გაფრთხილდი, თავადვე არ იქცე მოწინააღმდეგედ ქრისტეს ხორცისა და სისხლისა
გაფრთხილდი, თავადვე არ იქცე მოწინააღმდეგედ ქრისტეს ხორცისა და სისხლისა
წმინდა კირილე იერუსალიმელი ბრძანებს: "როცა თავად ქრისტემ თქვა პურზე: "ესე არს ხორცი ჩემი", ამის შემდეგ ვინ გაბედავს, არ ირწმუნოს ეს? და როცა თავად დაამოწმა და თქვა სასმისზე: "ესე არს სისხლი ჩემი", ვინ დაეჭვდება და იტყვის, რომ ეს არ არის მისი სისხლი? ოდესღაც მან გალილეის კანაში წყალი გადააქცია ღვინოდ, რომელიც წააგავს სისხლს და განა არ არის სარწმუნო, რომ ღვინოს სისხლად გადააქცევს? პურის სახით შენ მოგეცემა ხორცი, ხოლო ღვინის სახით - სისხლი, რათა ქრისტეს ხორცსა და სისხლთან ზიარებით მისთვის ხორცითა და სისხლით თავისიანად იქცე. ამრიგად, ჩვენ ვხდებით ქრისტეს მატარებლები, როცა მისი წმინდა ხორცი და სისხლი შეუერთდება ჩვენს სხეულს".

წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: "ღმერთმა თქვა: ესე არს ხორცი ჩემი... ესე არს სისხლი ჩემი... ამას იქმოდეთ მოსახსენებლად ჩემდა". და მართლაც, მისი ყოვლადძლიერი ბრძანებით ასეც ხდება და იქნება იმ დრომდე, "ვიდრემდის მოვიდეს" (1 კორ. 11,26). და ამ ახალი მსახურებისათვის მოწოდებით სულიწმიდის ძალა იქცევა მაცოცხლებელ წვიმად, "ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, - წარმოთქვა წმიდა ქალწულმა, - რამეთუ მე მამაკაცი არ ვიცი?" - ანგელოზმა მიუგო: "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაი გფარავდეს შენ" (ლუკა 1:34-35). ახლაც, თუ იკითხავ, როგორ იქცევა პური ქრისტეს ხორცად, ღვინო კი - ქრისტეს სისხლადო, მე გიპასუხებ: სული წმინდა გადმოდის და ახდენს იმას, რაც აღემატება სიტყვასა და გონებას".

წმინდა ოქროპირი ამბობს: "ყველაფერში დავემორჩილოთ ღმერთს და მისი სიტყვები ჩვენი აზრებისთვის მიუღებლადაც რომ მოგვეჩვენოს, ნურაფერში შევეწინააღმდეგებით მას. დაე, მისმა სიტყვამ მართოს ჩვენი ფიქრნი და განსჯანი. მისი სიტყვა უტყუარია, ჩვენი გრძნობა კი ადვილად ცდება. ამიტომ, როცა ქრისტე ამბობს: "ესე არს ხორცი ჩემი", უნდა ვირწმუნოთ და ვუყუროთ ამას სულიერი თვალით. შენ უსხეულო რომ ყოფილიყავი, ქრისტე ამ ძღვენს უსხეულოდ გიბოძებდა; რამდენადაც შენი სული შეერთებულია სხეულთან, ამიტომ სულიერს გრძნობისმიერით გამცნებს. ბევრისგან გაიგონებ: ნეტავი მეხილა სახე ქრისტესი, მისი გარეგნობა, ჩაცმულობა... აი, შენ ხედავ მას, როცა ეხები წმინდა საიდუმლოს და ჭამ მას. შენ მისი სამოსლის დანახვა გსურს, ის კი გაძლევს საშუალებას არა მარტო მისი დანახვისა, არამედ შეხებისა და მისი საზრდელად მიღებისა. ასე რომ, არავინ მიეახლოს მას უკრძალველად, არავინ მივიდეს მასთან სულმოკლეობით, არამედ სიყვარულით ანთებულნი, დიდი მონდომებითა და სიფხიზლით უნდა მივეახლოთ... მცირედი სასჯელი როდი ელის მას, ვინც უღირსად ეზიარება. დაფიქრდი, რამდენი გულისწყრომა გიჩნდება მათ მიამრთ, ვინც ჯვარზე გააკრა ქრისტე. გაფრთხილდი, თავადვე არ იქცე მოწინააღმდგედ ქრისტეს ხორცისა და სისხლისა. მათ მოაკვდინეს უწმიდესი სხეული უფლისა, შენ კი ამდენი სიკეთის შემდგომ მას არაწმიდა სულით იღებ. განა არ კმარა მისთვის, რომ ადამიანად იქცა, იტანჯა და მოიკლა? - მაგრამ საქმიათაც თავისიანად გვაქცევს. რა წმინდა უნდა იყოს ის, ვინც ამ ძღვენით ტკბება! მზის სხივებზე რამდენად სუფთა უნდა იყოს ის ხელი, რომელიც ტეხს ამ სხეულს, ბაგენი - სავსენი სულიერი ცეცხლით, ენა კი საშინელი სისხლით გამთბარი? გესმის, რაოდენი პატივი გარგუნა მან, როგორ ტრაპეზთან გიხდება განცხრომა? მას, რასაც ძრწოლით ჭვრეტენ ანგელოსნი და შეხედვასაც კი ვერ უბედავენ ელვარების გამო, ჩვენ ვიხმევთ და ამით ქრისტესთან ერთიან სხეულად ვიქცევით. "ვინ-მე იტყოდის ძლიერებათა უფლისათა, სასმენელ ჰყვნეს ყოველნი ქებულებანი მისნი" (ფს. 105,2). რომელი მწყემსი აჭმევს თავის ცხვრებს საკუთარ სხეულს? მაგრამ რატომ მწყემსი? განა არ არიან დედები, რომლებიც ახალშობილთ სხვებს აძლევენ გამოსაკვებად? ქრისტე კი საკუთარ სისხლს გვაძლევს და გვიერთებს. ხომ ხედავთ, როგორი მონდომებით წოვენ ძუძუს ჩვილნი, როგორი დიდი სურვილით ეკვრიან ბაგეებით მას? ასეთივე განწყობით უნდა მივეახლოთ ჩვენც უფლის ტრაპეზსა და ძუძუს სულიერი სასმისისა. ანდა უმჯობესია ასე ვთქვათ: ჩვენ დიდი სურვილით უნდა მოვიზიდოთ ჩვენსკენ სულის მადლი, ისე, როგორც ჩვილნი აკეთებენ ამას. ყველას ერთი სადარდელი უნდა გვქონდეს: ის, რომ ვერ ვეზიარეთ ამ საზრდოს. ვინც ერთ საღამოს ეს მსახურება შეასრულა, ახლაც ასრულებს მას. ჩვენ მსახურებისას მხოლო ადგილებს ვიკავებთ, ძღვენს კი თავად ქრისტე განწმენდს და გარდაქმნის. ნუ იქნება ჩვენს შორის ნურც ერთი იუდა და ვერცხლისმოყვარე. თუ ვინმე არ არის ქრისტეს მოწაფე, დაე, მოგვშორდეს; ტრაპეზი ვერ მიუშვებს თავისთან მათ, ვინც არ არის უფლის მოწაფეთაგანი. რადგან "მხოლოდ თავის მოწაფეებთან ისურვა უფალმა პასექის აღნიშვნა". ეს ტრაპეზი იგივეა, რაც შემოგვთავაზა ქრისტემ და არაფრით არის მასზე ნაკლები. ნუ ვიტყვით, რომ ის ქრისტეს არ მოუწყვია. ესეც ის ადგილია, სადაც მოწაფეებთან ერთად იყო მაცხოვარი..."

მოამზადა მღვდელმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
30.09.2023
1 ივლისს სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს)
07.06.2023


ვუძ­ღვნი მო­მა­ვალ თაო­ბას სიფ­რთხი­ლი­სა და სიფ­ხიზ­ლის­თვის!


ასე­ვე ვუძ­ღვნი ჩემს მოძ­ღვარს, მეუ­ფე და­ვით ალა­ვერ­დელს,


მად­ლიე­რე­ბით და შენ­დო­ბის თხოვ­ნით!


24 მაი­სი მეუ­ფე და­ვი­თის ეპის­კო­პო­სად ხელ­დას­ხმის დღეა.

31.01.2023
("ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას, და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო" (ფს.18: 2))

წმ. ალექსი შუშანია1 დაიბადა 1852 წლის 23 სექტემბერს,
17.11.2021
გაზეთში "ბახტრიონი" (1922,N20) ალექსანდრე ლეონიძე დიმიტრი ყიფიანის სტავროპოლში ყოფნის პერიოდს ამგვარად აღწერს:
01.11.2021

აწ და მარადის მხურვალედ ვევედრები ყოვლადწმიდა სამებას, რათა მან ყოვლისშემძლებელმან,

21.03.2020
გვესაუბრება იტრიის ღვთისმშობლის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემმღვდელმონაზონი საბა(ნატროშვილი):
სულიერად აზროვნების, მოვლენების სულიერად ხედვის
31.12.2019
თეოლოგი გიორგი თოდუა, პროექტის - "ბიბლია განმარტებებით" კონსულტანტი:
"ფს. 22.6-ის ("წყალობაი შენი, უფალო,
19.12.2019
თა­მარ მა­მა­ცაშ­ვი­ლი - "ბიბ­ლი­ის გან­მარ­ტე­ბე­ბის" პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი და მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია და ჩვენ მას ვთხო­ვეთ ნა­წყვე­ტე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა.
31.07.2019
გამარჯობა, ჩვენო მამაო. მთელი ფერეიდნელ ქართველებისგან მოგესალმებით და გიკითხავთ.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat