ეს უნდა ვიცოდეთ
ეს უნდა ვიცოდეთ
იესომ ხუთი პურით 5000 კაცი დააპურა
ერთხელ იესო ქრისტემ გალილეის ტბის იქით, ერთ უდაბნოში მრავალი სნეული განკურნა. როცა საღამომ მოაწია, მოწაფეებმა უთხრეს: - აქ უდაბნო ადგილია და გვიანაა. გაუშვი ხალხი სოფლებში საჭმლის საყიდლადო. უფალმა - თქვენ მიეცით საჭმელიო. მათ შორის იყო ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი პური და ორი თევზი ჰქონდა. იესომ - ხუთი პური მომიტანეთო. მოწაფეებმა მიუტანეს. უფალმა ახედა ზეცას, აკურთხა პურები, გატეხა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა დაურიგეს ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღა. შემდეგ, იესოს ბრძანებით, შეკრიბეს დარჩენილი ნატეხები და 12 გოდორი აავსეს. იქ ხუთი ათასამდე კაცი იყო დედაკაცებისა და ბავშვების გარდა. მაშინ ხალხმა თქვა: - ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნადო.
ბეჭდვა
1კ1