ცხოველთა სამყარო
ცხოველთა სამყარო
რამდენ ხანს ცოცხლობენ ცხოველები?
ამ შეკითხვას ბავშვობაში მეც შენსავით ხშირად ვუსვამდი უფროსებს. თუმცა ზუსტ პასუხს მათგან მაინც ვერასდროს ვისმენდი. როცა გავიზარდე, თვითონ მივხვდი, ვინც ამ კითხვაზე სწორი პასუხის გაცემას მოინდომებს, დიდ სირთულეს წააწყდება. ვიცი, გაოცებული მკითხავ, რატომო. ეს კითხვა ხომ ყველას ადვილზე ადვილი გვეჩვენება!

საქმე კი ის არის, რომ გარეული ცხოველების სიცოცხლის ხანგრძლივობას ზუსტად ვერაფრით დავადგენთ. ხოლო თუ ვიცით, რომ ესა და ეს ირემი ან ტახი ნაკრძალში უკვე 20-30 წელია ცხოვრობს და მის ლეშს წავაწყდებით, მაშინაც ვერ ვიტყვით დანამდვილებით, რამ გამოიწვია სიკვდილი - იქნებ უბედურმა შემთხვევამ ან დაავადებამ? ვინ იცის, ცხოველს შეეძლო, კიდევ რამდენიმე წელს ეცოცხლა...

ხედავ, ჩემო პატარა, რა რთული ყოფილა? ერთი სახეობის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობის დასადგენად ათასი შემთხვევა მაინც უნდა შევისწავლოთ და უზუსტესი ცნობების საფუძველზე გამოვიტანოთ დასკვნა. მხოლოდ ასეთ დასკვნას მოაწერდა ხელს კეთილსინდისიერი ბიოლოგი. რადგან ასეთი ცნობები არ გაგვაჩნია, გამოდის, ზუსტად არავის სცოდნია, რამდენ ხანს ცოცხლობენ ცხოველები. ასე რომ, ძალიან ნუ გაუბრაზდები უფროსებს, თუ შეკითხვაზე ამომწურავ და სწორ პასუხს ვერ გაგცემენ.
ბეჭდვა
1კ1