ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
რეკორდსმენი ცხოველები
ჩემო საყვარელო მკითხველო, ცხოველები ნაირგვარად მოძრაობენ: დადიან, დარბიან, დახტიან, დაფრინავენ, დაცურავენ, დახოხავენ და ვინ იცის, კიდევ რას აღარ შვრებიან. მაგრამ მათი მოძრაობის სისწრაფე განსხვავებულია: ზოგი კუსავით ზანტია, ზოგიც - ყურცქვიტასავით მარდი. თურმე ზოგიერთი ცხოველი საათში ათ სანტიმეტრს გადის, მაშინ როცა ზოგი ფრინველის ფრენის სიჩქარე საათში 360 კილომეტრს აღწევს.

თევზი თინუსი, რომელიც მრავალ ზღვაში ბინადრობს, ზოგჯერ 90 კმ/სთ სიჩქარით დაცურავს. თუმცა თევზებს შორის რეკორდსმენად შიმშერი ითვლება. ის საათში 130 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებს. შიმშერს გრძელი და შუბივით წაწვეტებული დინგი აქვს. ჰოდა, თურმე დიდი სისწრაფით ცურვის დროს ზოგჯერ გემს ეჯახება და ჯავშანს უხვრეტს!

KARIBCHEგველები საკმაოდ სწრაფად დახოხავენ, მაგრამ მათ შორის რეკორდსმენად შოლტა მცურავი ითვლება, რომელიც საათში დაახლოებით 6 კილომეტრს გადის.

ჩემო პატარა, შენ ალბათ იცი, რომ მოძრაობის ერთ-ერთი ხერხია ხტომა, რომლის უნარიც მრავალ ცხოველს შესწევს. ზოგი მათგანი ხტომას აუცილებლობისას მიმართავს, ზოგი კი მხოლოდ ხტომით მოძრაობს. ასეთია, მაგალითად, მიწის კურდღელი, კენგურუ, ბეღურა, რწყილი და სხვები.

ჯიხვი, რომელიც კავკასიონის მთებში ცხოვრობს, მონადირისგან ან მტაცებლისგან დამფრთხალი, სულ იოლად გადაევლება 5-6 მეტრი სიგანის კლდის ნაპრალს.

თურმე საკმაოდ გრძელ ნახტომს აკეთებს კალიაც. ამ დროს ის მძლავრად განვითარებულ და მოქნილ უკანა კიდურებს ეყრდნობა. მაგრამ მეც არ ვიცოდი, რომ საუკეთესო მხტომელი რწყილი ყოფილა! აბა, გაიხსენე "რწყილი და ჭიანჭველა" - რწყილმა ისე სწრაფად იხტუნა, რომ მისმა მეგობარმა ჭიანჭველამ დახრჩობაც კი "ვერ მოასწრო"...
ბეჭდვა
1კ1