ეს საინტერესოა
ეს საინტერესოა
რა არის მარგალიტი
მარგალიტი ძვირფასი ქვაა, რომლითაც ლამაზ სამკაულებს ამზადებდა და ამზადებს ადამიანი უხსოვარი დროიდან. ალბათ გინახავს, დედიკოს ან ბებოს როგორ ამშვენებს მარგალიტის საყურე თუ ყელსაბამი.

გაინტერესებს, სად პოულობს ადამიანი ასეთ მშვენიერ ქვას? ახლავე გიამბობ.

ალბათ გაგიკვირდება, როცა გაიგებ, რომ მარგალიტი მოლუსკის ავადმყოფობის ნიშანია. მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.

KARIBCHEზღვებსა და ოკეანეებში რბილტანიანი მოლუსკები ცხოვრობენ. მათი მანტიის (კანის) გამონაყოფიდან მკვრივი აბჯარი წარმოიქმნება, რომელსაც ნიჟარას უწოდებენ. დარწმუნებული ვარ, მოლუსკიანი თუ არა, ცარიელი ნიჟარა მაინც გინახავს... ერთი სიტყვით, ნიჟარა მოლუსკის სახლია. როცა ნიჟარაში რომელიმე პარაზიტი ან თუნდაც ნამცეცი მოხვდება, მანტიას აზიანებს, მოლუსკი ღიზიანდება და უცხო სხეულის ირგვლივ კანის ზედაპირიდან უჩვეულო ნივთიერების გამოყოფას იწყებს. ამ დროს ვითარდება კვერცხისებრი, უფრო ხშირად კი მრგვალი წარმონაქმნი, რომელიც პერლამუტრის თხელი ფირფიტებისგან შედგება - ეს მარგალიტია.

იაპონელები მარგალიტის წარმომქმნელ მოლუსკებს ამრავლებენ. ისინი მათ მანტიებში ქვიშის ნამცეცებს ათავსებენ და საბრალო მოლუსკი მალე ისე "ღიზიანდება", რომ ქვიშის ნამცეცები მარგალიტის ფენით იფარება.
ბეჭდვა
1კ1