი - დედ-მამის ცოდვები ხომ არ ამძიმებს თქვენს შვილს? ხომ არ ჩაგიდენიათ წარსულში რაიმე სასიკვდილო ცოდვა, რომლის გამოც თქვენი ვაჟი იტანჯება? თქვენც თქვით აღსარება და ეზიარეთ, შესთხოვეთ ღმერთს, მოთმინება მოგანიჭოთ, ილოცეთ შვილისთვის მხურვალედ, დედობრივი ლოცვით, და მიანდეთ ის ხელთა ღვთისათა.

* მონავ ღვთისა ლ.
ჩვილის ავადმყოფობის მიზეზს სწორად მიმხვდარხართ. ეშმაკი ცდილობს, გამოგვცადოს უსჯულოებით; ჩვენი საქმეა, ვიდგეთ ჭეშმარიტებაში. ნ-ის მშობლებმა უნდა შეიგრძნონ თავიანთი ცოდვები, შეინანონ აღსარებით და, რა თქმა უნდა, ეზიარონ. ხოლო ის, როდის მოხედავს ავადმყოფ ყრმას თავისი მოწყალებით, უფლის ნებაა. წმინდა ხატისგან კურნება უკვე მოხდა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ მივხვდით და ძველებურად განვაგრძობთ ცხოვრებას, იმის მაგივრად, რომ ვმადლობდეთ ღმერთს და დავიწყოთ გულის გამოსწორება. ამიტომ გოგონა კვლავ ავადმყოფობს, იტანჯება და მასთან ერთად მისი მშობლებიც იტანჯებიან. ჩვენ ვილოცებთ მათთვის...

* უფლის მიერ ძვირფასო კ.
თქვენი წერილით თუ ვიმსჯელებთ, ღვთისა და ეკლესიისგან მეტისმეტად შორს ხართ. ოღონდ კი ვაჟს დაეხმაროთ და თქვენთვის ყველა გზა სასურველია. მინდა გითხრათ, რომ ამისთვის ბიოენერგეტიკოსთან მისვლა ღვთის მტერთან საქმის დაჭერაა და აქედან კარგს არაფერს უნდა ელოდეთ - იგი დროებით გამოჯანმრთელდება, მაგრამ მერე უარესად გახდება, ყველაზე უარესი კი სულიერი ავადმყოფობაა. რა ვქნაო, მეკითხებით. უნდა მიხვიდეთ ღმერთთან, ეკლესიაში, საღვთო საიდუმლოებებში მონაწილეობით უმკურნალოთ თქვენს სნეულებას. თქვენი ვაჟი ჯერ ჩვილია, ესე იგი, მის უბედურებაში მშობლები არიან დამნაშავენი. მონათლული თუ ხართ? ჯვარი თუ გაქვთ დაწერილი? ეზიარებით თუ არა ქრისტეს სისხლსა და ხორცს? რამდენად სწორად მსჯელობთ ცოდვასა და აღსარებაზე? ყველა შეკითხვა თქვენ, უფროსებს, გეხებათ, წყარო ცხოვრებისა კი ღმერთია. ღმერთია ყოველგვარი სიკეთის წყარო. გადახედეთ თქვენს წარსულს. როცა იპოვით მწუხარების მიზეზს, მის განქარვებასაც შეძლებთ.

* უფლის მიერ ძვირფასო მ.
ჩვენი ავადმყოფობა ცოდვიანი ცხოვრების შედეგია და მკურნალობა სინანულით, აღსარების თქმით და ზიარებით უნდა დავიწყოთ. ჯერ ვუწამლოთ სულს, მერე კი ექიმებსაც მივმართოთ, რათა შეეწიონ ჩვენს ავადმყოფ სხეულს.

გადახედეთ წარსულს, ხომ არ ჩაგიდენიათ სასიკვდილო ცოდვა (მაგალითად, აბორტი), რომლის ნაყოფიც შესაძლოა თქვენს შვილს მოსწეოდა. თუ დამნაშავე ხართ, აუცილებლად აღსარების თქმით უნდა შეინანოთ. განუწყვეტლივ ილოცეთ ვაჟისთვის, მოთმინებითა და იმედით მიანდეთ ის ღვთის ნებას.

* უფლის მიერ ძვირფასო ვ.
სულსწრაფი ხართ. არადა, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება. რაღაც-რაღაცების გამო კი მართლაც გაქვთ დასათმენი. წმინდა მამები ამბობენ, რომ ცოცხლად დარჩენილი ბავშვები სამაგიეროს მიუზღავენ დედას ყრმათამკვლელობისთვის (ანუ აბორტისთვის), მიუზღავენ იმ და-ძმების გამო, რომელთაც მზის სინათლე ვერ იხილეს. ნებით თუ უნებლიეთ სხვაც მრავალი ცოდვა გვაქვს ჩადენილი. განსაცდელი (მწუხარება) - ეს ეპიტიმიაა ღვთისა და უდრტვინველად უნდა ვიტვირთოთ...

ახლობლებისთვის ასე უნდა ილოცოთ: "ღმერთო, შენ იცი ყოველი, სიყვარული შენი სრულყოფილია, იტვირთე ხელთა შინა შენთა ცხოვრება ჩემი გატანჯული ქმრისა, ჩემი ვაჟისა და ქალიშვილისა და შეეწიე მათ ისე, როგორც მე მინდა მათი დახმარება, მაგრამ არ შემიძლია. ამინ!"

იმ დროს მოვესწარით, ჩემო ძვირფასო ვ., რომ მხოლოდ მწუხარება და ავადმყოფობა მეოხგვეყოფა ღვთის წინაშე. შეიყვარე შენი მძიმე ცხოვრება და არა ირგვლივ გამეფებული მხიარულება. თვალწინ გედგას ჯვარი მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

* კურთხევა უფლისა თქვენზედა, ჩემო ძვირფასო. თქვენი წერილი დიდი ხანია მივიღე შესაწირავთან ერთად. როგორც გსურდათ, ისე მოვიქეცით - სახელები მონასტრის სინოდიკში შევიტანეთ. მეც მაქვს ცალკე ჩამოწერილი და ყველას გიხსენიებთ, ცოცხლებსაც და გარდაცვლილებსაც. ავადმყოფობამ არ უნდა შეგვაშფოთოს - ჩვენ ხომ უკანასკნელ მიჯნას მივაღწიეთ. მოღვაწეობის ჟამი დასრულდა, ახლა მხოლოდ სნეულების ტვირთვაღა დაგვრჩა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე ფასეული და მრავლისმთქმელი სულიერი ღვაწლი, ვინაიდან ისე არაფერი ამდაბლებს ადამიანს, როგორც ავადმყოფობა.

აი, ჭეშმარიტად ვდგავართ უფლის წინაშე, ვითარცა ყრმები; იმ განცდით, რომ ყველანი ღვთის ხელში ვართ, აღვაპყრობთ ხელებს უფლისა მიმართ და შევღაღადებთ გულის სიღრმიდან. არავითარი დიდებისმოყვარება და ამპარტავნება ამ ღვაწლს არ მიეკრობა. რარიგ კარგია და მაცხოვნებელი ეს ყველაფერი!

მე ღვთისმსახურებაზე იშვიათად დავდივარ, უმეტესად შინ ვლოცულობ, სადაც ხელს არავინ მიშლის ამაო საუბრით, და როცა ხალხის მოხსენიებას ვიწყებ, მთელი სენაკი ხალხით ივსება: ცოცხლებით, გარდაცვლილებით... ყველა ჩქარობს, მახსენებს თავს და ახლობლებს...

ვფიქრობ, უფალი თქვენც განუგეშებთ მის სადიდებლად გაწეული ღვაწლისთვის. ყველაფერი ღვთისგანაა, ესე იგი, ყველაფერი მაცხოვნებელია. ჩვენ მხოლოდ უნდა ვმადლობდეთ და ვადიდებდეთ უფალს წარსული ცხოვრებისთვის, სიხარულისა და მწუხარებისთვის. უფალი იყოს თქვენთან.

უფლისმიერი სიყვარულით, ღვთის წინაშე თქვენთვის მლოცველი არქიმანდრიტი იოანე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler