ჩვენი ისტორია
ჩვენი ისტორია
სამწუხაროდ, მოღალატენი და ორგულებიც არ აკლდნენ ქვეყანას...
თამარის მეფობის დროს საქართველო ძლიერი და მდიდარი ქვეყანა იყო.

ბევრი ქართველი ერთგულებდა მეფესა და სამშობლოს. მაგრამ, სამწუხაროდ, მოღალატენი და ორგულებიც არ აკლდნენ ქვეყანას...

გუზან ტაოსკარელი შავშეთისა და კლარჯეთის მფლობელი იყო. თამარმა ტაოც გადასცა, ამიტომ ტაოსკარელად მოიხსენიებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პატივ-დიდება არ აკლდა, გუზანი ღალატის გზას დაადგა. თამარის წინააღმდეგ დიდებულთა აჯანყების დროს მეფეს უღალატა და გიორგი რუსის მხარეს დიდაზნაურთა გვერდით დადგა.

აჯანყების დამარცხების შემდეგ ხლათის მმართველ შაჰ-არმენთან გაიქცა (ის კი საქართველოს დაუძინებელი მტერი იყო). ტაოსკარი, ვაშლოვანი და სხვა მნიშვნელოვანი ციხესიმაგრენი თურქებს გადასცა. მერე შაჰ-არმენის მრავალრიცხოვან ლაშქარს შვილთან ერთად შემოუძღვა საქართველოს მიწაზე.

KARIBCHEთამარის ლაშქარმა ზაქარია ფანასკერტელის მეთაურობით შეუტია თურქებს. მიუხედავად იმისა, რომ მტერი მრავალრიცხოვანი იყო, ქართველთა გმირული შეტევის შედეგად დამარცხდა და უკუიქცა.

ქართველებმა ხელში ჩაიგდეს გუზანის ცოლ-შვილი და მტრისთვის გადაცემულ ციხესიმაგრეებსაც დაეპატრონნენ. თამარის დროშა კვლავ აფრიალდა მესხეთის სამხრეთ საზღვარზე.

დამარცხებულმა გუზანმა ტყეს შეაფარა თავი. ხელი მიჰყო ქურდობას და ბოროტმოქმედებას, ხან ვის დაესხმოდა თავს და ხან ვის.

ქვეყნისა და ხალხის მოღალატე ყველამ შეიძულა.

ერთ დღეს კოლას მთებში მთიბავმა გლეხებმა იცნეს, შეიპყრეს და დავით სოსლანთან მიიყვანეს. დავითის ბრძანებით, მოღალატეს და ორგულს თვალები დასთხარეს.

თამარს რომ გაეგო, აუცილებლად აპატიებდაო, - ამბობს მემატიანე.

ნათელა ჯანგულაშვილი
ბეჭდვა
1კ1