ეს უნდა ვიცოდეთ
ეს უნდა ვიცოდეთ
საეკლესიო ჭურჭელი და ნივთები
საეკლესიო ღმრთისმსახურების დროს ძირითადად შემდეგი საეკლესიო ჭურჭელი და ნივთები იხმარება: ბარძიმი, ფეშხუმი, ვარსკვლავი, კოვზი, ლახვარი, დაფარნები და ღრუბელი.

ბარძიმი ფეხიანი სასმისია, რომელშიც კვეთის დროს ჩაასხამენ წყლით შეზავებულ ღვინოს, რომელსაც წირვის დროს აკურთხებენ და ქრისტეს სისხლად შეიცვლება.

ფეშხუმი მრგვალი, ფეხიანი ლანგარია. ფეშხუმზე კვეთის დროს ტარიგად წოდებულ პურს დებენ. ფეშხუმი გაგვახსენებს ბაგასაც, რომელშიც ახალშობილი იესო ქრისტე იწვა და კუბოსაც, რომელშიც მისი უწმინდესი გვამი იდო. ის წარმოგვისახავს იმ თას-სასმისს, რომელშიც იესო ქრისტემ ღვინო აკურთხა, თავის სისხლად შეცვალა და მოწაფეები აზიარა.

ვარსკვლავი ორი მოღუნული ლითონის მომცრო რკალია - ერთმანეთთან ჯვრის სახით შეერთებული და გაგვახსენებს იმ ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა მოგვებს და მოიყვანა ბეთლემის გამოქვაბულში, სადაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იშვა. ვარსკვლავი ფეშხუმზე იდგმება, რათა დაფარნა სეფისკვერიდან ამოღებულ ნაწილს არ შეეხოს.

KARIBCHE KARIBCHE

ლახვარი იხმარება სეფისკვერიდან ნაწილის ამოსაღებად. ის გვახსენებს ლახვარს, რომლითაც ერთმა მხედარმა განგმირა ჯვარცმული იესოს გვერდი.

კოვზი იხმარება მორწმუნეთა საზიარებლად. ის გვახსენებს სერაფიმის მარწუხს ან საკეც მაშას, რითაც სერაფიმმა აიღო ცეცხლი ზეციური საკურთხევლიდან, მიიტანა ისაია წინასწარმეტყველის პირთან, განწმინდა იგი ცოდვებისაგან და განანათლა.

KARIBCHE KARIBCHE

ღრუბელი ორია საჭირო: 1. საღმრთო ჭურჭლის საწმენდად და 2. ფეშხუმზე ნაწილების შესაგროვებლად და ბარძიმში ჩასაწმენდად. ის გვახსენებს ღრუბელს, რითაც ჯვარცმულ მაცხოვარს ნაღვლით შეზავებული ძმარი ასვეს.

წმინდა ძღვნის შესამოსლებს ეძახიან დაფარნებს. დაფარნები სამია: ორი მცირე და ერთი დიდი. ერთს აფარებენ ფეშხუმს, მეორეს - ბარძიმს, მესამეს (დიდს) - ორივეს, ფეშხუმს და ბარძიმს, ერთად.

KARIBCHE KARIBCHE

დიდ დაფარნას სხვანაირად "ეერი" ეწოდება. ის ერთდროულად აღნიშნავს ლოდს, რომლითაც მაცხოვრის საფლავის კარი იყო დახშული, მიწისძვრას - მაცხოვრის ჯვარცმისას და სულიწმიდის მადლის ნიავებასაც.

მცირე დაფარნები ერთდროულად აღნიშნავს სახვევებს, რომლითაც იყო შეკრული იესო ბაგაში წოლისას და სუდარასაც, რომელშიც მისი უწმინდესი გვამი დასაფლავებისას იყო შეხვეული.
ბეჭდვა
1კ1