ვილოცოთ სამშობლოსთვის
ვილოცოთ სამშობლოსთვის
სიყვარულის გაზიარება ჩვენი კეთილი საქმეებით ხდება. ყველა ადამიანს თავისი საქმე აქვს: ზოგი მშენებელია, ზოგიც - ჯარისკაცი. ჯერ თქვენ პატარები ხართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქმის გაკეთება მაინც შეგიძლიათ. ყველაზე დიდი საქმე, რაც ერთმანეთს, ჩვენს სამშობლოს შეგიძლიათ გაუკეთოთ, არის ლოცვა.

ლოცვა ჩვენთან უფლის მოწვევაა, როცა გვინდა, საქმე მარტო ადამიანებმა კი არ ვაკეთოთ, არამედ ღმერთიც ჩვენთან ერთად იყოს. ბავშვების ლოცვას დიდი ძალა აქვს. განა შეიძლება, მშობელი, ჩვენი ზეციური მამა, ღმერთი არ მიეხმაროს თავის შვილებს კეთილი სურვილების შესრულებაში?

ამიტომ ყოველდღე ვილოცოთ ყველასთვის, ვინც ჩვენს სამშობლოში ცხოვრობს. თუკი ლოცვით იზრუნებთ ერთმანეთზე, საქმითაც მოახერხებთ ერთმანეთის დახმარებას. ასე მოეფინება სიყვარული არა ერთსა და ორ ადამიანს, არამედ მთელ ჩვენს ქვეყანას, ასე გახდებით დიდი ადამიანები, რადგან დიდ საქმეს, სამშობლოს საქმეს გააკეთებთ.

ასე რომ, ვილოცოთ საქართველოსთვის, მისი ძლიერებისთვის, დაკარგული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებისთვის, მშვიდობისთვის.
ბეჭდვა
1კ1