საბავშვო ისტორია
საბავშვო ისტორია
ერწუხის ბრძოლა - კახეთისა და ჰერეთის დასაბრუნებლად
მას შემდეგ, რაც დავით აღმაშენებელმა თურქთა მარბიელ გუნდებს ფეხი ამოაკვეთინა საქართველოდან, ყურადღება მიაქცია გაერთიანებული საქართველოს ფარგლებს გარეთ დარჩენილი მიწა-წყლის შემოერთებას.

პირველად კახეთ-ჰერეთის შემოერთება გადაწყვიტა და კახეთის მეფეს პირველ რიგში ზედაზნის ციხე წაართვა, რომელიც კახეთის მნიშვნელოვანი სიმაგრე იყო.

იმ დროს ჰერეთ-კახეთში ბევრი იყო ისეთი, ვინც მხარს უჭერდა საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას.

1104 წელს კახეთის დიდმოხელე აზნაურებმა ქავთარმა და მისმა დისშვილებმა შეიპყრეს და საქართველოს მეფეს გადასცეს ჰერეთ-კახეთის მეფე ალსართანი.

დავითმა ჰერეთ-კახეთი დაიკავა და საქართველოს შემოუერთა. ამ ამბავს მტრულად შეხვდა თურქეთის სულთანი, რადგან კარგავდა მოხარკე ქვეყანას, ამავე დროს სუსტდებოდა თურქების პოზიცია აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.

KARIBCHEსულთნის დიდმოხელე განჯის ათაბაგმა გამოილაშქრა, რათა დავითი განედევნა ჰერეთ-კახეთიდან.

ათაბაგის მრავალრიცხოვან ლაშქარს მცირე ლაშქრით შეებრძოლა დავითი ერწუხთან (საინგილოსთან).

მამაცურად იბრძოდნენ ქართველები. გმირობის არნახული მაგალითი აჩვენა დავითმა. სწრაფად გაჩნდებოდა იქ, სადაც ქართველებს გაუჭირდებოდათ. მისი ხმამაღალი შეძახილით მიდამო ზანზარებდა. წინ შემხვედრ მტერს მუსრს ავლებდა. სამი ცხენი მოუკლეს მეფეს. მეოთხეზე შეჯდა და ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.

მტრისაგან ბევრი დაიხოცა, ბევრი გაიქცა, ბევრი ტყვედ ჩავარდა. მეფეს კი მტრის სისხლით ჰქონდა უბე გავსებული და თავისიანებს დაჭრილი ეგონათ, მაგრამ დავითი საღ-სალამათი იყო.

კახეთ-ჰერეთი საბოლოოდ შემოუერთდა საქართველოს.
ნათელა ჯანგულაშვილი
ბეჭდვა
1კ1