მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს
მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს
წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.

სალომე უჯარმელი მირიან მეფის ვაჟის, რევის ცოლი იყო, პეროჟავრა - ქართლის ერისთავის მეუღლე გახლდათ. მათ, დედოფლის პატივთან ერთად, წმინდა ნინოს მსახურებაც იტვირთეს და მუდამ იწვრთნებოდნენ წმინდა ნინოსგან ლოცვით, მარხვითა და სხვა კეთილი საქმეებით.

ქართლის მოქცევის შემდეგ, წმინდა ნინოს შთაგონებითა და წმინდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმინდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.

ღვთის განგებით, წმინდა ნინო დაბა ბოდინში (ბოდბე) დასნეულდა. ავადმყოფთან სასწრაფოდ შეიკრიბნენ მისი სიწმინდის თაყვანისმცემლები, რომელთა შორის იყვნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელიც. წმინდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრა სივნიელმა აღწერეს ქართველთა განმანათლებლის, წმინდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება. მათ ხსენებას საქართველოს სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 15 იანვარს, ახალი სტილით 28 იანვარს, წმინდა ნინოს ხსენების მომდევნო დღეს.
ბეჭდვა
1კ1