წე­რი­ლი მემ­კვიდ­რეებს
წე­რი­ლი მემ­კვიდ­რეებს


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

წელს 30 წე­ლი შეს­რულ­და, რაც ის ალა­ვერ­დე­ლი მღდელ­მთა­ვა­რია. ეს, რა თქმა უნ­და, არ იცოდ­ნენ ერ­თ-ერ­თი ტე­ლე­ვი­ზიის „მე-17 სარ­თულ­ზე“, ისე გა­მოუგ­ზავ­ნეს „სა­ჩუ­ქა­რი“, თუმ­ცა ეს ეკ­ლია­ნი სა­ჩუ­ქა­რია.

 


ამ წე­რილს, ვი­ცი, რომ ელო­დე­ბა მრა­ვა­ლი ადა­მია­ნი, ვინც იც­ნობს მეუ­ფე და­ვითს და გა­და­ცე­მა „მე-17 სარ­თულ­ზე“ ალა­ვერ­დე­ლი მღვდელ­მთავ­რის გა­სა­მარ­თლე­ბად აღიქ­ვა.



„გა­სა­მარ­თლე­ბა" არ მო­გეჩ­ვე­ნოთ გა­და­ჭარ­ბე­ბულ შე­ფა­სე­ბად. დიახ, ჩვენ მოწ­მეე­ბი გავ­ხდით, თუ რო­გორ ასა­მარ­თლებ­დნენ ჩვენს მოძ­ღვარს, რომ­ლის გვერ­დი­თაც, მე პი­რა­დად, სულ ცო­ტა, 33 წე­ლია, რაც ვარ და ყო­ველ­დღიუ­რად ვუ­ყუ­რებ მის თავ­გან­წირ­ვას ამ ქვეყ­ნის­თვის. აქ­ვე დავ­ძენ, რომ ასე­თი სუ­ლის­კვე­თე­ბის სა­სა­მარ­თლოე­ბით ამ­ზა­დე­ბენ ქვე­ყა­ნას იმ გა­დაწ­ყვე­ტი­ლე­ბის­თვის, რომ­ლის შემ­დე­გაც, და­საშ­ვე­ბია, გა­მო­ძიე­ბის გა­რე­შე დახ­ვრე­ტაც კი მიუ­სა­ჯო სა­სუ­ლიე­რო პირს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ასე­თი მძი­მე დრო ჩვენ­მა ქვე­ყა­ნამ ერ­თხელ უკ­ვე გაია­რა...



გა­და­ცე­მის სიუ­ჟეტ­მა და დის­კუ­სიამ ბევ­რი რამ გა­მახ­სე­ნა, მთე­ლი ჩვე­ნი მო­ნას­ტრის ცხოვ­რე­ბა მეუ­ფეს­თან ერ­თად თვალ­წინ და­მიდ­გა. ბიბ­ლიუ­რი ის­ტო­რიე­ბიც ამო­ტივ­ტივ­და მეხ­სიე­რე­ბა­ში და ჩვე­ნი ქვეყ­ნის წარ­სუ­ლი ამ­ბე­ბიც... ერ­თი ლოც­ვა კი, რო­მე­ლიც ფრაგ­მენ­ტია დი­დი პა­რას­კე­ვის მაც­ხოვ­რის ჯვარ­ცმის ლოც­ვი­დან - „ე­რო ჩე­მო, რაი შე­გა­წუ­ხე შენ“, - გა­ნუწ­ყვეტ­ლივ გო­ნე­ბა­ში მიტ­რია­ლებ­და.



კულ­ტუ­რა და მემ­კვიდ­რეო­ბა

ვი­ნაი­დან გა­და­ცე­მა „მე-17 სარ­თულ­ზე“ მიეძ­ღვნა კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რეო­ბას, თავ­და­პირ­ვე­ლად ამ ტერ­მინს შე­ვე­ხე­ბი. ეს მთელ მსოფ­ლიო­ში სა­ყო­ველ­თაოდ მი­ღე­ბუ­ლი ტერ­მი­ნია, რო­მე­ლიც ორი სიტ­ყვის­გან შედ­გე­ბა: კულ­ტუ­რა და მემ­კვიდ­რეო­ბა. სიტ­ყვათ­შე­თან­ხმე­ბა „კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის“ გააზ­რე­ბის­თვის პირ­ვე­ლად შე­ვე­ხე­ბი სიტ­ყვა „მემ­კვიდ­რეო­ბას“. ამ სიტ­ყვის ძი­რი გახ­ლავთ „მკვიდ­რი“. ის თა­ვის თავ­ში „სამ­კვიდ­რო­საც“ შეი­ცავს. შეიძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ მემ­კვიდ­რე ნიშ­ნავს იმ ადა­მიანს, რო­მელ­საც სამ­კვიდ­რე­ბე­ლი წი­ნა თაო­ბე­ბი­დან გად­მოე­ცა.



რო­დე­საც შუამ­თის მო­ნას­ტე­რი 1926 წელს და­ხუ­რა ბოლ­შე­ვი­კურ­მა მთავ­რო­ბამ, გან­დევ­ნეს ის ადა­მია­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა აქ იღ­ვა­წეს, მა­გა­ლი­თად - წი­ნამ­ძღვა­რი მა­მა ნი­კო­ლოზ მი­ქე­ლა­ძე, რო­მელ­მაც 18 წლი­დან იც­ხოვ­რა ამ მო­ნას­ტერ­ში და 73 წლის მხცო­ვა­ნი ბე­რი იყო, რო­ცა უღ­მერ­თოებ­მა თა­ვი­სი მო­ნას­ტრი­დან გაა­სახ­ლეს; მას­თან ერ­თად გან­დევ­ნეს ცნო­ბი­ლი სა­სუ­ლიე­რო პი­რი, იო­სებ ლა­გა­ზიშ­ვი­ლი - გა­მო­ჩე­ნი­ლი მგა­ლო­ბე­ლი, მქა­და­გე­ბე­ლი და იმ დევ­ნი­ლო­ბის ჟამს თავ­გან­წი­რუ­ლი მოღ­ვა­წე, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი სი­ცოც­ხლის ფა­სად ნათ­ლავ­და ხალხს და ემ­სა­ხუ­რე­ბო­და თა­ვის სამ­წყსოს.

ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის და­ხურ­ვის შემ­დეგ, 1927 წელს, შუამ­თა­ში გახ­სნეს და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი. ისი­ნი, ვინც აქ ის­ვე­ნებ­დნენ, იყ­ვნენ „მებ­რძოლ უღ­მერ­თო­თა კავ­ში­რის“ წევ­რე­ბი (იმ პე­რიოდ­ში არ­სე­ბობ­და ასე­თი კავ­ში­რი); შემ­დეგ და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სახ­ლი უდედ­მა­მო ბავ­შვთა სახ­ლით ჩაა­ნაც­ვლეს და ა.შ. ბო­ლოს აპი­რებ­დნენ, აქ გაეხ­სნათ საბ­ჭო­თა ტი­პის „ტურ­ბა­ზა“, იქ­ვე ეთ­ნოგ­რა­ფიუ­ლი მუ­ზეუ­მიც იქ­ნე­ბო­და, ეყო­ლე­ბო­დათ ცხე­ნე­ბი და სხვა... ეს უკ­ვე აღარ დას­ცალ­და იმ ღვთის­მებ­რძოლ რე­ჟიმს, ვი­ნაი­დან 1990 წელს შუამ­თის მო­ნას­ტე­რი დაუბ­რუნ­და ეკ­ლე­სიას. 

დავ­სვათ კით­ხვა - ის, ვინც შუამ­თა­ში ბო­გი­ნობ­და 70 წე­ლი, იყო თუ არა მემ­კვიდ­რე ამ მემ­კვიდ­რეო­ბის? მგო­ნი პა­სუ­ხი ნა­თელ­ზე ნა­თე­ლია. ისი­ნი არ იყ­ვნენ მემ­კვიდ­რეე­ბი; ვი­ნაი­დან ეკ­ლე­სია-­მო­ნას­ტრე­ბი აშენ­და ღვთის სა­დი­დებ­ლად და ადა­მია­ნე­ბის სუ­ლე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და თუ ვი­ღაც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ძა­გე­ლი მე­თო­დე­ბით და გზე­ბით, მიი­ტა­ცებს ეკ­ლე­სია-­მო­ნას­ტრებს, ის ვერ ჩაით­ვლე­ბა ამ სა­ვა­ნეე­ბის, ეკ­ლე­სია-­მო­ნას­ტრე­ბის მემ­კვიდ­რედ. ეკ­ლე­სია-­მო­ნას­ტრე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი მემ­კვიდ­რეე­ბი ისი­ნი არიან, ვინც აქ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას აღას­რუ­ლე­ბენ მორ­წმუ­ნე ერ­თან ერ­თად, ანუ იმ საქ­მეს აგ­რძე­ლე­ბენ, რის­თვი­საც ეს ტაძ­რე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად აშენ­და.



1990 წელს, რო­დე­საც ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტე­რი ეკ­ლე­სიას დაუბ­რუნ­და, სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს­-პატ­რიარ­ქის კურ­თხე­ვით აქ მო­ვი­და ერ­თი მღვდელ­-მო­ნა­ზო­ნი, რო­მელ­მაც, მარ­ტო­კაც­მა, მთა­ვა­რი, რაც შეძ­ლო (ის აწ გან­სვე­ნე­ბუ­ლია) - აღად­გი­ნა ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა. გა­რე­მო კი, რო­მე­ლიც მას აქ დახ­ვდა, ბიბ­ლიის სიტ­ყვე­ბით შეიძ­ლე­ბა და­ვა­ხა­სია­თოთ - იყო „სა­ძა­გე­ლი მოოხ­რე­ბი­სა“.



1995 წლი­დან, მეუ­ფე და­ვი­თის კურ­თხე­ვით აქ აღ­დგა დე­და­თა მო­ნას­ტე­რი. იგი­ვე „სა­ძა­გე­ლი მოოხ­რე­ბი­სა“ დაგ­ვხვდა ჩვენც. მას შემ­დეგ გვაქვს ღვთის­გან მო­ნი­ჭე­ბუ­ლი პა­ტი­ვი, აქ და­ვემ­კვიდ­როთ და ვიშ­რო­მოთ სუ­ლიე­რად, ფი­ზი­კუ­რად და ინ­ტე­ლექ­ტუა­ლუ­რად. სულ მა­ლე გახ­დე­ბა 30 წე­ლი, რაც ამ მო­ნას­ტერ­ში ვცხოვ­რობთ.



არ და­გი­მა­ლავთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მაქვს გულ­ში, რომ ჩვენ ვართ მემ­კვიდ­რეე­ბი. გვა­ხა­რებს, რო­ცა სხვა ადა­მია­ნე­ბიც მემ­კვიდ­რეე­ბად გრძნო­ბენ თავს. თუმ­ცა, არის თე­მე­ბი, რო­მელ­შიც ყვე­ლა მემ­კვიდ­რეს მოგ­ვი­წევს შე­თან­ხმე­ბა, რო­გო­რი სე­კუ­ლა­რუ­ლიც არ უნ­და იყოს ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო.



ახ­ლა კულ­ტუ­რას მინ­და შე­ვე­ხო. კულ­ტუ­რის გან­მარ­ტე­ბა შეიძ­ლე­ბა ძა­ლიან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყოს და სხვა­დას­ხვა ერ­მა და ქვე­ყა­ნამ სხვა­დას­ხვა­ნაი­რად გან­მარ­ტოს. თუმ­ცა კულ­ტუ­რის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი, ქრის­ტია­ნუ­ლი გან­მარ­ტე­ბა არის შემ­დე­გი: კულ­ტუ­რა გა­ნი­საზ­ღვრე­ბა იმით, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ადა­მიანს ადა­მია­ნის მი­მართ. ამი­ტო­მაც არის, რომ ქარ­თვე­ლი კა­ცის ცნო­ბიე­რე­ბა­ში, რო­მე­ლიც ქრის­ტია­ნუ­ლი სწავ­ლე­ბით საზ­რდოობ­და, კულ­ტუ­რა და ზნეო­ბა თით­ქმის გაი­გივ­და... სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე­ცაა, ზნეობ­რიო­ბაა კულ­ტუ­რა, თა­ვი­სი მა­ღა­ლი გა­გე­ბით.



რა­კურ­სი, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რა­საც აკ­ნი­ნებს და მემ­კვიდ­რეო­ბა­საც



ჩემ­თვის ძა­ლიან სამ­წუ­ხა­როდ, უნ­და აღ­ვნიშ­ნო ერ­თი ფაქ­ტი. გა­დამ­ღებ ჯგუფს, რო­მელ­მაც ეს სიუ­ჟე­ტი მოამ­ზა­და, შუამ­თა­ში რომ მობ­რძან­და, დახ­ვდნენ მო­ნაზ­ვნე­ბი, ისე­ვე, რო­გორც სხვა უთ­ვა­ლავ სტუ­მარს. ჯგუ­ფის ერ­თ-ერ­თმა წევ­რმა მო­ნა­ზონს უთ­ხრა, თუ შეიძ­ლე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძეე­ბის საფ­ლა­ვებს გა­და­ვი­ღებ­თო. ცხა­დია, ხე­ლი არა­ვის შეუშ­ლია. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს ადა­მია­ნე­ბი სრუ­ლიად სხვა გან­ზრახ­ვით ყო­ფი­ლან მო­სუ­ლე­ბი (თუმ­ცა შეიძ­ლე­ბა ჭავ­ჭა­ვა­ძეე­ბის საფ­ლა­ვე­ბიც აინ­ტე­რე­სებ­დათ). ჩვენ­გან ფა­რუ­ლად, თურ­მე, ამ­ზა­დებ­დნენ სიუ­ჟეტს, რომ­ლი­თაც ზურ­გში უნ­და დაერ­ტყათ მახ­ვი­ლი. ასე­თი გან­ცდა დაგ­ვრჩა ამ გა­და­ცე­მის შემ­დეგ.



ახალ შუამ­თა­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი სიუ­ჟე­ტი ტო­ვებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი გულ­მოდ­გი­ნედ ეძებ­და რა­კურსს, საი­და­ნაც ნაჩ­ვე­ნებ ტა­ძარ­ზე უნ­და თქმუ­ლი­ყო, რომ ის­ტო­რიუ­ლი სტო­ვის აღ­დგე­ნამ და გამ­ყო­ფი კედ­ლის უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბამ დააკ­ნი­ნა ტაძ­რის არ­ქი­ტექ­ტუ­რა. ასეთ გა­და­სა­ღებ სივ­რცედ შეირ­ჩა ჩრდი­ლოე­თი მხა­რე, ტაძ­რის გარ­შე­მო­სავ­ლე­ლი ტა­ძარ­სა და კე­დელს შო­რის. ახ­ლო რა­კურ­სით ამ ხე­დის ჩვე­ნე­ბი­სას ით­ქვა, რომ „და­პა­ტა­რავ­და ტაძ­რის აღ­ქმა და დაკ­ნინ­და მი­სი მას­შტა­ბი“. სა­მი სხვა მხა­რე - სამ­ხრე­თი, და­სავ­ლე­თი და აღ­მო­სავ­ლე­თი და ყვე­ლა სხვა რა­კურ­სი, რომ­ლი­და­ნაც მთე­ლი სიც­ხა­დით ჩანს შუამ­თის ტაძ­რის მშვე­ნიე­რე­ბა, არ უნ­და მოხ­ვედ­რი­ლი­ყო კად­რში. „საუ­კე­თე­სო დაკ­ნი­ნე­ბის­თვის“ ვი­ღა­ცის მიერ წვი­მიან ამინ­დში ტაძ­რის შე­სას­ვლელ­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი უბად­რუ­კი ქოლ­გაც ახ­ლო კად­რით იქ­ნა გა­და­ღე­ბუ­ლი. სა­ფიქ­რე­ბე­ლია, რომ ამ ჯგუ­ფის მი­ზა­ნი იყო ტა­ძა­რი დაკ­ნი­ნე­ბუ­ლად წარ­მოე­ჩი­ნათ. გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი ძა­ლიან ეცა­და სწო­რედ ეს გან­ცდა დარ­ჩე­ნო­და მა­ყუ­რე­ბელს!



შუამ­თის მო­ნას­ტრის აღ­დგე­ნა-­რეა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­და 2017-19 წლებ­ში კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის დაც­ვის საა­გენ­ტოს მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პროექ­ტით. ის­ტო­რიუ­ლი სტო­ვა, სა­ვა­რაუ­დოდ, ძლიერ და­ზიან­და შაჰ­-ა­ბა­სის შე­მო­სე­ვე­ბის პე­რიოდ­ში. ეგ­ზარ­ქო­სო­ბის დროს კი, რო­ცა მა­შინ­დელ ძეგ­ლთა დაც­ვის მიერ წარ­მოე­ბულ სა­მუ­შაოებს ერ­ქვა „ტაძ­რე­ბის სა­ნი­ტა­რუ­ლი მოვ­ლა“ (санитарный уход за храмами) - ეს სტო­ვა მი­წას­თან გაას­წო­რეს. სტო­ვა, ზო­გა­დად, ტაძ­რის ფუნ­ქციუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია, სა­დაც უნ­და აღ­სრულ­დეს ღვთის­მსა­ხუ­რე­ბის გარ­კვეუ­ლი მოქ­მე­დე­ბა, და არა მხო­ლოდ ამ და­ნიშ­ნუ­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა...

შუამ­თის ტაძ­რის სტო­ვა აღ­დგა ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლის სა­ფუძ­ვლია­ნი შეს­წავ­ლის შემ­დეგ. თუმ­ცა, ზო­გიერ­თი ძეგ­ლის ქო­მა­გი ამას უარ­ყოფს, ან კვლე­ვას გვი­წუ­ნებს. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მა­თი სურ­ვი­ლი იყო ისე­თი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, რო­მე­ლიც არა­სო­დეს არ სრულ­დე­ბა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ეკ­ლე­სიის­თვის სა­ჭი­რო სამ­სა­ხუ­რე­ბე­ლი სივ­რცე არ აღ­დგეს და დან­გრეუ­ლი დარ­ჩეს.

დიახ, ძეგ­ლის „ქო­მა­გე­ბი“ წი­ნააღ­მდეგ­ნი იყ­ვნენ, რომ ახალ შუამ­თა­ში აღ­მდგა­რი­ყო ეკ­ლე­სიის­თვის ფუნ­ქციუ­რად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლი, სტო­ვა და ამის­თვის არა­ნაი­რი არ­გუ­მენ­ტი არ ჰქონ­დათ, უბ­რა­ლოდ, არ უნ­დო­დათ დაეშ­ვათ აღ­დგე­ნის პრე­ცენ­დენ­ტი! ეს თვალ­ნათ­ლივ ჩან­და დის­კუ­სიე­ბის დროს.

სიუ­ჟე­ტის ავ­ტორ­მა საუბ­რი­სას გა­მოი­ყე­ნა სიტ­ყვა „ფარ­დუ­ლი“. ამ ქალ­ბა­ტო­ნის­თვის ეს იყო ფარ­დუ­ლი, ჩვენ­თვის კი ეს იყო, სტო­ვის აღ­დგე­ნამ­დე, დროე­ბი­თი გა­და­ხურ­ვა, რა­თა ტა­ძა­რი და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ნეს­ტის­გან, წვი­მის­გან, თოვ­ლის­გან. და­ცუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო ფრეს­კე­ბი და ის არაჩ­ვეუ­ლებ­რი­ვი წარ­წე­რა, რო­მე­ლიც ტაძ­რის შე­სას­ვლელ­ში ერეკ­ლე მე­ფის საქ­ტი­ტო­რო წარ­წე­რას წარ­მოად­გენს. ნა­ლე­ქის გა­მო, ჩვენ ეს წარ­წე­რა საკ­მაოდ და­ზია­ნე­ბუ­ლი დაგ­ვხვდა. სწო­რედ დროე­ბი­თი გა­და­ხურ­ვით (და არა ფარ­დუ­ლით!) გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი მი­სი გა­დარ­ჩე­ნა.



გარ­და ამი­სა, ტაძ­რის გარ­შე­მო მი­წის უზარ­მა­ზა­რი ფე­ნა იყო მო­საჭ­რე­ლი, ვი­ნაი­დან სა­ძირ­კველ­ში წყა­ლი ჩა­დიო­და, რის გა­მოც ია­ტა­კიც აყ­რი­ლი დაგ­ვხვდა. თავ­და­პირ­ვე­ლად ახალ შუამ­თა­ში, თი­ნა­თინ დე­დოფ­ლის მიერ აშე­ნე­ბულ ტა­ძარ­ში, ია­ტა­კი ცის­ფრად მო­ჭი­ქუ­ლი აგუ­რით იყო მო­გე­ბუ­ლი. არ­ქეო­ლო­გიუ­რი სა­მუ­შაოე­ბის შე­დე­გად ნა­პოვ­ნი ამ ია­ტა­კის ფრაგ­მენ­ტი ტაძ­რის სივ­რცე­შია დარ­ჩე­ნი­ლი. მას დღე­საც ეტ­ყო­ბა ფე­რა­დოვ­ნე­ბა და მბზინ­ვა­რე­ბა. მე-16 საუ­კუ­ნე­ში დე­დო­ფალ­მა ტაძ­რის ია­ტა­კის­თვის იმ დროის­თვის საუ­კე­თე­სო მა­სა­ლა გა­მოი­ყე­ნა. 1898-99 წლებ­ში წმინ­და პატ­რიარ­ქმა კი­რიონ­მა, ასე­ვე, იმ დროის­თვის საუ­კე­თე­სო, ე.წ. ან­დრიო­ლე­ტის მე­თო­დით გა­ნაახ­ლა ტაძ­რის თით­ქმის არარ­სე­ბუ­ლი ია­ტა­კი. მე-20 საუ­კუ­ნის 90-იან წლებ­ში კი ეს ია­ტა­კიც პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი დაგ­ვხვდა, უს­წორ­მას­წო­რო ზე­და­პირ­ზე ორ­მოე­ბით და ალაგ­-ა­ლაგ შე­მორ­ჩე­ნი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბით. დღეს აქ და­გე­ბუ­ლია ქარ­თუ­ლი მარ­მა­რი­ლოს ქვა, რო­მელ­საც ძეგ­ლის „ქო­მა­გე­ბი“ სიპ­რია­ლეს უწუ­ნე­ბენ, თუმ­ცა, მო­ჭი­ქუ­ლი აგუ­რი და ან­დრიო­ლე­ტის ია­ტა­კი დღე­საც სიპ­რია­ლით გა­მოირ­ჩე­ვა.



ტაძ­რის გარ­შე­მო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ქეო­ლო­გიუ­რი სა­მუ­შაოს შემ­დეგ მი­წის ფე­ნა მოიჭ­რა და გა­კეთ­და სა­რი­ნე­ლი. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ტაძ­რის სარ­კმლებ­ზე, საი­და­ნაც ფრეს­კებ­ზე წყა­ლი ჩა­მო­დიო­და, გუმ­ბა­თის სა­ხუ­რა­ვი კი ქა­რის­გან იყო აგ­ლე­ჯი­ლი. საინ­ტე­რე­სოა, თუ იციან ეს ყვე­ლა­ფე­რი ძეგ­ლის „ქო­მა­გებ­მა“, დღეს გა­კე­თე­ბულს და აღ­დგე­ნილს რომ დას­ტი­რიან…



წმინ­და ილია მარ­თა­ლი გვაფ­რთხი­ლებ­და, ­რის პირ­ქვე დამ­ხო­ბა, გა­თახ­სი­რე­ბა, გაწ­ყა­ლე­ბა მა­შინ იწ­ყე­ბა, რო­ცა ხსოვ­ნა ეკარ­გე­ბა თა­ვი­სი წარ­სუ­ლი­სო. იქ­ვე დას­ძენ­და, რომ ასეთ ერს აღარ აქვს მკვიდ­რად მო­კი­დე­ბუ­ლი ფე­ხი არ­სე­ბო­ბის­თვის სა­ჭი­დაოდ, იმი­ტომ, რომ რა იყო - ის და­ვიწ­ყე­ბუ­ლი აქვს და, მა­შა­სა­და­მე, რა არის - არც ის იცის. არ იცის, რის­თვის გა­წი­როს თა­ვი, რას გა­მოე­სარ­ჩლოს და რას არა.



ახალ შუამ­თა­ზე საუბ­რი­სას ისიც აღი­ნიშ­ნა, რომ „აქ უკა­ნო­ნოდ აშენ­და კე­დე­ლი“. თუ სიძ­ვე­ლის დამ­ცვე­ლე­ბი არიან ეს ადა­მია­ნე­ბი, უნ­და იცოდ­ნენ, რომ ძვე­ლი გა­ლა­ვა­ნი პირ­და­პირ მიდ­გმუ­ლი იყო ტაძ­რის ჩრდი­ლო­-აღ­მო­სავ­ლეთ კუთ­ხე­ზე და მი­სი ნაშ­თი დღე­საც არ­სე­ბობს მო­ნას­ტერ­ში. მა­მა ნი­კო­ლოზ მი­ქე­ლა­ძეც აღ­ნიშ­ნავს ამას თა­ვის დღიურ­ში, რო­მე­ლიც მო­ნას­ტრის სიძ­ვე­ლეთ­სა­ცავ­ში ინა­ხე­ბა.



გამ­ყო­ფი კე­დე­ლი, რო­მე­ლიც მო­ნას­ტრის საც­ხოვ­რე­ბელ სივ­რცეს და საე­რო სივ­რცეს ერ­თმა­ნე­თის­გან გა­მო­ყოფს, აშენ­და 1995 წელს! ამ წელს მო­ვე­დით ჩვენ ახალ შუამ­თა­ში, სა­დაც ეს დი­დე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბა უპატ­რო­ნოდ იყო დაგ­დე­ბუ­ლი, გარ­შე­მო ტყე­ში ყა­ჩა­ღე­ბი და­თა­რე­შობ­დნენ, საქ­მეე­ბის გარ­ჩე­ვაც ამ ტყე­ში ხდე­ბო­და, ჩვენც არაერ­თხელ დაგ­ვეს­ხნენ თავს. სწო­რედ ამ პი­რო­ბებ­ში და­ვიწ­ყეთ წი­ნაპ­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის მოვ­ლაპატ­რო­ნო­ბა.



გამ­ყო­ფი კედ­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდა, რად­გან მო­ნას­ტერს აქვს თა­ვი­სი წეს­-გან­გე­ბა, ტი­პი­კო­ნი. ეს წეს­-გან­გე­ბა კი გა­ნა­პი­რო­ბებს ამ სა­ვა­ნეე­ბის სივ­რცით მოწ­ყო­ბას და არ­ქი­ტექ­ტუ­რულ გა­დაწ­ყვე­ტას. მეს­მის, რომ მათ­თვის, ვინც თა­ვის თავს პრო­ფე­სიო­ნალს უწო­დებს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის დაც­ვის საქ­მე­ში, ეს უც­ხო თე­მაა და ამი­ტომ უჭირთ ამის გა­გე­ბა. ადა­მია­ნი ყვე­ლა­ფერ­ში პრო­ფე­სიო­ნა­ლი ვერ იქ­ნე­ბა... ზო­გა­დად არ­ცოდ­ნა და უმეც­რე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან უნ­და გან­ვას­ხვაოთ. შეუძ­ლე­ბე­ლია, ერ­თმა ადა­მიან­მა ყვე­ლა­ფე­რი იცო­დეს, ამა­ში და­ნა­შაუ­ლიც არ არის. თუმ­ცა, რო­დე­საც ადა­მიანს ჰგო­ნია, რომ მან ყვე­ლა­ფე­რი იცის, სწო­რედ აქ გვაქვს საქ­მე უმეც­რე­ბას­თან...



შუამ­თა­ში მო­სუ­ლე­ბი, იმის­თვის, რომ შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და მოგ­ვევ­ლო უძ­ვირ­ფა­სე­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის­თვის, აღ­მოვ­ჩნდით სრუ­ლიად გა­პარ­ტა­ხე­ბულ გა­რე­მო­ში. მო­ნას­ტრის ყვე­ლა გა­ლა­ვა­ნი ჩა­მოშ­ლი­ლი იყო. მორ­ღვეუ­ლი იყო ყვე­ლა კა­რი, ნა­გე­ბო­ბებ­ზე ფან­ჯრე­ბი ბევრ ად­გი­ლას ბა­ლი­შე­ბით იყო ამოვ­სე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ასე გა­მოი­ყუ­რე­ბო­და ის­ტო­რიუ­ლი სამ­რეკ­ლო. ამ სივ­რცე­ში გამ­ყო­ფი კე­დე­ლი, რა თქმა უნ­და, დაც­ვის მო­ვა­ლეო­ბას ვერ შეას­რუ­ლებ­და და, შე­სა­ბა­მი­სად, დაც­ვის­თვის არ იყო აშე­ნე­ბუ­ლი. გამ­ყო­ფი კე­დე­ლი სრუ­ლიად აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო მო­ნას­ტრის არ­სე­ბო­ბის­თვის, სხვა­ნაი­რად აქ მო­ნაზ­ვნუ­რი ცხოვ­რე­ბა ვერ გა­ნახ­ლდე­ბო­და. ეს კე­დე­ლი ისე­თი­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­ნას­ტრის სივ­რცე­ში, რო­გორც სა­კუ­თა­რი ბი­ნის სა­დარ­ბა­ზოს­გან კედ­ლით გა­მიჯ­ვნა.

რო­დე­საც ის­ტო­რიუ­ლი ეკ­ლე­სია-­მო­ნას­ტე­რი ვი­ღა­ცის­თვის მხო­ლოდ ძეგ­ლია, მას მიუ­ღებ­ლად მიაჩ­ნია იქ მო­ნას­ტრის არ­სე­ბო­ბა ცოც­ხა­ლი მო­ნაზ­ვნო­ბით. ამის საუ­კე­თე­სო მა­გა­ლი­თი დღეს მცხე­თის ჯვრის მო­ნას­ტე­რია. რო­დე­საც გა­სუ­ლი საუ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ჯვრის მო­ნას­ტრის ეკ­ლე­სიის­თვის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კით­ხი დად­გა, ცნო­ბი­ლი საბ­ჭო­თა სპე­ცია­ლის­ტი შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ამ­ბობ­და, რომ თუ­კი ჯვარ­ზე მორ­წმუ­ნეე­ბი დაიწ­ყებ­დნენ სია­რულს და მღვდე­ლი აკ­მევ­და, ჯვა­რი დაინ­გრეო­და!!!



ეს ადა­მია­ნი, ასე, სარ­წმუ­ნოე­ბის გა­რე­შე, მორ­წმუ­ნეე­ბის­გან „ი­ცავ­და ძეგლს“. ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით მოა­ხერ­ხეს, რომ ჯვრის მო­ნას­ტრის კრე­ბუ­ლი ღვთის გა­მო­ჩი­ნე­ბით აღ­შე­ნე­ბულ ამ ტა­ძარ­თან ახ­ლო­საც კი არ მიეშ­ვათ. სა­ბო­ლოოდ, მო­ნას­ტრის კრე­ბუ­ლი მცხე­თის ჯვრი­დან ორ კი­ლო­მეტ­რში აღ­მოჩ­ნდა გა­დას­რო­ლი­ლი... სა­მა­გიე­როდ, იქ ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ვე­ლუ­რი სივ­რცე გა­ვა­მაგ­რეთ და უფ­რო გა­ვა­ვე­ლუ­რეთ!



ვე­ლუ­რი ხელ­შეუ­ხებ­ლო­ბა

ძვე­ლი შუამ­თის შე­სა­ხებ სიუ­ჟე­ტის ავ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ის იყო ხელ­შეუ­ხე­ბე­ლი და სწო­რედ ამით იყო ძა­ლიან ლა­მა­ზი და არაჩ­ვეუ­ლებ­რი­ვი. ეს ის „ხელ­შეუ­ხებ­ლო­ბაა“, რო­მელ­საც ჩვენ დავ­ტი­რო­დით და ზო­გიერ­თებს კი ახა­რებ­და. ძველ შუამ­თა­ში სა­მი საუ­კუ­ნის მან­ძილ­ზე წირ­ვალოც­ვა არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა და ეს ძა­ლიან დი­დი ტკი­ვი­ლი იყო. სა­მი საუ­კუ­ნე დაგ­ვჭირ­და, რომ ამ წმინ­და ად­გი­ლას ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა აღ­დგე­ნი­ლი­ყო. არც, მა­თი­ვე სიტ­ყვე­ბით რომ ვთქვათ, ძეგ­ლის სტა­ტუ­სის ჭრილ­ში გახ­ლდათ ეს ხელ­შეუ­ხებ­ლო­ბა უმ­ტკივ­ნეუ­ლო, ვი­ნაი­დან ნად­გურ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი: ნა­გე­ბო­ბა, ფრეს­კე­ბი, წარ­წე­რე­ბი... ეს ის შემ­თხვე­ვაა, რო­ცა სუ­ლიე­რე­ბა და ობიექ­ტუ­რად არ­სე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბა უერ­თმა­ნე­თოდ ვერ იარ­სე­ბებს.

არ­ქეო­ლო­გიურ­მა კვლე­ვამ, რო­მე­ლიც ძველ შუამ­თა­ში მეუ­ფე და­ვი­თის უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვით ჩა­ტარ­და, გა­მოა­ჩი­ნა, რომ აქ ყვე­ლა­ფე­რი შაჰ­-ა­ბა­სის შე­მო­სე­ვე­ბის დროს არის გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი და გა­დამ­წვა­რი. შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბე­ბის არ­სე­ბუ­ლი ნაშ­თი მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რია­ზე იმა­ზე მეტ­ყვე­ლებს, რომ მო­ნაზ­ვნუ­რი ცხოვ­რე­ბა აქ მთე­ლი სის­რუ­ლით მიმ­დი­ნა­რეობ­და. მე-17 საუ­კუ­ნის შემ­დეგ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა წელ­ში ისე ვერ გაი­მარ­თა, რომ ძველ შუამ­თა­ში წირ­ვა-­ლოც­ვა და მო­ნაზ­ვნუ­რი ცხოვ­რე­ბა აღ­დგე­ნი­ლი­ყო. ასე რომ, ძვე­ლი შუამ­თა ხელ­შეუ­ხე­ბე­ლი და გა­ვე­რა­ნე­ბუ­ლი იყო სა­მი საუ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ადა­მიანს, რო­მელ­საც არ უხა­რია იქ სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბის და წირ­ვა-­ლოც­ვის აღ­დგე­ნა, სა­კუ­თა­რი გუ­ლის გა­მო­ძიე­ბა ესა­ჭი­როე­ბა.



რო­გორც ფარ­დუ­ლი არ უნ­და აკად­რო ტა­ძარს და სა­კუ­თარ თავს, ასე­ვე არ უნ­და იკად­რო, რომ ტა­ძა­რი ვი­ლას შეა­და­რო, მარ­ტო იმი­ტომ, რომ ძველ შუამ­თა­ში პა­ტა­რა ბი­ლი­კით, ქვა­ფე­ნი­ლით ჩა­დი­ხარ ტაძ­რამ­დე!



თურ­მე ბი­ლი­კი მა­შინ უნ­და გაია­რო, თუ ვი­ლა­ში მი­დი­ხარ, ტა­ძარ­ში კი ტა­ლახ­ში ამოს­ვრი­ლი ფე­ხე­ბით შეს­ვლა ყო­ფი­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ნუკ­ვა­რი. მა­ვანს ურ­ჩევ­ნია, რომ ტა­ლახ­ში გაია­როს და შემ­დეგ ეს ტა­ლა­ხი ტა­ძარ­ში შეი­ტა­ნოს, მაგ­რამ ვინც იმ ტა­ძარ­ში მსა­ხუ­რობს, მის­თვის, თქვენ წარ­მოიდ­გი­ნეთ, ეს მიუ­ღე­ბე­ლია. ისი­ნი, ალ­ბათ, არ შე­დიან ტა­ლა­ხია­ნი ფე­ხით შინ, რა­ღაც ზო­მებს მი­მარ­თა­ვენ, მა­გა­ლი­თად, ჰოლ­ში მაინც გა­მოიც­ვლიან დას­ვრილ ფეხ­საც­მელს, მაგ­რამ ტა­ძარ­ში ტა­ლა­ხია­ნი ფე­ხით შეს­ვლა მათ­თვის სრუ­ლიად მი­სა­ღე­ბია. მი­თუ­მე­ტეს, რომ ავ­ტო­რი სიუ­ჟეტს ზუს­ტად ამ ფრა­ზით ამ­თავ­რებს - „არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ბი­ლი­კი სა­კურ­თხევ­ლამ­დე მი­დიო­დეს“. 

ბი­ლი­კე­ბი ტა­ძარ­ში არ შე­დის და არაა ამის შეთ­ხზვა სა­ჭი­რო. ტაძ­რამ­დე კი ბი­ლი­კი იმი­ტომ უნ­და მი­დიო­დეს, რომ იქ სუფ­თა ფე­ხით შე­ვი­დეთ. ეს ის არის, რაც ადა­მია­ნებს ხელ­გვე­წი­ფე­ბა - და­ვიც­ვათ სი­სუფ­თა­ვე, თო­რემ გუ­ლის და სუ­ლის სი­სუფ­თა­ვეს რომ მი­ვაღ­წიოთ, ღმერ­თი უნ­და გახ­დეს ჩვე­ნი შემ­წე - მარ­ტო­ნი ვე­რა­ფერს გავ­ხდე­ბით.



მახ­სენ­დე­ბა, ალა­ვერ­დში დღე­სას­წაუ­ლე­ბის ლი­ტა­ნიო­ბის­თვის, ატა­ლა­ხე­ბულ და გა­ვე­ლუ­რე­ბულ მდე­ლო­ზე ნამ­ჯას ვა­ფენ­დით, ტა­ძარ­ში ფე­ხით ტა­ლა­ხი რომ არ შეგ­ვე­ტა­ნა.

აქ ერ­თი ძა­ლიან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი უნ­და გა­ვიხ­სე­ნო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, რო­დე­საც მეუ­ფე და­ვი­თი უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვით ცდი­ლობ­და, ის „სა­ძა­გე­ლი მოოხ­რე­ბი­სა“, რაც ძველ შუამ­თა­შიც დაგ­ვხდა, ცო­ტა მაინც მოე­წეს­რი­გე­ბი­ნა, თუნ­დაც იმით, რომ ეს ბი­ლი­კი გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი, ისიც ძეგ­ლის დაც­ვის მო­ტი­ვით, ასე­ვე გააფ­რთე­ბით ეწი­ნააღ­მდე­გე­ბო­და ბი­ლი­კის გა­ჩე­ნის თე­მას, იქამ­დეც მი­ვი­და, რომ მშე­ნებ­ლებს უთ­ხრა, სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო ორ­მო ქვე­და ნიშ­ნულ­ზე არ გაა­კე­თოთ, თო­რემ ესე­ნი (ეკ­ლე­სიის მსა­ხურ­ნი) აქ მოვ­ლენ და გა­მოი­ყე­ნე­ბე­ნო. ამ ნათ­ქვამს, ვფიქ­რობ, კო­მენ­ტა­რი არ სჭირ­დე­ბა...



ძველ შუამ­თა­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე, სიუ­ჟე­ტის ავ­ტო­რი მიუ­თი­თებს პა­ტა­რა ნა­გე­ბო­ბა­ზე, ბი­ლიკ­ზე, ნარ­გა­ვებ­ზე და და­ნა­ნე­ბით ამ­ბობს, რომ აქ ეს არა­ფე­რი არ იყო. ღვთის­მოყ­ვა­რე ადა­მია­ნებს კი ძა­ლიან უხა­რიათ, რომ არ იყო და ახ­ლა არის. სი­ხა­რუ­ლი გარ­კვეუ­ლი უნა­რია, უფ­რო მე­ტიც - სუ­ლიწ­მი­დის ნი­ჭია. ნამ­დვი­ლად, ძა­ლიან ვწუხ­ვართ იმ ადა­მია­ნებ­ზე, ვი­საც არ უხა­რია აღ­დგე­ნი­ლი ეკ­ლე­სია-­მო­ნას­ტრე­ბი.



ნურც გაფ­რინ­დე­ბი, ნურც მოფ­რინ­დე­ბი

სიუ­ჟეტ­ში ნახ­სე­ნე­ბი იყო ზე­მო ხო­დაშ­ნის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ეკ­ლე­სია. კარ­გი და კე­თილ­სინ­დი­სიე­რი იქ­ნე­ბო­და, უფ­რო დაწ­ვრი­ლე­ბით მოეთ­ხროთ ამ მო­ნას­ტრის შე­სა­ხებ. ეს არის ივი­რო­ნის მო­ნას­ტრის დე­და­თა მე­ტო­ქიო­ნი მე-12-მე-13 სა­კუ­ნეე­ბის, რო­მე­ლიც დღეს, მარ­თლაც, სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რეო­ბა­შია და სამ­წუ­ხა­როა, რომ არ მოინ­დო­მა გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა იქ მი­სუ­ლი­ყო. და რა­ტომ არ მოინ­დო­მა? მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო - მეწ­ყერ­სა­ში­ში ზო­ნაა და გზა არ მი­დის იქამ­დე.

ნან­გრე­ვე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ეს მო­ნას­ტე­რი ალა­ვერ­დის მო­ნას­ტერს სი­დი­დით მცი­რე­დით თუ ჩა­მოუ­ვარ­დე­ბო­და. მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რია­ზე არ­ქეო­ლო­გიუ­რი ჩა­რე­ვის გა­რე­შეც კი მო­ჩანს მჭიდ­როდ გან­ლა­გე­ბუ­ლი იმ შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბე­ბის ნან­გრე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბის­თვის. დღეს ტა­ძა­რიც და შე­ნო­ბა-­ნა­გე­ბო­ბე­ბიც, თით­ქმის, დან­გრეუ­ლია. სწო­რედ სუ­ლიე­რე­ბის გა­რე­შე გა­ნად­გურ­და ეს მემ­კვიდ­რეო­ბა!



მახ­სენ­დე­ბა, ძეგ­ლის ერ­თმა „ქო­მაგ­მა“ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ქარ­თულ ტა­ძარ­ზე რომ თქვა - მე ეს ტა­ძა­რი ბავ­შვო­ბა­ში დან­გრეუ­ლი მახ­სოვს და დან­გრეუ­ლი მიყ­ვარ­სო... იქ­ნებ იმი­ტომ, რომ მის სუ­ლიერ მდგო­მა­რეო­ბას­თან დან­გრეუ­ლი უფ­რო შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია... მიუ­ხე­და­ვად ამ ადა­მია­ნე­ბის დან­გრეუ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ეს ვერ იქ­ნე­ბა არ­გუ­მენ­ტი ეკ­ლე­სიის­თვის და ღვთის­მოყ­ვა­რე ერის­თვის, რომ დან­გრეუ­ლი ტა­ძა­რი არ აღ­დგეს! ჰო­და, თუ ღმერ­თი ინე­ბებს და ხო­დაშ­ნის უძ­ვე­ლეს მო­ნას­ტერ­ში აღ­დგე­ბა სა­მო­ნას­ტრო ცხოვ­რე­ბა, იქაც ისე­თი­ვე არა­სა­სურ­ვე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით ძეგ­ლის „ქო­მა­გე­ბის­თვის“, რო­გორც ახ­ლა ვართ იმ მო­ნას­ტრებ­ში, სა­დაც ვართ. და მა­ში­ნაც ყვედ­რე­ბას დაგ­ვიწ­ყე­ბენ - გვეტ­ყვიან: „ვე­ლუ­რი აუ­რა“ გვერ­ჩივ­ნაო… ცილ­საც მრავ­ლად დაგ­ვწა­მე­ბენ. იმა­საც არ მოე­რი­დე­ბიან თქვან, „სუ­პერ­მარ­კე­ტის გახ­სნის“ სურ­ვი­ლით აღად­გი­ნეს ეს მო­ნას­ტე­რიო. ეს ნამ­დვი­ლად ასე იქ­ნე­ბა! თუმ­ცა ჩვენ მაინც არ დავ­ზარ­დე­ბით და იქაც მი­ვალთ, ღვთის სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო.

ახა­ლი ტაძ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კით­ხიც წა­მოიჭ­რა ამ გა­და­ცე­მა­ში. ძეგ­ლის „ქო­მა­გე­ბი“ ეკ­ლე­სიას იმა­საც ყვედ­რიან - ძველს არ უვ­ლის და ახალს აშე­ნებ­სო. თურ­მე ტაძ­რე­ბი ისეთ ად­გი­ლას უნ­და იყოს, სა­დაც უნ­და იწ­ვა­ლო, რომ მიხ­ვი­დე… ის ძვე­ლი ტაძ­რე­ბი, სა­დაც ახ­ლა წვა­ლე­ბით მივ­დი­ვართ, მიუ­ვალ ცი­ხე-­ქა­ლა­ქებ­შიც, ყველ­გან ადა­მია­ნე­ბის­თვის შენ­დე­ბო­და. დიახ, ტაძ­რე­ბი შენ­დე­ბო­და ადა­მია­ნის­თვის, რო­მე­ლიც, რო­გორც მო­ცი­ქუ­ლი ამ­ბობს, თა­ვად არის ტა­ძა­რი სუ­ლი­სა წმი­დი­სა. ამ ტაძ­რებ­ში ადა­მია­ნებს ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და ძვირ­ფა­სი უნ­და მიე­ღოთ, ქრის­ტეს სის­ხლი და ხორ­ცი. და ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი აღ­სრუ­ლე­ბუ­ლი­ყო - საღ­მრთო ლი­ტურ­გია. თო­რემ ისე ქვა ქვა­ზე არ დარ­ჩე­ბა. ამი­სი მა­გა­ლი­თი ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა­ცაა და არა მხო­ლოდ ჩვე­ნი. ამ ტაძ­რებს მორ­წმუ­ნე ერი აშე­ნებ­და და რო­ცა ერი ურ­წმუ­ნოე­ბის­კენ მიიდ­რი­კე­ბო­და, მა­შინ ინ­გრეო­და ტაძ­რე­ბი. ინ­გრეო­და ხან მტრის, ხა­ნაც - სა­კუ­თა­რი ხე­ლით. დიახ, ღვთის ყვე­ლა ტა­ძარს სარ­წმუ­ნოე­ბა აშე­ნებს და ურ­წმუ­ნოე­ბა ან­გრევს.



ამი­ტომ იქ, სა­დაც ახ­ლა მჭიდ­რო და­სახ­ლე­ბე­ბი გვაქვს და სიახ­ლო­ვეს არ არის ძვე­ლი ტა­ძა­რი, აუ­ცი­ლებ­ლად ახა­ლი უნ­და ავა­შე­ნოთ. და ის, რომ დღეს ზე­მო ხო­და­შენ­ში ახა­ლი ტა­ძა­რი შენ­დე­ბა, სწო­რედ სარ­წმუ­ნოე­ბის და ადა­მია­ნებ­ზე ზრუნ­ვის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. მარ­თა­ლია, მა­ვა­ნის გულ­თან უფ­რო ახ­ლო­საა მი­ტო­ვე­ბუ­ლი, დან­გრეუ­ლი ნა­გე­ბო­ბე­ბით გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ტაძ­რე­ბი, სა­დაც თურ­მე ბი­ლი­კიც არ უნ­და მი­დიო­დეს, ვე­ლუ­რი და ხელ­შეუ­ხე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა უნ­და იყოს... მაგ­რამ ეს მა­ვან­თა გუ­ლე­ბია, რო­მელ­ზეც სწო­რე­ბა ვერ გვექ­ნე­ბა.



ძეგ­ლე­ბის „ქო­მა­გე­ბის­გან“ ესეც გვსმე­ნია - თქვენ, მო­ნაზ­ვნებ­მა ახა­ლი ტაძ­რე­ბი აა­შე­ნეთ, იქ წა­დით და ძვე­ლებს თა­ვი დაა­ნე­ბე­თო. ეწ­ყი­ნე­ბათ, ალ­ბათ, ზო­გიერ­თებს, მაგ­რამ უნ­და იცო­დეთ, რომ ეკ­ლე­სია, რო­მე­ლიც არის მორ­წმუ­ნე ერი და სა­სუ­ლიე­რო და­სი ერ­თად, ახ­ლებ­საც აა­შე­ნებს და ძვე­ლებ­საც ვერ დაა­ნე­ბებს თავს.

მოკ­ლედ, აღად­გენ - ვაია, არ აღად­გენ - უია! ახალს თუ აშე­ნებ - ძველს არ უვ­ლი, ძველს თუ უვ­ლი - რა­ტომ უვ­ლი... რო­გორც იტ­ყვიან - „ნურც გაფ­რინ­დე­ბი, ნურც მოფ­რინ­დე­ბი“.



გან­კა­ცე­ბუ­ლი ღმერ­თი იე­სო ქრის­ტე გვეუბ­ნე­ბა:

ხო­ლო ვის ვამ­სგავ­სო ეს მოდ­გმა? მსგავ­სია ყრმე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც სხე­დან მოედ­ნებ­ზე და უხ­მო­ბენ თა­ვის მე­გობ­რებს და ეუბ­ნე­ბიან: გიკ­რავ­დით თქვენ და არ ცეკ­ვავ­დით; ვგო­დებ­დით თქვენ­თვის და არ გლო­ვობ­დით.

რად­გან მო­ვი­და იოა­ნე, არც ჭამს, არც სვამს, და ამ­ბო­ბენ: ეშ­მა­კეუ­ლია;

მო­ვი­და ძე კა­ცი­სა, ჭამს და სვამს, და ამ­ბო­ბენ: აჰა, კა­ცი მჭა­მე­ლი და ღვი­ნის მსმე­ლი, მე­გო­ბა­რი მეზ­ვე­რე­თა და ცოდ­ვილ­თა (მა­თე,11, 16-19).



ლან­დშაფ­ტი და გან­ყე­ნე­ბუ­ლად მდგო­მი თეთ­რი ალა­ვერ­დი

ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრის ეზო­ში არის ბა­ნე­რი, რო­მე­ლიც გვეუბ­ნე­ბა, თუ რო­გორ შეიძ­ლე­ბა ნან­გრევ ნაშ­თზე აღ­დგეს ნა­გე­ბო­ბა - სა­პატ­რიარ­ქო რე­ზი­დენ­ცია, რო­მე­ლიც დას­რულ­დე­ბა ახა­ლი ტაძ­რით, ასე­ვე, სად უნ­და გა­კეთ­დეს წყალ­კურ­თხე­ვის (და არა ნათ­ლო­ბის, რო­გორც გა­და­ცე­მა­ში ით­ქვა) ფია­ლა. ამ ბა­ნე­რე­ბის მი­ხედ­ვით ძეგ­ლის „ქო­მა­გებ­მა“ უკ­ვე გა­მოაც­ხა­დეს, რომ ალა­ვერ­დში უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რეობს, თუმ­ცა, ჯერ მხო­ლოდ მსჯე­ლო­ბაა ამ თე­მა­ზე. სიუ­ჟე­ტის ავ­ტორ­მა გუ­ლახ­დი­ლად თქვა, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ ეს­მის, რის­თვის არის სა­ჭი­რო ალა­ვერ­დის ეზო­ში ახა­ლი ტა­ძა­რი. ჩვენ გვეს­მის, რომ თქვენ აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ გეს­მით, მაგ­რამ ეს ეს­მის მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს, რო­მელ­მაც ალა­ვერ­დის მო­ნას­ტერ­ში იც­ხოვ­რა 30 წე­ლი, რო­გორც ბერ­მა, რო­გორც ამ მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვარ­მა და ალა­ვერ­დელ­მა მღვდელ­მთა­ვარ­მა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მან იცის ამ მო­ნას­ტრი­სა და ეპარ­ქიის სა­ჭი­როე­ბე­ბი. თქვენ კი, შეუძ­ლე­ბე­ლია, ეს იცო­დეთ, რად­გან მხო­ლოდ დრო­დად­რო შე­მოივ­ლით ხოლ­მე, „ას­ვე­ტი­ლი ხო­მალ­დის“ (რო­გორც თქვენ­ვე უწო­დებთ ალა­ვერდს) მშვე­ნიე­რე­ბით რომ დატ­კბეთ.



და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ ალა­ვერდს და ყვედ­რე­ბის ქარ­ცეც­ხლში გა­ტა­რე­ბულ აბ­ბა ალა­ვერ­დელ და­ვითს.

დღეს ალა­ვერ­დის მო­ნას­ტერ­ში შე­სულ­მა ადა­მიან­მა თვა­ლე­ბი უნ­და დაიბ­რმა­ვოს, რომ იქ ვე­რა­ნაი­რი სი­კე­თე ვერ დაი­ნა­ხოს, სას­მე­ნე­ლიც უნ­და დაიხ­შოს, რომ თუ ვერ ხე­დავს, არც მოის­მი­ნოს და არც გაი­გოს… რო­გორ­მე უნ­და დაი­ვიწ­ყოს, თუ რო­გო­რი იყო ალა­ვერ­დი 30 წლის წინ, სწო­რედ მეუ­ფე და­ვი­თის მოს­ვლამ­დე.

და­მა­მახ­სოვ­რდა ფრა­ზა: „მწვა­ნე მდე­ლო­ზე დას­მუ­ლი ხო­მალ­დი - ამოს­ვე­ტი­ლი ალა­ვერ­დი!“ ეს მწვა­ნე მდე­ლო 30 წლის წინ გვე­ლე­ბის სა­ბუდ­რად იყო ქცეუ­ლი, ფე­ხის დად­გმის რომ გვე­ში­ნო­და. სწო­რედ ამ ეზო­ში იყო მოწ­ყო­ბი­ლი სა­სოფ­ლო-­სა­მეურ­ნეო ტექ­ნი­კის პარ­კი (ერთ დროს მწნი­ლის კას­რე­ბიც იდ­გა ტა­ძარ­ში!) და უძ­ვე­ლეს ქვევ­რებ­ში დი­ზე­ლი იყო ჩას­ხმუ­ლი. ეს ის ქვევ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც არ­ქეო­ლო­გე­ბის მუ­შაო­ბის შემ­დეგ, მეუ­ფე და­ვით­მა მო­ნას­ტრის სა­მუ­ზეუ­მო ექ­სპო­ნა­ტე­ბად გა­მო­ფი­ნა, ქვევ­რში ღვი­ნის და­ყე­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გია კი - ქარ­თველ ერს აღუდ­გი­ნა. ქვევ­რის ღვი­ნო (ი­სე რო­გორც ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი) იუ­ნეს­კოს არა­მა­ტე­რია­ლუ­რი მემ­კვიდ­რეო­ბის ნუს­ხა­ში რომ შე­სუ­ლი­ყო, ამ საქ­მე­შიც მი­სი მთა­ვა­რი თუ არა, უდი­დე­სი წვლი­ლია და ეს ბევ­რმა არც კი იცის, ისე ამა­ყო­ბენ ქვევ­რის ღვი­ნით და უძ­ვე­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გიით. მეუ­ფე და­ვით­მა კი ამის წილ ბევ­რი ცი­ლის­წა­მე­ბა, ყვედ­რე­ბა, შეუ­რაც­ხყო­ფა მიი­ღო, ბევ­რი ტკი­ვი­ლი არ­გუ­ნეს, რო­მელ­საც ატა­რებს ღვთის შე­წევ­ნით.

ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი მწვა­ნე მდე­ლო, ვი­ღა­ცის­თვის სა­ნუკ­ვარ „ვე­ლურ აუ­რას“ რომ ქმნი­და, ყო­ველ­წლიუ­რად ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რით იტ­ბო­რე­ბო­და. ნეს­ტი და წყა­ლი ალა­ვერ­დის ფრეს­კე­ბის­თვი­საც ძა­ლიან და­მა­ზია­ნე­ბე­ლი იყო, ესეც არ ახ­სოვთ ან არ უნ­დათ, რომ იცოდ­ნენ ძეგ­ლის „ქო­მა­გებ­მა“. ეს მხო­ლოდ მეუ­ფე და­ვი­თის დი­დი წუ­ხი­ლი იყო, ამი­ტომ კარ­და­კარ ია­რა სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცია­სა და საელ­ჩო­ში, იმ მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი რომ გა­დაე­ტა­ნათ და ალა­ვერ­დის­თვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი საფ­რთხე აე­რი­დე­ბი­ნა. ახა­ლი კა­ლა­პო­ტის ბე­ტო­ნის კედ­ლე­ბი და გა­ბიო­ნი კი ზო­გიერ­თმა ტე­ლე­ვი­ზიამ გაა­შუ­ქა, რო­გორც ალა­ვერ­დის ეზო­ში მიმ­დი­ნა­რე მრა­ვალ­სარ­თუ­ლია­ნი სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა!!!

აქ სას­ტუმ­როს თე­მა­საც შე­ვე­ხე­ბი, ლან­დშაფ­ტსა და თეთრ ალა­ვერ­დსაც.



სას­ტუმ­რო შენ­დე­ბა სო­ფელ ალა­ვერ­დში და არა ალა­ვერ­დის მო­ნას­ტრის ეზო­ში, რო­გორც ამას წარ­მოა­ჩენ­და ზო­გიერ­თი მე­დია­სა­შუა­ლე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მათ­თვის ისიც კი მი­სა­ღე­ბი იყო, რომ რუ­სი ტუ­რის­ტე­ბის­თვის ეკით­ხათ აზ­რი, სა­ჭი­როა თუ არა ალა­ვერ­დის ეზო­ში მრა­ვალ­სარ­თუ­ლია­ნი სას­ტუმ­რო!!!

სას­ტუმ­როს პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი, იმ მიდ­გო­მით, რო­მე­ლიც კერ­ძო სექ­ტორ­მა აირ­ჩია, მთლია­ნად იქ­ნე­ბა სო­ცია­ლუ­რი ზო­ნა, ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გრი­ლი, გამ­წვა­ნე­ბუ­ლი სივ­რცე. ამ სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სო­ფელ ალა­ვერ­დის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. სა­ნამ სო­ფე­ლი ალა­ვერ­დი მის­თვის შექ­მნილ სი­კე­თეს დაი­ნა­ხავს და იგ­რძნობს, მე­დია­სა­შუა­ლე­ბე­ბი და ვაი­პატ­რიო­ტე­ბი არ იშუ­რე­ბენ ძა­ლას, რომ სო­ფე­ლი სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღეო­ბი­სა და ეკ­ლე­სიის წი­ნააღ­მდეგ გა­ნაწ­ყონ. სას­ტუმ­რო არც ლან­დშაფტს ანად­გუ­რებს! ისე, სჯობს და­ვე­ლო­დოთ, აშენ­დეს ეს სას­ტუმ­რო, იქ­ნებ მა­შინ მაინც დაი­ნა­ხონ ზო­გიერ­თებ­მა, რომ ის არ უშ­ლის ხელს ლან­დშაფ­ტის აღ­ქმას.



პა­რა­დოქ­სია, რო­ცა ლან­დშაფ­ტის გა­ნად­გუ­რე­ბას აბ­რა­ლე­ბენ მეუ­ფე და­ვითს, რო­მელ­მაც თბი­ლის­თან ახ­ლოს ლან­დშაფ­ტუ­რი არ­ქი­ტექ­ტუ­რის ერ­-ერ­თი ულა­მა­ზე­სი ნი­მუ­ში შექ­მნა და აუ­შე­ნა მემ­კვიდ­რეო­ბად ჩვენს ქვე­ყა­ნას. ეს არის ჩა­კი­დუ­ლი თხე­მე­ბის წმინ­და იოა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის სა­ვა­ნე. ალ­ბათ, 50 წლის შემ­დეგ ძეგ­ლის ქო­მა­გე­ბი იქ მცხოვ­რებ მო­ნაზ­ვნებ­საც დაუწ­ყე­ბენ ბრძო­ლას ამ უნი­კა­ლუ­რი ძეგ­ლის დაც­ვის მო­ტი­ვით.



თეთ­რი ალა­ვერ­დი - ამა­ზეც ვიტ­ყვი ორიო­დე სიტ­ყვას. შუამ­თის ის­ტო­რიუ­ლი სამ­რეკ­ლოს აივ­ნი­დან ჩანს ეს ულა­მა­ზე­სი ლან­დშაფ­ტი და დი­დე­ბუ­ლი ალა­ვერ­დი, რო­მე­ლიც თეთრ გედს არის შე­და­რე­ბუ­ლი. მე-19 საუ­კუ­ნის ერ­თ-ერ­თი მკვლე­ვა­რი და მოგ­ზაუ­რი შუამ­თის სამ­რეკ­ლოს აივ­ნი­დან გა­დაშ­ლილ სუ­რათ­ზე წერ­და: „და მე და­ვი­ნა­ხე ალაზ­ნის ვე­ლის ფან­ტას­მა­გო­რია“. საერ­თოდ, შო­რი­დან ში­რი­მის ქვით ნა­შე­ნი ალა­ვერ­დი ჩანს, რო­გორც თეთ­რი. ახ­ლო­დან ჩვე­ნი ტაძ­რე­ბი თეთ­რი იყო მა­შინ, რო­ცა ეგ­ზარ­ქო­სო­ბის დროს ლე­სავ­დნენ და ათეთ­რებ­დნენ. ძეგ­ლე­ბის ზო­გიერ­თი „ქო­მა­გი“ ისე­თი თავ­და­ვიწ­ყე­ბით იწ­ყებს თეთრ ალა­ვერ­დზე საუ­ბარს, გე­გო­ნე­ბა ეგ­ზარ­ქო­სო­ბის დროს მის­ტი­რის. აქ­ვე ვიტ­ყვი, რომ ალა­ვერ­დის გუმ­ბა­თი მი­წის­ძვრის შემ­დეგ, ერეკ­ლე მე­ფის დროს, აგუ­რით არის აღ­დგე­ნი­ლი. მა­შინ ძეგ­ლთა „ქო­მა­გე­ბი“ რომ ყო­ფი­ლიყ­ვნენ, არ ვი­ცი, რით დამ­თავ­რდე­ბო­და ალა­ვერ­დის აღ­დგე­ნის საქ­მე!



საე­რო სივ­რცე­ში ალა­ვერ­დზე არა­ვინ საუბ­რობს ისე, გუ­რამ რჩეუ­ლიშ­ვი­ლის „ა­ლა­ვერ­დო­ბა“ რომ არ ახ­სე­ნოს. მეც მინ­და გა­ვიხ­სე­ნო, რა გად­მოს­ცა რჩეუ­ლიშ­ვილ­მა - ცად აზი­დუ­ლი ალა­ვერ­დი, გან­ყე­ნე­ბუ­ლად მდგო­მი იმის­გან, რაც მის გარ­შე­მო ხდე­ბო­და. ჩვენც ასე­თი დაგ­ვხვდა, უფ­რო სწო­რად, წარ­მარ­თუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბა, თუ „ვე­ლუ­რი აუ­რა“ უკ­ვე მხო­ლოდ მის გარ­შე­მო კი არ სუ­ფევ­და, არა­მედ ტა­ძარ­შიც იყო შე­მოჭ­რი­ლი უამ­რა­ვი უგო­ნოდ მთვრა­ლი ადა­მია­ნის სა­ხით და არამ­ხო­ლოდ... ალა­ვერ­დის გარ­შე­მო ცხვრე­ბი, მამ­ლე­ბი, წვრილ­ფე­ხა თუ მსხვილ­ფე­ხა სა­ქო­ნე­ლი და­სეირ­ნობ­და - ზო­გი პატ­რონ­თან ერ­თად, ზო­გი - უპატ­რო­ნოდ. ეს იმ მწვა­ნე მდე­ლო­ზე ხდე­ბო­და, დღეს რომ მის­ტი­რიან ძეგ­ლის „ქო­მა­გე­ბი“. გა­ლავ­ნის გა­რეთ, იქ, სა­დაც დღეს მაწ­ვნის სახ­ლი და ხე­ხი­ლის ბა­ღე­ბია, ის­ხდნენ მო­ქეი­ფეე­ბი. მათ გარ­შე­მო კი ღო­რე­ბის კოლ­ტე­ბი ნარ­ჩე­ნე­ბის­გან „ა­სუფ­თა­ვებ­დნენ“ გა­რე­მოს. ეს 2005 წელს კარ­გად დაა­ფიქ­სი­რა თეატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტმა თა­ვის სა­დიპ­ლო­მო ფილ­მში „ა­ლა­ვერ­დო­ბა“, იმ ცნო­ბილ სიმ­ღე­რას­თან ერ­თად „აი ლოვ იუ გე­ნაც­ვა­ლე“, მო­ნას­ტრის ეზო­შიც რომ მღე­როდ­ნენ და გა­რე­თაც.



მა­შინ ვერ წარ­მოგ­ვედ­გი­ნა, ამ ად­გი­ლის კულ­ტუ­რულ გა­რე­მოდ გა­დაქ­ცე­ვა თუ იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი. მეუ­ფე და­ვი­თი კი თან­მიმ­დევ­რუ­ლად ახორ­ციე­ლებ­და ქვეყ­ნის კე­თილ­დღეო­ბის­თვის სა­ჭი­რო იდეებს, რო­მე­ლიც მას სულ­მდა­ბალ­მა ადა­მია­ნებ­მა „ბიზ­ნე­სე­ბად“ შეუ­რაც­ხეს - იმ ადა­მია­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც თვი­თონ ამ ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ ვაჭ­რის თვა­ლით უყუ­რე­ბენ და არა­ფე­რი იციან ტკი­ვი­ლია­ნი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და თავ­გან­წირ­ვის შე­სა­ხებ.



ათას დო­ლარ­ზე უფ­რო ძვი­რად­ღი­რე­ბუ­ლი მა­წო­ნი



მაწ­ვნის სახ­ლი ალა­ვერ­დთან ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ვე­ლუ­რი გა­რე­მოს კულ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მო­თი ჩა­ნაც­ვლე­ბის მიზ­ნით აშენ­და. ის, ამავ­დროუ­ლად, ქარ­თუ­ლი მაწ­ვნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა. ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა გე­რონ­ტო­ლოგ­მა, აკა­დე­მი­კოს­მა სი­მონ და­ლა­ქიშ­ვილ­მა, შეის­წავ­ლა ქარ­თუ­ლი მაწ­ვნის დე­დოს ფერ­მენ­ტა­ცია. მან მხო­ლოდ მეუ­ფე და­ვითს ან­დო მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გი. ბა­ტო­ნი სი­მო­ნის მიერ და­პა­ტენ­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მა­წო­ნი ია­პო­ნია­ში გა­ვი­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ის მხო­ლოდ მაწ­ვნის სახ­ლში მზად­დე­ბა და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში იქ მის ის­ტო­რია­საც მოის­მენთ. ასე რომ, ჩვენ­თვის ეს მა­წო­ნი, რო­მელ­საც ათას­დო­ლა­რია­ნი უწო­დეს ამ გა­და­ცე­მა­ში, გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ძვირ­ფა­სი და ღი­რე­ბუ­ლია, ვიდ­რე 1000 დო­ლა­რი.



მაწ­ვნის სახ­ლის უკან, სა­დაც ად­რე ნა­გავ­საყ­რე­ლი იყო, არაჩ­ვეუ­ლებ­რი­ვი ხე­დი იშ­ლე­ბა სა­ფე­რა­ვის ზვრე­ბით (მაწ­ვნის სახ­ლის გა­ფარ­თოე­ბის სა­ნაც­ვლოდ, რაც კო­მერ­ცია­ლი­ზა­ციის მიზ­ნით, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და), მაგ­რამ ეს დაუ­ნა­ხა­ვი ხდე­ბა მათ­თვის, ვი­საც ეკ­ლე­სიის და ეკ­ლე­სიის მოა­მა­გე ხალ­ხის გა­კე­თე­ბუ­ლი არა­ფე­რი მოს­წონს!



ვე­ლუ­რად ფეხ­ქვეშ და­გე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბა

ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა, რო­დე­საც ტუ­რის­ტე­ბი მოი­პა­ტი­ჟა და ტუ­რიზ­მის აღორ­ძი­ნე­ბას მიჰ­ყო ხე­ლი, მა­შინ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მოუმ­ზა­დე­ბე­ლი დახ­ვდა მო­სულ ნა­კადს. ჩვენ სწო­რედ ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი - ჩვე­ნი ეკ­ლე­სიამო­ნას­ტრე­ბი და­ვუ­გეთ ფეხ­ქვეშ მო­სულ ტუ­რისტს, რო­მე­ლიც მო­თა­რე­შე­სა­ვით იქ­ცე­ვა, რო­ცა მოუვ­ლე­ლი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი ხვდე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს უმ­თავ­რე­სი საუნ­ჯე, რო­გო­რი­ცაა ალა­ვერ­დი, შუამ­თა და მრა­ვა­ლი სხვა, ათ­წლეუ­ლე­ბის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ ერ­თი მუ­ჭა მო­ნაზ­ვნო­ბის დაც­ვის იმე­დად იყო მი­ტო­ვე­ბუ­ლი. ალა­ვერ­დში ასე­თი მცვე­ლი 30 წე­ლია მეუ­ფე და­ვი­თია.

ჩვენ მოვ­სწრე­ბი­ვართ ტუა­ლე­ტე­ბის არ­ქო­ნის გა­მო არა მარ­ტო გა­ლან­ძღვას, არა­მედ ისიც ნა­ნა­ხი გვაქვს, მო­სუ­ლი ტუ­რის­ტი, ში­ნაუ­რი თუ გა­რეუ­ლი, რო­გორ წა­ბილ­წავ­და მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რიას და ტაძ­რის კე­დელ­საც კი… ეს მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც ეკ­ლე­სია-­მო­ნას­ტრე­ბის გარ­შე­მო არ არ­სე­ბობს შე­სა­ბა­მი­სი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა. რო­ცა მეუ­ფე და­ვით­მა უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვით მიაღ­წია იმას, რომ ალა­ვერ­დთან, ძველ და ახალ შუამ­თას­თან და იყალ­თოს­თან ტუ­რის­ტე­ბის­თვის ტუა­ლე­ტე­ბი აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, ესეც „ბიზ­ნე­სად“ შეუ­რაც­ხეს.



ძეგ­ლის „ქო­მა­გებს“ საერ­თოდ არ გაუ­ხარ­დათ და არც კი დაინ­ტე­რეს­დნენ, რო­ცა, ისევ მეუ­ფე და­ვი­თის თაოს­ნო­ბით, იყალ­თოს­თან მი­წი­დან ამოთ­ხა­რეს და აღად­გი­ნეს წმინ­და ნი­ნოს უძ­ვე­ლე­სი, მეც­ხრე საუ­კუ­ნის საყ­და­რი.



ხე­ლე­ბის და­ბა­ნა სინ­დისს არ აწ­ყნა­რებს!

რო­გორც ზე­მოთ ით­ქვა, ეს გა­და­ცე­მა მეუ­ფე და­ვი­თის უმოწ­ყა­ლო გა­სა­მარ­თლე­ბა იყო. ამ სა­ნა­ხაო­ბად ქცეულ­მა გა­და­ცე­მამ პონ­ტოე­ლი პი­ლა­ტე გა­მახ­სე­ნა. მან იცო­და, რომ ქრის­ტე უდა­ნა­შაუ­ლო იყო, არ უნ­დო­და მი­სი ხე­ლით დას­ჯი­ლი­ყო, მაგ­რამ ბრბოს მოთ­ხოვ­ნას წი­ნააღ­მდე­გო­ბა ვერ გაუ­წია და ხე­ლე­ბი დაი­ბა­ნა მათ წი­ნა­შე… თუმ­ცა, ხე­ლე­ბის და­ბა­ნა სინ­დისს არ აწ­ყნა­რებს!



კი­დევ ერ­თი ის­ტო­რია გა­მახ­სე­ნა ამ გა­და­ცე­მამ. იყო ასე­თი ადა­მია­ნი ვარ­დენ ყი­ფია­ნი, ფსევ­დო­ნი­მით ღვან­კი­თე­ლი, ვინც აკა­კი­საც კი ეპაექ­რე­ბო­და. წი­თე­ლი არ­მიის შე­მოს­ვლის შემ­დეგ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და პატ­რიარ­ქმა ამ­ბრო­სი ხე­ლაიამ 1922 წელს გე­ნუის სამ­შვი­დო­ბო კონ­ფე­რენ­ციას მი­მარ­თა, ის დაა­პა­ტიმ­რეს და სა­ხალ­ხო გა­სა­მარ­თლე­ბა მოუწ­ყვეს. მი­სი მა­გი­ნებ­ლე­ბიც მო­ძებ­ნეს და იქ მიიყ­ვა­ნეს. ამ შეკ­რე­ბა­ზე ღვან­კი­თე­ლიც აღ­მოჩ­ნდა, სიტ­ყვა ით­ხო­ვა და იმის ნაც­ვლად, ტრი­ბუ­ნა­ზე ასუ­ლი­ყო, გან­ცალ­კე­ვე­ბით მჯდო­მი პატ­რიარ­ქის­კენ წა­ვი­და, დაი­ჩო­ქა მის წი­ნა­შე და მთე­ლი ერის სა­ხე­ლით შენ­დო­ბა სთხო­ვა. მან ისე­თი­ვე სუ­ლიე­რი არ­ჩე­ვა­ნი გაა­კე­თა, რო­გორც ასი ათას­მა თბი­ლი­სელ­მა მო­წა­მემ…



ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბა

ეს სიუ­ჟე­ტი წვი­მიან დღეს გა­დაი­ღეს და სა­თაუ­რად ნის­ლია­ნი მემ­კვიდ­რეო­ბა დაარ­ქვეს, ეტ­ყო­ბა, მხატ­ვრუ­ლად უნ­დო­დათ ეთ­ქვათ. მეც ვა­ჟა გა­მახ­სენ­და - „ნის­ლი ფიქ­რია მთე­ბი­საო“ რომ თქვა. ნამ­დვი­ლად ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი დახ­ვდა ჩვე­ნი მემ­კვიდ­რეო­ბა ამ გა­დამ­ღებ ჯგუფს. ნის­ლი ლა­მა­ზია სა­ნა­ხა­ვად, მთა­ვა­რია, გო­ნე­ბა­ში არ შეაღ­წიოს, რომ გო­ნე­ბა არ დაი­ნის­ლოს, არ დაი­ბინ­დოს. ის ხომ გა­ნათ­ლე­ბის­თვი­საა ღვთით მო­წო­დე­ბუ­ლი. იმ ნათ­ლის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი, ქრის­ტე­სი რომ ჰქვია და „გა­ნა­ნათ­ლებს ყო­ველ­თა“.

და­ბინ­დუ­ლი გო­ნე­ბის­თვის არც ისაა ლა­მა­ზი და სა­სი­ხა­რუ­ლო, ნა­გავ­საყ­რე­ლად ქცეუ­ლი ალა­ვერ­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ახ­ლა ბა­ღე­ბად რომ იქ­ცა. არც ზე­თის­ხი­ლის ბა­ღი მოს­წონს, რო­მე­ლიც იქ მას შემ­დეგ გა­შენ­და, რაც არ­ქეო­ლო­გიუ­რი სა­მუ­შაოს ჩა­ტა­რე­ბის შე­დე­გად ზე­თის­ხი­ლის­გან ზე­თის სახ­დე­ლი მე-16 საუ­კუ­ნის უძ­ვე­ლე­სი ქვა აღ­მოჩ­ნდა. არც ვა­ზის ამ­პე­ლოგ­რა­ფიუ­ლი მუ­ზეუ­მის არ­სე­ბო­ბა ახა­რებს. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბას ეძ­ღვნე­ბა.

„უძ­ვლო ენა“ იმის თქმა­საც არ ერი­დე­ბა, რომ მეუ­ფე და­ვით­მა, თურ­მე, საფ­ლა­ვე­ბი­დან მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბის ძვლე­ბი ამო­ყა­რა და საფ­ლა­ვის ქვე­ბი მწყობ­რად - „დო­მი­ნო­სა­ვით“ დააწ­ყო.



ფარ­დუ­ლი, ვი­ლა, დო­მი­ნო, „ა­ლექ­სან­დრე ჭავ­ჭა­ვა­ძეს მო­კით­ხვა გა­და­ვე­ცი“ - ეს ყვე­ლა­ფე­რი ისაა, რაც არ უნ­და იკად­რო ადა­მიან­მა, მე­ტად­რე, თუ კულ­ტუ­რის დაც­ვა­ზე გაქვს პრე­ტენ­ზია და კულ­ტუ­რო­ლო­გად იწო­დე­ბი.

ალა­ვერ­დში საფ­ლა­ვის ქვე­ბი მარ­ტო მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რია­ზე კი არ იყო დაყ­რი­ლი და გაბ­ნეუ­ლი, არა­მედ მიმ­დე­ბა­რედ ფერ­მე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის­თვი­საც კი გა­მოუ­ყე­ნე­ბიათ, რამ­დე­ნი­მე ქვა ღო­რე­ბის ფერ­მის კე­დელ­ში იყო ჩა­ყო­ლე­ბუ­ლი. იმ ად­გი­ლას ახ­ლა მო­ნას­ტრის მე­ფუტ­კრეო­ბის სას­წავ­ლო ცენ­ტრია.

მწყობ­რად დაწ­ყო­ბილ საფ­ლა­ვის ქვებ­თან კი უნ­და მიხ­ვი­დე და წაი­კით­ხო, რა წე­რია ზედ. ეს ქვე­ბი გას­წავ­ლის, რა ამაოა ეს ცხოვ­რე­ბა, მაც­დუ­რი და წარ­მა­ვა­ლია სა­წუთ­რო. ერ­თზე წარ­წე­რაა - „დი­დე­ბა მას, რო­მელ­მან და­მა­მი­წა…“ და გაიხ­სე­ნებ, რომ მი­წა ხარ და მი­წად იქ­ცე­ვი და რომ წუ­თია ეს სო­ფე­ლი.

გა­ნათ­ლე­ბა­ზეც ჩა­მო­ვარ­და საუ­ბა­რი გა­და­ცე­მა­ში და მის­მა მო­ნა­წი­ლეებ­მა გაიხ­სე­ნეს, რომ ეს სიტ­ყვა თა­ვის თავ­ში ნა­თელს მოი­ცავს. დიახ, ქრის­ტეს ნათ­ლით გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ადა­მია­ნე­ბი იყ­ვნენ შემ­დეგ სხვი­სი გან­მა­ნათ­ლებ­ლე­ბი. „ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი გან­გვა­ნათ­ლებს ყო­ველ­თა“. ამ ნათ­ლით შე­მო­სილ ეკ­ლე­სიას და ადა­მია­ნებს ყო­ველ­თვის დევ­ნი­და ეს სო­ფე­ლი. „უ­კე­თუ მე მდევ­ნეს, თქვენც გდევ­ნენ!“



რო­გო­რი კა­ნო­ნე­ბით გვინ­და ვიც­ხოვ­როთ?!

მო­ნაზ­ვნო­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხო­ლოდ მა­შინ და­პი­რის­პი­რე­ბია, რო­ცა ის უკი­დუ­რე­სად უს­ჯუ­ლო გზა­ზე დამ­დგა­რა მის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბით. მაგ­რამ, რით შეიძ­ლე­ბა დაუ­პი­რის­პირ­დეს მო­ნა­ზო­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ძა­ლას? ია­რა­ღით?! უია­რა­ღო შუამ­თე­ლი ბე­რი ფი­ლა­დელ­ფოზ კიკ­ნა­ძე (ა­სე­ვე ნახ­სე­ნე­ბი ამ გა­და­ცე­მა­ში), რო­მე­ლიც მთა­ვა­რი იდეო­ლო­გი იყო 1832 წლის აჯან­ყე­ბი­სა, 100-მა რუს­მა ჩა­ფარ­მა შეიპ­ყრო შუამ­თის მო­ნას­ტერ­ში იმის­თვის, რომ მან და­წე­რა „აკ­ტი გო­ნიუ­რი“, რომ­ლი­თაც მეამ­ბო­ხეე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ.



ის, რი­თაც სა­სუ­ლიე­რო პი­რი შეიძ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კას დაუ­პი­რის­პირ­დეს, მხო­ლოდ ღვთის სიტ­ყვაა, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ამ­ხელ­და და ამ­ხელს ამ­სოფ­ლიურ სულს.

ნო­ბე­ლის პრე­მიის ლაუ­რეა­ტი ალექ­სან­დრე სოლ­ჟე­ნი­ცი­ნი წერ­და: „უფ­ლე­ბა, რომ ღმერ­თი არ გწამ­დეს, კონ­სტი­ტუ­ციით არის და­ცუ­ლი“. ეს საბ­ჭოეთ­ში ხდე­ბო­და. მა­შინ უღ­მერ­თო კა­ნო­ნე­ბი ეკ­ლე­სიის გა­ნად­გუ­რე­ბას და და­კა­ბა­ლე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, ერ­თ-ერ­თი პირ­ვე­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ბოლ­შე­ვი­კურ­მა მთავ­რო­ბამ მიი­ღო, ეკ­ლე­სიას უკ­რძა­ლავ­და მოწ­ყა­ლე­ბის გა­ცე­მას. შემ­დეგ, კა­ნო­ნის ძა­ლით ეკ­ლე­სიე­ბი­დან დაიწ­ყეს მი­სი კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის ყა­ჩა­ღუ­რი გზით ამო­ღე­ბა. ამას შეე­წი­რა ალა­ვერ­დე­ლი მღვდელ­მთა­ვა­რი პი­როს ოქ­რო­პი­რი­ძე, რო­მე­ლიც ჯერ სას­ტი­კად სცე­მეს, შემ­დეგ კი ურემ­ზე დააკ­რეს და მან იქ­ვე, ალა­ვერ­დის ეზო­ში გა­ნუ­ტე­ვა სუ­ლი.

ამ და მსგავ­სი კა­ნო­ნე­ბით მოაზ­როვ­ნე ძეგ­ლის „ქო­მა­გე­ბი“, მოგ­ვია­ნე­ბით, 21-ე საუ­კუ­ნის და­საწ­ყის­ში, მეუ­ფე და­ვითს გააფ­თრე­ბით ებ­რძოდ­ნენ, რო­ცა ძვე­ლი შუამ­თის შე­სას­ვლელ­ში მან „ბა­ში­-ა­ჩუ­კის ის­ტო­რიულ ქვევ­რად“ შე­რაც­ხი­ლი „ნატ­ვრის ქვევ­რი“ ამოი­ღო. ეს ქვევ­რი, შიგ­ნით ფუ­ლის ჩაყ­რის შემ­თხვე­ვა­ში, ვი­თომ სურ­ვი­ლებს ას­რუ­ლებ­და. დაახ­ლოე­ბით 2006-2007 წლებ­ში პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია­ში ძეგ­ლის დაც­ვის მო­ტი­ვით სა­ჩი­ვა­რი შე­ვი­და, სა­დაც მეუ­ფე და­ვითს ამ ქვევ­რის ამო­ღე­ბის­თვის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა­ში სდებ­დნენ ბრალს. იმა­ვე წლებ­ში მეუ­ფე და­ვით­მა ალა­ვერ­დის ტაძ­რის ია­ტა­კი­დან ამოი­ღო აგუ­რის ფი­ლა, რო­მელ­ზეც მე-20 საუ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში ამ ფი­ლის დამ­გე­ბი ხე­ლოს­ნის ხე­ლი იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. ეს ხე­ლი ზოგ­მა ერეკ­ლე უფ­ლის­წუ­ლის ხე­ლად შე­რაც­ხა („გმირ­თა ვა­რა­მის“ გავ­ლე­ნით), ზო­გი ამ ხელს ისევ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის აღ­მსრუ­ლებ­ლად მიიჩ­ნევ­და. ძეგ­ლე­ბის „ქო­მა­გე­ბი“ კი უკ­მა­ყო­ფი­ლო ადა­მია­ნე­ბის გვერ­დით იდ­გნენ და კვლავ უჩიოდ­ნენ მეუ­ფე და­ვითს, წე­რი­ლე­ბით, პას­კვი­ლე­ბით, ლან­ძღვა-­გი­ნე­ბით. აქ ერ­თი წმინ­და მა­მის ცხოვ­რე­ბა მახ­სენ­დე­ბა, რო­მე­ლიც აღ­შფოთ­და, რომ ადა­მია­ნე­ბი, გან­ხორ­ციე­ლე­ბუ­ლი ღმერ­თის შვი­ლე­ბი, თაყ­ვანს სცემ­დნენ და იმე­დით შეჰ­ყუ­რებ­დნენ ნატ­ვრის ხეს და მოჭ­რა ის. ამის გა­მო ბრბომ ეს წმინ­და მა­მა ქვე­ბით ჩა­ქო­ლა.

წი­ნა საუ­კუ­ნის 80-ია­ნი წლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში მეუ­ფე და­ვი­თი (მა­შინ მა­მა ირაკ­ლი) გა­რე­ჯის უდაბ­ნო­ში რუ­სე­ბის პო­ლი­გონს ებ­რძო­და სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლოს და მის კულ­ტუ­რულ მემ­კვიდ­რეო­ბას იცავ­და. რას იფიქ­რებ­და, რომ ძა­ლიან მა­ლე თვი­თონ მას შე­რაც­ხავ­დნენ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად და რუ­სულ საბ­ჭო­თა მან­ქა­ნა­ზე არა­ნაკ­ლებ გააფ­თრე­ბულ ბრძო­ლას გა­მოუც­ხა­დებ­დნენ ძეგ­ლე­ბის დაც­ვის სა­ბა­ბით.

2007 წელს ძეგ­ლის ქო­მა­გე­ბის მხრი­დან სას­წრა­ფოდ მომ­ზად­და კა­ნო­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის შე­სა­ხებ (ან გად­მო­წე­რი­ლი იქ­ნა რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის კა­ნო­ნი). ეს მოხ­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო შე­თან­ხმე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ეკ­ლე­სიამო­ნას­ტრე­ბის მე­პატ­რო­ნედ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სიაა აღია­რე­ბუ­ლი, მოვ­ლაპატ­რო­ნო­ბა კი მას და სა­ხელ­მწი­ფოს ერ­თად ევა­ლე­ბა. კონ­კორ­და­ტის ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი ჯერ კი­დევ და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლია და არც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის კა­ნო­ნია გა­მარ­თუ­ლი ისე, რომ მან არც ეკ­ლე­სია დაა­ზია­ნოს და არც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბა.

საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მოინ­დო­მეს საბ­ჭო­თა ადა­მია­ნის ტან­საც­მლის უნი­ვერ­სა­ლუ­რი თარ­გი შეექ­მნათ, რო­მე­ლიც 15 საბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კის ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ადა­მიანს მოერ­გე­ბო­და. ექ­სპე­რი­მენ­ტი არ გა­მო­ვი­და, რად­გან ეს ტან­საც­მე­ლი არა­ვის არ მოერ­გო.



კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რეო­ბის დაც­ვის კა­ნო­ნიც ასე­ვე ვერ იქ­ნე­ბა უნი­ვერ­სა­ლუ­რი. ჩვენს ეკ­ლე­სია-­მო­ნას­ტრებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ბევ­რი ფაქ­ტო­რია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, ამი­ტომ სა­ჭი­როა ამ კა­ნონ­ზე სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სიის სპე­ცია­ლის­ტებ­მა ეკ­ლე­სიის კომ­პე­ტენ­ტურ პი­რებ­თან ერ­თად იმუ­შაონ.

სამ­წუ­ხა­როდ, თა­ვი­სი პრო­ფე­სიის­თვის მებ­რძო­ლი ადა­მია­ნე­ბი (რო­გორც ამას თვი­თონ­ვე აღ­ნიშ­ნა­ვენ), უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, ნამ­დვი­ლად არ იბ­რძვიან სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სიის სი­კე­თის­თვის.

კა­ნო­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჩვენ, ადა­მია­ნე­ბი, ვი­ღებთ, იწე­რე­ბო­და, გა­დაი­წე­რე­ბო­და და კი­დე­ვაც გა­დაი­წე­რე­ბა. ხან­და­ხან არის, რომ ჩვენს ქრის­ტია­ნულ სჯულ­თან თან­ხმო­ბა­შია ეს კა­ნო­ნე­ბი, ხან­და­ხან კი - ეწი­ნააღ­მდე­გე­ბა. სა­ზო­გა­დოე­ბა­ში მუდ­მი­ვად ის­მის კით­ხვა: რო­გო­რი კა­ნო­ნე­ბით გვინ­და ვიც­ხოვ­როთ?! ამ დროს არ უნ­და დაგ­ვა­ვიწ­ყდეს, რომ სე­კუ­ლა­რულ სა­ხელ­მწი­ფოებ­ში, პარ­ლა­მენ­ტე­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნე­ბის გარ­და, არ­სე­ბობს კი­დევ უზე­ნაე­სი კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მოგ­ვე­ლის ყვე­ლას პა­სუ­ხის­გე­ბა ღვთის წი­ნა­შე და ამას ვე­რა­ვინ გა­ვექ­ცე­ვით.



ავ­თენ­ტურ­ზე უფ­რო ძვირ­ფა­სი



ის სიუ­ჟე­ტი, რო­მელ­მაც გვი­ბიძ­გა ეს წე­რი­ლი დაგ­ვე­წე­რა, კვე­ტე­რით მთავ­რდე­ბა. ფე­ხით ასუ­ლი ავ­ტო­რი, სა­კუ­თა­რი დაღ­ლით ნა­სია­მოვ­ნე­ბი, მოგ­ვი­წო­დებს, რომ ჩვენც და­ვი­ღა­ლოთ და ისე მი­ვი­დეთ ტა­ძარ­ში… სა­კუ­თა­რი დაღ­ლა ასე­თი და­სა­ფა­სე­ბე­ლია მის­თვის! 30 წელ­ზე მე­ტი ქვეყ­ნის­თვის და­მაშ­ვრა­ლი მღვდელ­მთავ­რის, აბ­ბა ალა­ვერ­დე­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი და­ვი­თის დაღ­ლა და თავ­გან­წირ­ვა კი ერ­თი ხე­ლის მოს­მით მოინ­დო­მეს წყალ­ში გა­დაე­ყა­რათ. სიუ­ჟე­ტი იმით მთავ­რდე­ბა, რომ არ არის სა­სურ­ვე­ლი, გა­მარ­თუ­ლი ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა მი­ვი­დეს სა­კურ­თხევ­ლამ­დე, ვე­ლუ­რი გა­ნა­შე­ნია­ნე­ბა უფ­რო სა­სარ­გებ­ლოა ძეგ­ლის­თვი­სო… ამის ფონ­ზე ისიც ით­ქვა, კვე­ტე­რა ჩემ­თვის აშე­ნე­ბუ­ლი მგო­ნიაო… დიახ თქვენ­თვი­საც არის აშე­ნე­ბუ­ლი, რომ იქ საღ­მრთო ლი­ტურ­გია­ზე მი­დიო­დეთ, ქრის­ტეს სის­ხლსა და ხორცს ეზია­რე­ბო­დეთ და პი­რა­დი ურ­თიერ­თო­ბით ღმერ­თთან, ცა­თა სა­სუ­ფე­ვე­ლი იგ­რძნოთ თქვენს გუ­ლებ­ში. ხო­ლო იმის­თვის, რომ იქ საღ­მრთო ლი­ტურ­გია აღეს­რუ­ლე­ბო­დეს, რაც ცი­სა და დე­და­მი­წის შეერ­თე­ბაა, ვე­ლუ­რო­ბა უნ­და დავ­ტო­ვოთ და ქრის­ტია­ნო­ბას შე­ვუერ­თდეთ. ის კი, ვინც ერ­თხელ იპო­ვის ქრის­ტეს, ვე­ლუ­რო­ბის­კენ მიქ­ცე­ვის სურ­ვილს ტო­ვებს და მემ­კვიდ­რე ხდე­ბა.

შუამ­თის მო­ნას­ტრის სიძ­ვე­ლეთ­სა­ცავ­ში მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რია­ზე ნა­პოვ­ნი ყვე­ლა ნივ­თი ინა­ხე­ბა: უამ­რა­ვი ხე­ლით­ნა­ჭე­დი ლურ­სმა­ნი, მო­ჭი­ქუ­ლი კრა­მი­ტის ნამ­ტვრე­ვე­ბი, კე­დელ­ში ჩა­ყო­ლე­ბუ­ლი ფრეს­კის ნა­წი­ლე­ბი, ბოქ­ლო­მი, შვეუ­ლი, ის­რის პი­რი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენ­თვის უფ­რო ძვირ­ფა­სია, ვიდ­რე სიტ­ყვა „ავ­თენ­ტურ­მა“ შეიძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს. ეს იმი­ტომ, რომ ამ ნივ­თებს ის ადა­მია­ნე­ბი ეხე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნამ­დე ცხოვ­რობ­დნენ შუამ­თის მო­ნას­ტერ­ში, შრო­მობ­დნენ და ღმერთს ადი­დებ­დნენ. ჩვენ მა­თი მემ­კვიდ­რეე­ბი ვართ!



ქრის­ტია­ნე­ბი იმ ღმერ­თის შვი­ლე­ბი ვართ, რო­მე­ლიც ჯვარ­ზე გაკ­რუ­ლი მტრე­ბის­თვის ლო­ცუ­ლობ­და - „მა­მაო, მიუ­ტე­ვე ამათ, რა­მე­თუ არა იციან, რა­სა იქ­მან“. ჯვარ­ცმულ­მა ქრის­ტემ მთე­ლი კა­ცობ­რიო­ბა გულ­ში ჩაიკ­რა. ჩვენც გვაქვს სურ­ვი­ლი მას ვბა­ძავ­დეთ. ამი­ტომ სიყ­ვა­რუ­ლით და იმე­დით ვე­ლო­დე­ბით ძეგ­ლის ყვე­ლა ქო­მაგს, რომ იქ­ნებ, ვე­ცა­დოთ და გა­ვერ­თიან­დეთ. ის, რაც ჩვე­ნი სუ­ლე­ბის­თვის სა­სი­კე­თო იქ­ნე­ბა, ძეგ­ლსაც არ­გებს - სი­ცოც­ხლეს მია­ნი­ჭებს.

ფეის­ბუ­ქის პოს­ტე­ბის კით­ხვას მიჩ­ვეუ­ლი ადა­მია­ნე­ბის­თვის ამ ვრცე­ლი წე­რი­ლის წა­კით­ხვა, შეიძ­ლე­ბა, რთუ­ლი იყოს. ისიც გვეს­მის, რომ ღვთის­მებ­რძო­ლო­ბის ზვა­ვიც მოწ­ყვე­ტი­ლია და „ბო­რო­ტე­ბაც ამო­ვი­და თა­ვი­სი ხვრე­ლი­დან“.



ამ­სოფ­ლიუ­რი ცხოვ­რე­ბის უდაბ­ნო­ში ეკ­ლე­სიის დი­დი მა­მე­ბის ხმაც კი ყო­ველ­თვის იყო „ხმა მღა­ღა­დე­ბე­ლი­სა უდაბ­ნო­სა ში­ნა“. და მიუ­ხე­და­ვად ამი­სა, მაინც გვა­დარ­დებს მემ­კვიდ­რეე­ბი იმ მცი­რე სამ­წყსო­დან, რო­მელ­თაც ცოდ­ვის წყვდია­დით მო­ცულ დე­და­მი­წა­ზე მოუ­წევთ ცხოვ­რე­ბა. მათ ვეხ­მია­ნე­ბით, სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის. ჩვენს მოძ­ღვარს მეუ­ფე და­ვითს კი მად­ლიე­რე­ბის გრძნო­ბით შენ­დო­ბას ვთხოვთ.

 



ახა­ლი შუამ­თის მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი

იღუ­მე­ნია იოა­ნა (ნი­კო­ლაიშ­ვი­ლი)

 

ბეჭდვა
1კ1