იგავი
იგავი
"ყოველი სული აქებდით უფალსა"
ერთხელ თურმე დავით მეფე ღვთის სადიდებელ ფსალმუნს წერდა. ამ დროს სასახლის შორიახლოს ჭაობში ბაყაყი ყიყინებდა. მისი ყიყინი მეფეს წერაში ხელს უშლიდა და ბრძანა, აქაურობას მოაშორეთო. ბაყაყი სამჯერ მივიდა მეფესთან, დაჯდა მის ნაწერებზე და უთხრა: "თუკი შენ არ მანებებ, რომ უფალი ვადიდო, მაშინ არც მე მოგცემ იმის ნებას, შენ ადიდო ღმერთი".

KARIBCHEმაშინ კი მიხვდა მეფე, რომ ყოველი ქმნილება - ადამიანი, ცხოველი, ფრინველი თუ ქვეწარმავალი, ვისაც როგორ შეუძლია, ისე ადიდებს სამყაროს შემოქმედს. კალამი აიღო და დაწერა: "ყოველი სული აქებდით უფალსა". ეს სიტყვები შემდეგ საეკლესიო საგალობლად იქცა.

ბეჭდვა
1კ1