ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები
ჩემო ცნობისმოყვარე მკითხველო, "მუზეუმი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "მუზეიონ". ძველ საბერძნეთში ეს სიტყვა აღნიშნავდა ადგილს, რომელსაც ხელოვნების მფარველი ქალღმერთები იცავდნენ. თავად სიტყვა "მუზეუმი" კი მოგვიანებით გაჩნდა. მას უწოდებდნენ ადგილს, სადაც ხელოვნების ნიმუშებს ინახავდნენ.

დღეს მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში თავმოყრილი და გამოფენილია სახვითი ხელოვნების სახელგანთქმულ ოსტატთა საუკეთესო ქმნილებანი: სურათები, ნახატები, ქანდაკებები, გობელენები...

მოდი, ერთ-ერთ ცნობილ მუზეუმს გავეცნოთ.

ერმიტაჟი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმია. ის რუსეთის ულამაზეს ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, მდინარე ნევის სანაპიროზე მდებარეობს.

"ერმიტაჟი" ფრანგული სიტყვაა და "განმარტოებულ ადგილს" ნიშნავს. ასეთი ერმიტაჟები წარჩინებულ პირთა დასასვენებელ და გასართობ ადგილს წარმოადგენდა, სადაც თავმოყრილი იყო ხელოვნების ნიმუშები.

თურმე, რუსეთის დედოფალმა ეკატერინე მეორემ სასახლის საგანგებო ოთახებში თავისი ერმიტაჟი მოაწყო. მისივე დავალებით შეიძინეს ქანდაკებები, ფერწერული ნამუშევრები.

KARIBCHE

ლუვრი

ერმიტაჟი 200-ზე მეტი წლის წინათ დაარსდა, მაგრამ დამთვარიელებლებისთვის მხოლოდ 100-იოდე წლის წინ გახსნეს. დღეისთვის ერმიტაჟის 353 დარბაზში მსოფლიოს სახვითი ხელოვნების საუკეთესო ნიმუშებია გამოფენილი.

მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებს განეკუთვნებიან ასევე ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა - მოსკოვში; დრეზდენის სურათების გალერეა - ბერლინში; ლუვრი - საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში; ლონდონის ეროვნული გალერეა - ინგლისში; მეტროპოლიტენმუზეუმი - ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, და სხვა.

განსაკუთრებით ლამაზი კი ქალაქი-მუზეუმი - რომია, იტალიის დედაქალაქი, სადაც მრავალი თვალსაჩინო ნაგებობაა ცნობილ იტალიელ არქიტექტორთა, მშენებელთა, ფერმწერთა და მოქანდაკეთა მიერ აშენებული და შემკული. გამოგიტყდები, ჩემი ოცნება სწორედ რომის დათვალიერებაა.
ბეჭდვა
1კ1