პირველი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი"
პირველი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი"
პირველ ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანს" ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ყველაზე ძველი ტექსტის ხელნაწერი XVII საუკუნისა ყოფილა, თუმცა ზოგიერთ, კიდევ უფრო ძველ ხელნაწერებზე შემორჩენილია "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები. მაგალითად, პოემის ორი ბწკარი XII საუკუნის ხელნაწერზეა მიწერილი. ბერთის მონასტერში XV საუკუნეში გადაწერილი სახარების გვერდებზეც გვხვდება "ვეფხისტყაოსნის" ერთი ნაწყვეტი, რომელიც, როგორც ხელნაწერი გვამცნობს, ვინმე იორდანეს მიუწერია. ვარძიის მონასტრის ახლოს, ვანის ქვაბებში ადრე მონასტერი იყო. მის კედლებზეც შემოგვრჩა "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები, რომლებიც დაახლოებით XV-XVI საუკუნეებისა უნდა იყოს. პირველი ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი", რომელსაც გადაწერის თარიღი აქვს, 1646 წლისაა. იგი სამეგრელოს მთავრის, ლევან II დადიანის შეკვეთით გადაუწერია მდივან მამუკა თავაქარაშვილს და ხელნაწერი ნახატებითაც შეუმკია. სულ ჩვენამდე მოღწეულია 162 ხელნაწერი და 32 ნაწყვეტი.
ბეჭდვა
1კ1